Ⴕართული კლავიატურის რაციონალური
გაწყობის შემუშავება და დანერგვა
Ⴆოგადად რომ ვთქვათ, ქართული ასოების მექანიკური დასმა
სხვაენოვან კლავიშებზე მიმაჩნია მცდარ პრაქტიკად. Ⴀსოების ოპტიმალური განლაგება კლავიატურაზე
უზრუნველყოფს ტექსტის აკრეფის სიადვილეს. Ⴞშირად ხმარებადი ასოები განლაგებულია შუაში,
იშვიათად ხმარებადი კი განზე.
Ⴕართულ ანბანს არ გააჩნია არავითარი კავშირი ინგლისურთან: არც ასოების
რაოდენობაში, არც სხვადასხვა ასოების არსში, არც ცალკეული ასოების ხმარების სიხშირეში
და მრავალ სხვა რამეში. Ⴛალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული და ინგლისური არიან სიმღერები
სხვადასხვა ოპერიდან. Ⴀსეთი მექანიკური დასმა ინგლისურ ასოებზე არავის არ გაუკეთებია.
Ⴊათინურასოებიან ანბანებშიც კი
— ფრანგული კლავიატურა მკვეთრად
განსხვავდება ინგლისურისგან. Ⴇვით ინგლისური გაწყობა განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში:
Ⴈნგლისში, Ⴀმერიკაში, Ⴀვსტრალიაში, Ⴀხალ Ⴆელანდიაში და ა. შ. Ⴐაც შეეხება არალათინურანბანებიან
კლავიატურებს, მათში ასოები არ არის მიბმული ინგლისურებზე.
Ⴀრსებობს ქართული საბეჭდი მანქანის გაწყობა, რომელიც შექმნილია ერგონომიული
პრინციპის გათვალისწინებით, Ⴂარდა ამისა, ეს კლავიატურა იყო ხმარებაში ასზე მეტი წლის
მანძილზე და შესაბამისად გამოცდილია.
Ⴕართული შრიფტით და კლავიატურით აღჭურვილი პირველი საბეჭდი მანქანები გამოჩნდა
1896 წელს. Ⴋნიშვნელოვანია, რომ ამ კლავიატურას გააჩნდა ზემო და ქვემო რეგისტრები.
Ⴆემო რეგისტრით იკრიფებოდა ე. წ. სატიტულო ასოები, რომლებსაც დღეს ზოგიერთი უწოდებს
მხედრულის მთავრულებს. Ⴅინაიდან ეს სატიტულო
ასოები ვერ ასრულებდნენ მთავრულების როლს (მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი),
მათ შემქმნელებმა ჯერ კიდევ 1866 წელს შეარქვეს Ⴑატიტულოები.
Ⴄს საბეჭდი მანქანის კლავიატურა,
ვფიქრობ, ოპტიმალურია ქართული ტექსტის ასაკრეფად,
Ⴀმ ბოლო დროს გამოჩნდა ე. წ. ერგონომიული გაწყობა. Ⴋართალია, არსად არ
მინახავს ამ გაწყობის ახსნა-განმარტება, მაგრამ ალბათ იგი შექმნილია ამავე პრინციპით,
მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად განსხვავდება საბეჭდი
მანქანის გაწყობისგან,
Ⴋომავალში, როდესაც ხელისუფლება (მთავრობა) გამოიღვიძებს და დადგება უნიფიკაციის
(1-2 გაწყობის დაკანონების) დრო, ეს ორი გაწყობა (საბეჭდი მანქანის და ერგონომიული),
ალბათ, იქნება ოპტიმალური.
Ⴀგრეთვე უნდა დაკანონდეს ქართული კლავიატურის კლავიშებზე ქართული ასონიშნების
გამოსახვა ინგლისურთან ერთად, როგორც სხვა არალითინურანბანოვან ქვეყნებშია. Ⴀმ მიზნით გავაკეთე საბეჭდი მანქანის და ერგონომიული
გაწყობის ჩემეული ვარიანტები, რომლებშიც ზემო რეგისტრზე დავსვი ასომთავრულები. Ⴞუთი
თითქოსდა გაუქმებული ასო კი თავიანთი ასომთავრულებით გავიტანე მარჯვენა Alt-ზე და
მარჯვენა Alt + Shift-ზე. Ⴈშვიათად ხმარებადი პარაგრაფის მაგივრად დავსვი ლარის ნიშანი.