Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

პეტერბურგში, მოსკოვში და მოზდოკში გამოცემული ქართული წიგნები

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴎირველნაბეჭდი ქართული წიგნები. —
Ⴔულდა, 2013 — 200 გვ. — 241 ილ., 10 ტაბ.
Ⴎეტერბურგში (1761 წ.), Ⴋოსკოვში (1762-1768 წწ.) და Ⴋოზდოკში (1796-1801 წწ.) გამოცემული წიგნები. — Ⴂვ. 173-182.

Ⴎეტერბურგში (1761 წ.), Ⴋოსკოვში (1762-1768 წწ.) და Ⴋოზდოკში (1796-1801 წწ.) გამოცემული წიგნები)

Ⴎეტერბურგის Ⴋეცნიერებათა Ⴀკადემიაში მოწყობილ ქართულ სტამბაში 1761 წელს განხორციელდა სამი გამოცემა: „Ⴋისალმება Ⴇეიმურაზ II-სადმი“, „Ⴞელშეკრულება, დადებული Ⴄკატერინე II-სა და Ⴈრაკლი II-ს შორის“ და „Ⴋანიფესტი Ⴄკატერინე II-სა Ⴆუბოვის Ⴑპარსეთში ლაშქრობის გამო“.
Ⴀთანასე Ⴀმილახვარის ინიციატივით და ხარჯით 1762 წელს Ⴋოსკოვში განახლდა ქართული წიგნების ბეჭდვა. 1768 წლამდე დაიბეჭდა ათი დასახელების წიგნი.
Ⴂაიოზ Ⴐექტორის ინიციატივით და ხარჯებით 1796 წ. Ⴋოზდოკში მოეწყო ქართული სტამბა. Ⴁეჭდვის საქმეს ამ სტამბაში უშუალოდ ახორციელებდა ოსტატი Ⴐომანოზ Ⴐაზმაძე-Ⴆუბაშვილი. Ⴑულ განხორციელდა ოთხი გამოცემა
 
Ⴃაუჯდომელი. 1762 .
Ⴇავფურცელი
 
Ⴊოცვანი. 1768 .
Ⴇავფურცელი

 
Ⴂაიოზი. Ⴀნბანი. Ⴊოცვანი.
Ⴋოკლე საქრისტიანო სწავლა.
Ⴋოზდოკი, 1797
 
Ⴂანწესება შინაგანისა Ⴑაქართველოჲსა
მართვისა. Ⴋოზდოკი, 1801 წ.

Ⴎეტერბურგში (1761 წ.),
Ⴋოსკოვში (1762–1768 წწ.)
Ⴋოზდოკში (1796–1801 წწ.)
გამოცემული ქართული წიგნები

Ⴃასახელება
Ⴕალ.
Ⴜელი
Ⴘრიფტი
1
Ⴋისალმება
Ⴇეიმურაზ II-სადმი
Ⴎეტერ.
1761
Ⴋთ./Ⴌუს.
2
Ⴞელშეკრულება, დადებული
Ⴄკატერინე II-სა და
Ⴈრაკლი II-ს შორის
Ⴎეტერ.
1783
Ⴋთ./Ⴌუს.
3
Ⴋანიფესტი Ⴄკატერინე II-სა
Ⴆუბოვის Ⴑპარსეთში
ლაშქრობის გამო
Ⴎეტერ.
1796
Ⴋთ./Ⴌუს.
4
Ⴇვენი
Ⴋოსკ.
1762
Ⴋთ./Ⴌუს.
5
Ⴃაუჯდომელი
Ⴋოსკ.
1762
Ⴋთ./Ⴌუს.
6
Ⴃავითნი
Ⴋოსკ.
1764
Ⴋთ./Ⴌუს.
7
Ⴑამოციქულო
Ⴋოსკ.
1765
Ⴋთ./Ⴌუს.
8
Ⴑახარება გამოკრებული
Ⴋოსკ.
1766
Ⴋთ./Ⴌუს.
9
Ⴎარაკლისი
Ⴋოსკ.
1767
Ⴋთ./Ⴌუს.
10
Ⴃავითნი
Ⴋოსკ.
1768
Ⴋთ./Ⴌუს.
11
Ⴊოცვანი
Ⴋოსკ.
1768
Ⴋთ./Ⴌუს.
12
Ⴊოცვანი
Ⴋოსკ.
1768
Ⴋთ./Ⴌუს.
13
Ⴏამნი
Ⴋოსკ.
1768
Ⴋთ./Ⴌუს.
14
Ⴆუბაშვილის წერილი
Ⴂაიოზისადმი
Ⴋოზდ.
1796
Ⴋთ./Ⴋხ.
15
Ⴂაიოზი. Ⴀნბანი. Ⴊოცვანი.
Ⴋოკლე საქრისტიანო
სწავლა
Ⴋოზდ.
1797
Ⴋთ./Ⴌუ./ Ⴋხ.
16
Ⴂაიოზი. Ⴂრამატიკა
Ⴋოზდ.
[1796-
1800]
Ⴋთ./Ⴌუ./ Ⴋხ.
17
Ⴂანწესება შინაგანისა
Ⴑაქართველოჲსა
მართვისა
Ⴋოზდ.
1801
Ⴋთ./ Ⴋხ.