Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

2017 წლის გაერთიანებული კალენდარი

0 коммент.

Ⴕვემოთ წარმოდგენილ კალენდარში გაერთიანებულია:
1. Ⴑაერთაშორისო კალენდარი (2017 წელი Ⴀხალი წელთაღრიცხვით);
2. Ⴕართული ეროვნული კალენდარი (2301/2 წლები Ⴈბერიული წელთაღრიცხვით);
3. Ⴕართული ქრისტიანული კალენდარი (7621/2 წლები ქართული Ⴃასაბამის წელთაღრიცხვით).
Ⴈხილეთ აქ:

Ⴕართული წარმართული კალენდარი

0 коммент.

Ⴛვ. წ. 540 წ. შეიქმნა ქართული ანბანური დამწერლობა და ქართული წარმართული კალენდარი, რომლის თანახმადაც წელიწადში იყო 30–30 დღიანი 12 თვე. Ⴇვეებს ჰქონდათ თავიანთი ძველი ქართული სახელ­წოდებები. Ⴋე-12 თვის ბოლოს მოდიოდა 5 (ნაკიან წელიწადში კი 6) დამატებითი დღე.
Ⴛვ. წ. 284 წელს Ⴔარნავაზის მიერ შემოღებულ იქნა მზის უძრავი წელიწადის სრულიად სახელმწიფო ერთიანი კალენდარი და ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 540 წელს).
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის ამოსავალი წერტილია Ⴈბერიის სამეფოში Ⴔარნავაზ მეფის მიერ სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობის შემოღების თარიღიძვ. . 284 .
Ⴀხ. წ. 325 წელს ჩატარდა Ⴌიკეის საეკლესიო კრება, რომელმაც პასქალური დღესასწაულის გამოსათვლე-ლად მიიღო 532 წლიანი „Ⴃიდი Ⴈნდიქტიონი”. Ⴀმ ციკლის მე-10 მოქცევის 5320 წელი საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქრისტიანული ერის წელთაღრიცხვას, მათ შორის ქართულს. Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამი (ძვ. წ. 284 წ.) საფუძვლად დაედო ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვასაც: 5320 წ. + 284 წ. = 5604 წ. ქართულ Ⴃასაბამიდან, ანუ Ⴕრისტეშობის წელი.