Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

სამხედრო სიმბოლიკა 3

0 коммент.

Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.

Ⴂამოსარკვევია კიდევ ერთი საკითხი — Ⴑაქართველოს დროშაზე გამოსახული ოთხი პატარა ჯვრის ფორმა.
Ⴃღევანდელი Ⴑაქართველოს დროშა გაცილებით უკეთესია ადრინდელზე და ხალხმა იგი უკვე შეიყვარა. Ⴇავდაპირველად მასზე გამოსახული იყო ოთხი პატარა სწორკუთხა ჯვარი. Ⴘემდეგ კი ეს სწორი ჯვრები რატომღაც გადაიქცა ე. წ. Ⴜმ. Ⴊეოპოლდის ჯვრებად. Ⴃიდხანს ვცდილობდი გამეგო, ვინ არის Ⴜმინდა Ⴊეოპოლდი და რა ესაქმება მას Ⴑაქართველოსთან. Ⴃა როგორც იქნა, გამოვარკვიე ეს საკითხი.
Ⴊეოპოლდ Ⴁაბენბერგი, Ⴂერმანიის Ⴈმპერიის მე‑12 ს. სახელმწიფო მოღვაწე, კანონიზირებულია როგორც წმინდანი 1485 წ., ხოლო 1663 წლიდან ითვლება Ⴀვსტრიის Ⴋფარველად. Ⴀმ ცნობებიდან ვერანაირი კავშირი ვერ მოვნახე ჩვენს ისტორიასთან, მაგრამ როდესაც წავიკითხე დროშის ესკიზის ავტორის ინტერვჲუ, მგონი მივხვდი, რაშია საქმე. Ⴀვტორის თქმით, მან სწორი ჯვრები გადააკეთა ბოლნურ ჯვრებად, რომლებიც, თურმე, ბოლნური კი არ არის, არამედ არის Ⴜმ. Ⴊეოპოლდის. Ⴃა მისი თქმით, ჩვენ არ მოგვეპოვება ეროვნული ჯვარი.
Ⴓრივე ეს არგუმენტი მეჩვენება საეჭვოდ. Ⴐოდესაც Ⴁოლნისის Ⴑიონის კედელზე მე-5 ს. ამოიჭრა ე. წ. ბოლნური ჯვარი, არამც თუ დაბადებული არ იყო Ⴊეოპოლდ Ⴁაბენბერგი, არამედ თვით Ⴀვსტრია ჩანასახშიც კი არ არსებობდა.