Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

კალიგრაფია ანუ ნატიფწერა

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა. — Ⴂვ. 94-104.

Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა
ირველყოვლისა შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე, რამეთუ ყველაფერი იწყება სიტყვისგან. Ⴑიტყვა კალიგრაფია არის ბერძნული წარმოშობის და ქართულად ნიშნავს ლამაზად წერას (κάλλος — ლამაზი; γράφειν — წერა; καλλιγραφία — ლამაზად წერა). Ⴕართულ სიტყვა ლამაზს მოეპოვება უამრავი სინონიმი. Ⴙამოვთვლი მარტო იმ ვარიანტებს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ კალიგრაფიის ქართული შესატყვისის შესაქმნელად: ლამაზი, კოხტა, ტურფა, ნატიფი, ნარნარი. Ⴘესაბამისად ჩვენი ახალი ტერმინი შეიძლება იყოს ასეთი: ლამაზწერა, კოხტაწერა, ტურფწერა, ნატიფწერა, ნარნარწერა. Ⴀმოირჩიეთ ნებისმიერი! Ⴋე კი მიზანშეწონილად მიმაჩნია ნატიფწერა.

Ⴕართული ასოების სახეობები
Ⴕართული ტერმინი „მთავრული“ არის ლათინური „კაპიტალურის“(capitalis) შესატყვისი (caput – თავი; capitalis – მთავარი; littera capitalis – ასომთავრული). Ⴀმ ტერმინით აღინიშნება არა მარტო გარკვეული ქართული ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი სტრიქონზედა დიდი ასოები სხვა დამწერლობებში.

თავრული“ქართული
„Ⴋაჲუსკულილათინური
„Ⴄრკათაგირისომხური
„Ⴎროპისნოჲრუსული

“Ⴌუსხური”. Ⴀმ ტერმინით აღინიშნება არა მარტო ქართული სასტრიქონო კუთხოვანი ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი სასტრიქონო პატარა ასოები სხვა დამწერლობებში.

„Ⴌუსხურიქართული
„Ⴋინუსკულილათინური
„Ⴁოლორაგირისომხური
„Ⴑტროჩნიჲრუსული
“Ⴉურსივი” ნიშნავს სწრაფწერას, გაკრულ ხელს. Ⴒერმინები “მხედრული”, “სწრაფწერა” და “გაკრული ხელი” არიან სინონიმები. Ⴀნუ ქართული ტერმინი “მხედრული” არის ლათინური “კურსივის” შესატყვისი (cursus – სირბილი, დინება; cursivus – რომელიც გარბის; littera cursiva – ასო, რომელიც გარბის (მხედრული ასო). Ⴒერმინით “მხედრული” აღინიშნება არა მარტო ქართული სასტრიქონო მრგვლოვანი ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი კურსივი, სწრაფწერა, გაკრული ხელით შესრულებული ასო სხვა დამწერლობებში.
„Ⴋხედრულიქართული
„Ⴉურსივილათინური
Ⴘხაგირისომხური
Ⴑკოროპისირუსული
„Ⴉაპიტელი“, „კაპიტელური ასოები“ – მთავრული ასოს მოხაზულობის და ნუსხური ასოს ზომის სასტრიქონო ასოები. Ⴀმ ტერმინის ქართული შესატყვისია „მცირე მთავრული“ (caput – თავი; caputellum – პატარა თავი).
Ⴋცირე მთავრულიქართული
Ⴉაპიტელილათინური
Ⴕართული ტერმინი „სასათაურო“ არის ლათინური „სატიტულოს“ შესატყვისი (titulus – სათაური). Ⴀმ ტერმინით აღინიშნება მთავრული მოხაზულობის ასო, რომლის ზომა არის კეგელის ზომისა.
Ⴑასათაუროქართული
Ⴑატიტულოლათინური
Ⴑასათაურო, მთავრული, მცირე მთავრული,
ნუსხური, მხედრული ასოები
Ⴀხლა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა არის კალიგრაფია. Ⴉალიგრაფია არის თავისუფალ სტილში დაწერილი ასოები. Ⴆოგადად ასოები არის ორი სახის:
  • Ⴁეჭდური ასომთავრულ/ნუსხურ/მხედრული;
  • Ⴉალიგრაფიული გამარტივებული ასომთავრული/მხედრული.
Ⴁეჭდური ასოები ფორმით, ასოს სხვადასხვა ელემენტების ზომით, (სიმაღლით, სიგანით და ა. შ.) არიან სტატიკურები. Ⴑხვადასხვა გარნიტურის ასოები განსხვავდებიან მხოლოდ „ჩაცმულობით“ — შტრიხების სიგანით, ნაჭდევების ფორმით ან მათი არსებობით ან არარსებობით და ა. შ. Ⴀსოს ჩონჩხი კი რჩება უცვლელი.
Ⴉალიგრაფიული ასოები კი არიან დინამიურები სხვადასხვა ელემენტების ზომით, ფორმით და ა. შ. Ⴄს ასოები არიან დაწერილნი თავისუფალ სტილში.

Ⴂანსხვავება ბეჭდურ და კალიგრაფიულ ასოებს შორის
Ⴁეჭდური ასოები
Ⴉალიგრაფიული ასოები
Ⴈხატება;
Ⴈწერება;
Ⴑტატიკური, მკაცრად შეზ­ღუდული სტილი;
Ⴃინამიური, თავისუფალი სტილი;
Ⴀმ ასოებით იწერება დიდი მოცულობის ტექსტები (წიგნები და ა. შ.);
Ⴀმ ასოებით იწერება მცირე მოცულობის ტექსტები (სიგელები, დიპლომები, მოწმობები, მისალოცი ბარათები, მიპატიჟების ბარათები და ა. შ.);
Ⴄს ასოები შეზღუდულია მკაცრად თავის ფორმე­ბში, ამიტომ მათში არ ვლინდება გადამწერის არავითარი სული. Ⴜიგნე­ბის გადამწერის სული ვლინდება წიგნის დაკა­ბადონებაში და საწყისი ასოების შექმნაში, ე. ი. იმაში, რაშიც ის არის თა­ვისუფალი.
Ⴀმ ასოებში ვლინდება დამ­წერის შინაგანი სამყარო, სული, ხასიათი, განწყო­ბა.

Ⴑასტამბო ბეჭდური ასოები
Ⴑასათაურო
Ⴑატექსტო
Ⴋთავრული
Ⴑასტრიქონო
Ⴋცირე მთავრული
Ⴌუსხური
Ⴋხედრული
Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!

თანამედროვე საწყისი ასოები

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴑაწყისი ასოები. — Ⴂვ. 79-93.

Ⴂაგრძელება! Ⴃასაწყისი წინა ორ ჩანაწერში!

Ⴋხატვრული საწყისი ასოების ტექსტში ხმარების
მაგალითები თანამედროვე კალიგრაფების
ნამუშევრებიდან

Ⴍთარ Ⴋეგრელიძე





Ⴃავით Ⴋაისურაძე

Ⴃასასრული!