Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴂისურვებთ ბედნიერ Ⴘობას!

0 коммент.

Ⴋე 20- საუკუნის 20-ანი წლების დასაწყისში სერბმა ასტრონომმა Ⴋილუტინ Ⴋილანკოვიჩმა შეასწორა Ⴢულიუსის კალენდარი. Ⴑწორედ ეს, ეგრეთ წოდებული, ახალჲულიანური კალენდარი 1923 წლიდან შემოღებულ იქნა ჯერ Ⴋსოფლიო (Ⴉონსტანტინოპოლის) Ⴑაპატრიარქოს და შემდეგ ავტოკეფალური მართმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილის მიერ.
Ⴑაქართველოს Ⴑამოციქულო Ⴄკლესიაც კათოლიკოს Ⴀმბროსი Ⴞელაიას დროს 1923 წლის 1 ნოემბრიდან გადავიდა ახალჲულიანურ კალენდარზე. Ⴋაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო 1925 წლის მარტში ისევ დაუბრუნდნენ ძველ Ⴢულიუსის კალენდარს. Ⴀხალჲულიანური კალენდარი ხელმეორედ შემოიღეს 1927 წლის ნოემბერში, მაგრამ 1928 ოქტომებში ისევ დაიხიეს უკან.
Ⴀმჟამად ავტოკეფალური მარმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობა (თოთხმეტიდან ათი) ცხოვრობს ახალჲულიანური კალენდრით და მხოლოდ ოთხი ეკლესია სარგებლობს ძველი კალენდრით. Ⴀმ მაჩანჩალრეტროგრადების რიგში არის ჩვენი ეკლესიაც (Ⴐუსეთის, Ⴑერბეთის და Ⴈერუსალიმის საპატრიარქოებთან ერთად).
Ⴀლბათ, ჩვენ მოგვიწევს ახალჲულიანური კალენდრის შემოღების მესამე და უკანასკნელი ცდა.
Ⴋანამდის კი გილოცავთ Ⴘობას ახალი სტილით, ისევე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიების უმრავლესობაშია.