Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴊათინური და ქართული ასოების განვითარების იდენტური მიმართულება.

0 коммент.

 Ⴊათინური და ქართული ასოების განვითარების იდენტური მიმართულება.

Ⴑტატიის ელექტრონული ორიგინალი იხილეთ აქ: https://drive.google.com/file/d/1gq_uJ5geclI0wla04uBJuPT5qtVD6RxB/view?usp=sharing

Ⴊათინური და ქართული ასოების განვითარების იდენტური მიმართულება.

0 коммент.

 Ⴊათინური და ქართული ასოების განვითარების იდენტური მიმართულება

Ⴊათინური და ქართული ასოების სახეობები და მათი ხმარების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა
(Ⴌაჩვენები ასოების სურათები პირობითია და სქემატური.
Ⴑურათები მოყვანილია მხოლოდ ტენდენციის ჩვენების მიზნით)


Ⴇავდაპირველად იყო ასეთი ასოები, ერთი სიმაღლის. Ⴋათ უწოდებდნენ კაპიტალურს (ლათ. caput თავი), ან მაჲუსკულურ ასოებს (ლათ. majuscul დიდი).

Ⴘემდეგ შეიცვალა მასალა, რაზედაც სწერდნენ და რითაც სწერდნენ. Ⴀმავე დროს დაიწყეს უფრო სწრაფად წერა. Ⴀსოები თანდათან გახდნენ ოთხხაზოვნები და მიიღეს ასეთი სახე. Ⴋათ უწოდებდნენ მინუსკულურ ასოებს (ლათ. minuscul პატარა).

Ⴕართულ დამწერლობაში ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა. Ⴇავდაპირველად იყო ასეთი ასოები, ერთი სიმაღლის. Ⴋათ უწოდებდნენ ასომთავრულებს.

Ⴃროთა განმავლობაში ასოები თანდათან გახდნენ ოთხხაზოვნები და მიიღეს ასეთი სახე. Ⴋათ უწოდებდნენ ნუსხურებს.

Ⴘესაბამისად, ტექსტები იწერებოდა ან ასე:

Ⴀნ ასე:

Ⴃაახლოვებით მე-13 საუკუნიდან დაიწყეს შერეული ტექსტების წერა: ძირითადად ტექსტი იწერებოდა პატარა ასოებით, წინადადების დასაწყისის პირველი სიტყვის პირველი ასო, საკუთარი და პირადი სახელების პირველი ასოები, და ზოგ შემთხვევაში არსებითი სახელების პირველი ასოები კი იწერებოდა დიდი ასოთი:

Ⴕართულში იგივე მოხდა დაახლოვებით მე-14 საუკუნეში.

Ⴀმავე დროს სწრაფი წერის შედეგად შემუშავდა დაახლოვებით ასეთი  ́ხელნაწერიa ასოები:

Ⴑწრაფად ნაწერი ტექსტები გამოიყურებოდა ასე:

1501 წ. იტალიელმა Ⴀლდუს Ⴋანუციუსმა შექმნა კიდევ ერთი სახის ბეჭდური ასოები – თავისი ფორმით და მოხაზულობით მიახლოვებული ხელნაწერ ჩქარ ასოებთან, მაგრამ ამავე დროს ეს ასოები არ იყვნენ მთლად ხელნაწერი ასოები. Ⴀმ ასოებს უწოდებდნენ კურსივს (ლათ. cursus დინება, cursivus რომელიც გარბის, littera cursiva მორბენალი ასო):

Ⴎირველი ქართული კურსივი შექმნილია 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინის და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის) მიერ. Ⴀმ პირველ ქართულ სასტამბო შრიფტში იყო ასოების სამი ნაირსახეობა: ასომთავრული, ნუსხური (სასტრიქონო) და მხედრული (ასევე სასტრიქონო). Ⴄს ბოლო ასოები წარმოადგენენ ხელნაწერ ასოებთან მიახლოვებულ სასტამბო ასოებს. Ⴆუსტად ეს არის კურსივული ასოების არსი.

Ⴉარგა ხნის განმავლობაში (დაახლოვებით ნახევარი საუკუნე) Ⴄვროპაში ასეთი ასოებით მთლიანად იკრიფებოდა წიგნების ტექსტები:

Ⴘემდეგ კი ასეთი ასოები გამოიყენებოდა ცალკეული სიტყვების ან წინადადებების გამახვილების მიზნით:

Ⴀხლა კი გადავხედოთ, თუ როგორი იყო ქართული ასოების გრაფიკის მომდევნო განვითარება.

 Ⴋე-19 ს. მეორე ნახევრიდან მთავრული ასოების ხმარება ქართულ დამწერლობაში წავიდა მრუდე გზით. 1866 წელს დაარსდა გაზეთი  “Ⴃროება“, რომელმაც განიზრახა გაზეთის ფურცლებზე გაეტარებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგრამ იმის მაგივრად, რომ მთავრულებად გამოეყენებინათ ბუნებრივი ასომთავრულები, აიღეს მხედრული ბეჭდური შრიფტი და მისგან გააკეთეს მთავრულები. Ⴀმის შედეგად მთავრული ასოები დამახინჯდა, მაგრამ მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი მაინც ვერ იქნა მიღწეული.

Ⴄ. ი., ოთხხაზოვანი მხედრული ასოები გადააკეთეს ორხაზოვნად, რის შედეგადაც ყველა ასო გახდა ერთი სიმაღლის. Ⴘუა ტანის ასოები (ა, თ, ი, ო) გაიწელა და დაგრძელდა, მთლიანი ტანის ასოები (ქ, წ, ჭ) შეიკუმშა, ქვედა ტანის ასოები (გ, დ, ე, ვ, კ, ლ, ჟ, ტ, უ, ფ, ღ, ყ, ც, ჯ) ამოუდგნენ გვერდით ზედა ტანის ასოებს (ბ, მ, ნ, პ, რ, ს, შ, ჩ, ხ, ჰ). Ⴋხედრულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებრივი დამახინჯებული სახე.

„Ⴃროების“ ამ აქტმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, რადგან ამ ახლად გაკეთებული ასოების ხმარება სათაურებში და ტიტულებში კი შეიძლებოდა, მაგრამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი, ვინაიდან ოთხხაზოვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴄს ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილ სურათზე.

Ⴕვემოთ მოყვანილია მაგალითი Ⴈ. Ⴂოგებაშვილის 1865 წლის „Ⴕართული ანბანიდან“. Ⴗოველი ახალი სტრიქონი იწყება სატიტულო (ორხაზოვანი მხედრული) ასოთი, მაგრამ ზედა ტანის ასოები ვერ აღიქმება როგორც მთავრული, რადგან ეს ასოები არაფრით არ განსხვავდებიან ოთხხაზოვან მხედრულისგან. Ⴋარჯვნივ იგივე ტექსტი ასომთავრულის გამოყენებით. Ⴋესამე მაგალითი ოთხხაზოვანი მხედრულებით.

Ⴇავი დავანებოთ სილამაზეს, რომელიც ყველას ესმის თავისებურად. Ⴅიმსჯელოთ ადვილკითხვადობაზე. Ⴀმ სამი მაგალითიდან რომელი უფრო ფუნქციონალურია? Ⴋესამე ვარიანტი გამორიცხულია! Ⴎირველი ვარიანტი ნაწილობრივ (სანახევროდ) ფუნქციონალურია, რადგად ზოგი მთავრული განირჩევა, უფრო მეტი კი არა. Ⴋეორე ვარიანტი კი, ჩემი აზრით, ფუნქციონალურობის თვალსაზრისით ძალიან კარგია.

 Ⴋაშასადამე, ორთოგრაფიული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, და ამ ახლად გაკეთებულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად მხოლოდ სათაურებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გაუაზრებელი ექსპერიმენტების შედაგად დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე–20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის.

 Ⴓნდა ითქვას, რომ  ́Ⴃროებასa სულაც არ უნდოდა ასეთი შედეგის მიღება. Ⴋას უნდოდა მთავრულასოებიანი ტექსტების დანერგვა, მაგრამ თავისებურად. Ⴐაც გამოვიდა, ჩვენ ვხედავთ ნათლად. Ⴂამოვიდა კი ის, რომ ქართულმა დამწერლობამ დაკარგა მოქნილობა და ძალა. Ⴃა ამას მოჰყვა მეორე უბედურება – თანამედროვე ქართველები ძირფესვიანად მოსწყდნენ თავიანთ წარსულს. Ⴇითო-ოროლა მეცნიერის გარდა ვერავინ ვერ კითხულობს ჭეშმარიტი ასოებით დაწერილ ტექსტებს. Ⴉითხვას ვინღა ჩივის, ვერც კი სცნობენ რომ ქართულია. Ⴀქ აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უცხო, ახლო მდგარი ერები, ბუზანკალებივით დასცქერიან ამ უპატრონოდ დარჩენილ სიმდიდრეს და ჯერჯერობით არ იციან, როგორ მიითვისონ იგი. Ⴇუ ჩვენ მომავალშიც გამოვიჩინეთ ბლურჩობას, მიტაცების ხერხს აუცილებლივ გამონახავენ. Ⴀმაში ეჭვი ნურავის შეეპარება.

 Ⴘემდეგ სურათებში ნაჩვენებია ის მიმართულება, რომლითაც ამიერიდან უნდა განვითარდეს ქართული დამწერლობის გრაფიკა!

Ⴀმ ასოების დანერგვისათვის არის ყველაფერი – ადგილი UNICOD-ში, შრიფტები, კლავიატურის სამი სახის გაწყობა. Ⴄს ყველაფერი რაღაც 20 – 30 წლის წინ არ არსებობდა. Ⴃღეს ყველაფერი ეს არის. Ⴑაჭიროა მხოლოდ სურვილი და ოდნავ თავის შეწუხება ამ ასოების სწავლისთვის. Ⴂამოცდილებიდან ვიცი, რომ სურვილის შეთხვევაში მათ ათვისებას დასჭირდება სულ მეტი სამი დღე.