Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴑაქართველოს გერბი

0 коммент.

Ⴈხილეთ აქ:
Ⴑაქართველოს ამჟამინდელი გერბი წარმოადგენს Ⴁარატიონების საგ­ვა­რეულო გერბის ოდნავ გადაკეთებულ ვარიანტს. Ⴁაგ­რატი­ონე­ბის გერ­ბის სუ­რა­თი ამ სახით შექმნილია მე-16-18 საუკუნეებში შუ­ა­სა­უკუნოვან და­სავ­ლეთ­ევროპულ რაინდულ ჰერალდიკის წამბაძველობით. Ⴋე მგონია, ჩვენ არაფერი გვე­საქ­მება შუასაუკუნოვან დასავლეთევროპულ რა­ინდულ ჰერალ­დიკასთან. Ⴙვენ ხომ ბიზანტიელები ვართ და ბი­ზან­ტი­ე­ლებ­ზე უფრო ად­რინდელებიც და ძველებიც. Ⴔაქტიურად, შუასაუკუნოვანი რა­ინდული ჰერალდიკის გარ­და ამჟამად არსებობს სხვა მრავალი სახის ჰე­რალ­დი­კა, და ის დასავ­ლეთ­ევ­როპული ჰერალდიკის მკაცრი კანონები უკვე აღარ მოქმედებენ თვით Ⴄვ­როპაშიც კი.
Ⴇურქეთს, მაგალითად, არ გააჩნდა არასოდეს არავითარი ჰერალდი­კა, მაგ­რამ მას აქვს კარგი და ლაკონიური დროშა და გერბი. Ⴀნდა, Ⴀმე­რიკას გერ­ბი საერთოდ არა აქვს. Ⴋის როლს ასრულებს ე. წ. Ⴃიდი Ⴑა­ხელმწიფო Ⴁე­ჭედი, რომელიც შექმნილია თავისი შიდაამერიკული ის­ტორიული ტრა­დი­ციების გათვალისწინებით და არა შუასაუკუნოვან და­სავლეთევროპული რა­ინდული ჰერალდიკის კანონებით.

Ⴕვემოთ ნაჩვენებია თანამედროვე Ⴑაქართველოს გერბის შექმნის თან­მიმ­დევ­რული ეტაპები. Ⴐოგორც ჩანს, დაიწყეს ძიება Ⴁაგრატიონების საგ­ვა­რე­­ლო გერბის ტრადიციულ სურათიდან და დაამთავრეს ფარის ხუთ სუ­რა­თი­დან ერთის გამოსახვით.

Ⴂერბის სურათის ბოლო ვარიანტი კარგია და ლამაზი. Ⴋაგრამ იგი არ შე­ესა­ბამება სინამდვილეს. Ⴎირველი ის, რომ გვირგვინი მიაუთითებს მო­ნარ­ქი­ულ წყობაზე. Ⴇანამედროვე Ⴑაქართველო არ არის მონარქია და, ალბათ, აღა­რასოდეს არ იქნება მომავალში. Ⴔარი შესრულებულია შუასაუკუნოვან და­სავლეთევროპულ რაინდულ ტრადიციებში. Ⴙვენი ტრადიციების თა­ნახ­მად კი ფარი უნდა იყოს მრგვალი. Ⴊომს ჩვენს ის­ტორიასთან არანაირი კავ­შირი არა აქვს. Ⴕართულ გერბში ყოველგვა­რი წარწერა ზედმეტია. Ⴂერ­ბი უნდა იყოს ლაკონიური და ყველაფრის­მთქმელი უსიტყვოდ. Ⴜმინდა Ⴂი­­რგის გამოსახულება კარგია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ იგი არ არის ჩვე­ნი ერთპიროვნული კუთვნილე­ბა. Ⴋართალია, ჩვენს ქვეყანას უცხო­­ლე­ბი უძახიან Georgia-ს, მაგრამ ეს სახელწოდება გამომდინარეობს ძველ-ბერ­ძნულიდან Γεώργιος, რაც ნიშნავს — «მიწათმოქმედი». Ⴀნუ ბერძნები Ⴑა­-ქართველოს უწოდებდ­ნენ «მიწათმოქმედთა ქვეყანას». Ⴃა ეს იყო ქრის­ტი­ანობის წარმოშო­ბამდე გაცილებით ადრე.
Ⴍრიგინალური გერბის სურათის შესაქმნელად სასურველია გამოვი­ყე­ნოთ ჩვენი ერთპიროვნული სიმბოლოები. Ⴂარდა ამისა, გერბი უნდა იყოს მარ­ტივი და ლაკონიური. Ⴕვემოთ მოყვანილია ასეთი გერბების მა­გა­ლი­თე­ბი.

Ⴋიმაჩნია, რომ Ⴑაქართველოს ახალი გერბის მთავარ ელემენტად უნ­და იყოს გარკვეულ წესით დალაგებული ქართული ანბანი (ასომ­თავრული). Ⴔა­რი, რომელზედაც გამოსახულია ანბანი, უნდა იყოს სუფ­თა ქართული, ანუ მრგვალი.
Ⴐატომ მაინც და მაინც ანბანი? Ⴈმიტომ, რომ ჩვენი ანბანი არის სუფ­თა ქარ­თული ცნება, და ამავე დროს, უძველესი. Ⴎორტუგალიის გერ­ბზე გა­მო­სახულია ძველი სანავიგაციო ხელსაწყო. Ⴎორტუგალიელები სა­მარ­­ლი­­ნად ამაყობენ მე-16 საუკუნის Ⴃიდი Ⴂეოგრაფიული Ⴀღმო­ჩენებებით, რომ­ლებ­შიც მათ მიუძღვით დიდი წვლილი. Ⴙვენი ერთპი­როვნული კუთვნილება (სარ­წმუნოებრივი სიმბოლიკისაგან განსხვა­ვებით) და დიდი სიამაყეა ქარ­თული Ⴀსომთავრული. Ⴋას თავისი სიდი­ადით ვერაფერი ვერ შეედრება. Ⴀბა სად სანავიგაციო ხელსაწყო (თუნ­დაც ძალიან ჭკვიანური) და სად ან­ბა­ნი.
Ⴀქედან გამომდინარე, შევეცადე გამეკეთებინა ქართული მრგვალი (ხევსურული) ფარი და შუაგულში მოთავსებული ანბანური მწკრივი.

Ⴟერ-ჯერობით გერბის შეცვლისთვის არავის არ სცალიან — არის მრავა­ლი სხვა პრობლემა. Ⴋაგრამ, ალბათ დადგება დრო, როდესაც ეს საკითხი დად­გება დღის წესრიგში. Ⴑწორედ იმ დროისთვის არის განკუთვნილი ეს მა­სალა.