Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

მხედრული ასოები

0 коммент.





ნუსხური ასოები

0 коммент.





მცირე მთავრული ასოები

0 коммент.




მთავრული ასოები

0 коммент.





ქართული ასოების სახეობები

0 коммент.


Ⴉიდევ ერთხელ ქართული ასოების სახეობების არსზე და მათ იდენტურობაზე ლათინურ ასოებთან.

Ⴕართულ ანბანში, ისევე როგორც სხვა ევროპულ ანბანებში, არის ოთხი სახის ასო:
Ⴋთავრული;
Ⴋცირე მთავრული;
Ⴌუსხური;
Ⴋხედრული.
Ⴀმ თვისებით ქართული ანბანი არაფრით არ განსხვავდება სხვა ევროპულ (ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სლავურ) ანბანებისგან.

Ⴈმის ჯიუტად მტკიცება, რომ, თითქოსდა, თანამედროვე ქართულ ანბანში არის მხოლოდ ერთი სახის ასოები, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სინამდვილეს. Ⴈს ფაქტი, რომ 145 წლის წინათ დანერგეს უმთავრულო ტექსტის ხმარება და ხუთი ასო ამოიღეს ხმარებიდან, სულაც არ ნიშნავს ახალი ქართული ანბანის შექმნას და ხუთი ასოს გაუქმებას. Ⴕართული ანბანი როგორიც იყო, დარჩა ისეთივე — არც მეტი, არც ნაკლები. Ⴋასში დარჩა ქართული დამწერლობის ყველა სახის ასო და ის ხუთი, თითქოსდა გაუქმებული ასო.

Ⴄრთად ერთი, რაც მოხდა ამ გაუაზრებელი რეფორმების შედეგად, არის ის, რომ ჩვენ გავიხადეთ თავი დასაცინად ამ ხელნაწერი სწრაფწერული ასოების ხმარებით. Ⴀსეთ ასოებს სხვა დამწერლობებში ხმარობენ ხელით წერის დროს. Ⴌაბეჭდ ტექსტში კი ასეთი ასოები იხმარება იშვიათად „კურსივის“ სახით.
Ⴀმას დაუმატოთ კიდევ ის, რომ თანამედროვე ქართველობა ძირფესვიანად მოსწყდა თავის წარსულს — გარდა თითო-ოროლა მეცნიერისა, არავის არ შეუძლიან მთავრულ-ნუსხური ტექსტის წაკითხვა. Ⴜაკითრვას ვინღა ჩივის, ვერც კი სცნობენ, რომ ქართულია.


Ⴀმბობენ, რომ ყველაფერი იწყება სიტყვებიდანო. Ⴐა სიტყვებსაც (ტერმინებს) ვხმარობთ, ისედაც ვიქცევით. Ⴀქედან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან შემდეგი სიტყვები:

Ⴀხალი ქართული ანბანი. Ⴀხალი ქართული ანბანი არ არსებობს. Ⴈს, რაც დღეს იხმარება, არის ძველის–ძველი ანბანის ძალიან მცირე, შეკვეცილი ნაწილი.
Ⴛველი ქართული ანბანი. Ⴑიტყვა ძველი გულისხმობს იმას, რომ არსებობს აგრეთვე ახალი. Ⴇუ ახალი არ არსებობს, ძველის ხმარება არის უაზრობა.
Ⴛველი ქართული დამწერლობა. Ⴇანამედროვე ქართული დამწერლობა. Ⴓაზრობაა! Ⴃამწერლობა არის ერთი — „ქართული დამწერლობა“.
Ⴀსომთავრული დამწერლობა. Ⴌუსხური დამწერლობა. Ⴋხედრული დამწერლობა. Ⴃამწერლობა არის ერთი — „ქართული დამწერლობა“.
Ⴀსომთავრული ანბანი. Ⴌუსხური ანბანი. Ⴋხედრული ანბანი. Ⴀნბანი არის ერთი — „ქართული ანბანი“.
Ⴇანამედროვე მხედრული. Ⴓაზრობაა! Ⴋხედრული არის „მხედრული“, მორჩა და გათავდა.
Ⴋხედრული მთავრული ასოები. Ⴄს არის განსაკუთრებული უაზრობა, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, „ცხელი ცივი“, „ნათელი ბნელი“. Ⴇუ ცხელია, ამავე დროს ვერ იქნება ცივი. Ⴇუ მხედრულია, რაც არ უნდა ატრიალო, გინდა ყირაზე დააყენე, მთავრული ვერ გახდება.
Ⴒერმინ „მხედრული მთავრულის“ ხმარებაში განსაკუთრებულ სიჯიუტეს იჩენს შრიფტის ზოგიერთი „სპეციალისტი“ (სხვათა შორის, მიმაჩნია, რომ  შრიფტის ქართველი სპეციალოისტები დღეს დღეობით არ არსებობენ). Ⴑაკითხავია, თუ „მხედრული მთავრული“ ასოები არსებობენ, რატომ არ ხმარობენ მათ? Ⴀრ ხმარობენ იმიტომ, რომ ამ ცრუმთავრული ასოების ხმარება შიგ ტექსტში არის შეუძლებელი.
Ⴑხვათა შორის, ე. წ. „მხედრული მთავრულების“ შემქმნელები (მე-19 ს. 60–ან წლებში) ამ ასოებს უწოდებდნენ „სატიტულოს“ ან „სასათაუროს“. Ⴀლბათ მიხვდნენ, რა შეცდომა დაუშვეს ამ ასოების შექმნით, მაგრამ უკან დახევის შნო აღარ ეყოთ. Ⴃა როგორც შედეგი, თავს მოგვახვიეს ეს სიმახინჯე. Ⴀღსანიშნავია, რომ მაშინდელი საზოგადობრიობა ეწინააღმდეგებოდა ცრუმთავრული ასოების დანერგვას, მაგრამ ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე „რეფორმატორებმა“ დაჯაბნეს.
Ⴞუცური ასოები. Ⴀმ ტერმინის დამნერგავს (დახლოვებით მე-14 ს.), ალბათ, არ ესმოდა ქართული ასოების არსი. Ⴈს იყო გარე დამკვირვებელი. Ⴃაინახა, რომ სარწმუნოებრივი წიგნები (სხვა წიგნები კი არ არსებობდა) დაწერილი იყო ნუსხური ასოებით, და გამოაცხადა, ეს ხუცების ასოებიაო. Ⴞუცებს ამ ასოების შექმნასთან არა აქვთ არავითარი კავშირი. Ⴋადლობა Ⴖმერთს, რომ ისინი ხმარობდნენ ამ ასოებს პირდაპირი, ბუნებრივი დანიშნულებით წიგნების გადაწერისას).
Ⴋხედრულ ასოებს უწინ ხმარობდნენ მხედრები (სამხედროები), ან ერის ხალხი. Ⴈსეთივე უაზრობაა, როგორც „ხუცურის“ შემთხვევაში.
Ⴒერმინ „მხედრულის“ წარმოშობა, ჩემის აზრით, შემდეგია. Ⴕართული „მხედრული“ არის ლათინური „კურსივის“ შესატყვისი (cursus – სირბილი, დინება; cursivus - რომელიც გარბის; littera cursiva – ასო, რომელიც გარბის (მორბენალი ასო, მხედრული ასო). Ⴒერმინით „მხედრული“ აღინიშნება არა მარტო ქართული სასტრიქონო მრგვლოვანი ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი კურსივი, სწრაფწერა, გაკრული ხელით შესრულებული ასო სხვა დამწერლობებში.
Ⴀქვე შეიძლება აღინიშნოს, რომ ქართული ტერმინი „მთავრული“ არის ლათინური „კაპიტალურის“ (capitalis) შესატყვისი (caput – თავი; capitalis – მთავარი; littera capitalis – ასომთავრული). Ⴀმ ტერმინით გარკვეული ქართული ასოების გარდა აღინიშნება სტრიქონზედა დიდი ასოები სხვა დამწერლობებში.
Ⴒერმინი „მცირე მთავრული“ არის ლათინური „კაპიტელის“ შესატყვისი (caput – თავი; caputellum – პატარა თავი). Ⴀმ სიტყვით აღინიშნება მთავრული ასოს მოხაზულობის და ნუსხური ასოს შუატანის ზომის სასტრიქონო ასო.
Ⴋხედრული ასოები შეიქმნა უფრო ადრე, ვიდრე ნუსხური და მთავრული. Ⴀმ გამოთქმის აბსურდულობა ჩანს შემდეგ შედარებიდან. Ⴄს იგივეა, რომ ვთქვათ: „შვილი დაიბადა უფრო ადრე, ვიდრე მისი დედა“; ანდა „ჯერ აშენდა სახლის სახურავი, მერე კი საფუძველი“.
Ⴙვენ, ქართველებმა, შევქმენით სამი ანბანი (ბევრმა ერმა კი არცერთი). Ⴐა არის ეს? Ⴄს არის სულელური ყოყლოჩინობის ნათელი მაგალითი. Ⴀნბანი შევქმენით ერთი, მაგრამ ამ ერთში არის ოთხი (სამი კა არა) სახის ასო, რომლებიც წარმოიშვნენ დროთა განმავლობაში, ბუნებრივად, ფართო ხმარების შედეგად.
Ⴑულ მსოფლიოში შექმნილია თოთხმეტი (14) დამწერლობა, მათ შორის ჩვენი, ქართული. Ⴍღონდ ქართულ დამწერლობაში გულისხმობენ ერთს თუ სამს, ვერ გამოვარკვიე. Ⴇუ სამს, მაშინ გამოდის, რომ არის 14 დამწერლობა, მათ შორის სამი ჩვენი. Ⴄს არის კიდევ ერთი მაგალითი პარანოჲული თვითმოყვარეობისა!
Ⴋე მესმის მათი, ვინც სწერს ასეთ, ძალზე რბილად რომ ვთქვათ, უზუსტობას. Ⴈმ თოთხმეტ გენიოს ერში ვართ ჩვენც, ქართველებიო! Ⴇუ კი ამ თოთხმეტში ჩავთვლით ჩვენ სამს, გამოდის, რომ ვართ ყველაზე გენიალურები!!!
Ⴂენიალურობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ (თანამედროვე ქართველებმა) ჩვენივე ხელით დავამახინჯეთ ჩვენი შორეული წინაპრების მიერ შექმნილი უდიდესი დამწერლობა იმდენად, რომ ვეღარც კი ვკითხულობთ ჭეშმარიტი ასოებით დაწერილ ტექსტს. Ⴂასაკვირი არის ის, რომ ქართველების დაბეჩავების ასეთი ხერხი აზრადაც არ მოსვლიათ არც შახ Ⴀბასს, არც Ⴐუსეთის იმპერატორ–გენერალურ მდივან–პრეზიდენტებს.

Ⴑამომავლოდ, რომ აღარ გაიმეორონ ეს მცდარი აზრი! Ⴀმჟამად ხმარებაშია დაახლოვებით 45 ორიგინალური დამწერლობის სისტემა, რომლითაც სარგებლობს დაახლოვებით 200 ენა. Ⴇუ ჩვენ ჩავთვლით წერის ძველ სისტემებს, რომლებსაც ამჟამად არ ხმარობენ, დამწერლობების რაოდენობა გამოვა გაცილებით მეტი. Ⴗველაფერ ამაზე წაკითხვა შეიძლება  აქ.

Ⴀსეთი შესავალის შემდეგ გიჩვენებთ სხვადასხვა სახის ქართულ ასოებს მათ ლათინურ ანალოგებთან ერთად.

Ⴕვემოთ მოყვანილ სურათზე ნაჩვენებია სტრიქონის ხაზზე (ლურჯი ფერით) განლაგებული ლათინური და ქართული ასოები.