Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ასომთავრული და ნუსხური

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
   Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴀსომთავრული და ნუსხურის აღდგენა. — Ⴂვ. 16-51.

Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენა
   
   Ⴇანამედროვე ქართულ წერაში იხმარება ხელოვნურად შექმნილი მთავრული ასოები, რომლებიც პირველად შემოღებულ იქნა გაზეთ „Ⴃროების“ მიერ 1866 წელს რუსული დამწერლობის ზეგავლენით. Ⴋანამდის კი იხმარებოდა ჭეშმარიტი მთავრული ასოები მრგვლოვანის სახით.
   Ⴀმ პრობლემის გასაგებად საჭიროა პატარა ექსკურსი ისტორიაში. Ⴇანამედროვე დამწერლობებში ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სლავურ ფუძეებზე განირჩევა სასტრიქონო და საზედაო (მთავრული) ასოები. Ⴄს სხვაობა გამომდინარეობს ჩვეულებრივი ასოების და ინიციალების დაპირისპირებიდან (ლათინური დამწერლობის ქვეყნებში მე-11–15 სს).
Ⴑასტრიქონო ასოები აგრძელებენ შუასაუკუნეების კურსივის წარმოშობის მინუსკულური წერის ტრადიციებს. Ⴋინუსკულური (ლათ. minusculus პატარა) წერა ხმარობს მხოლოდ სასტრიქონო ასოებს. Ⴄგი შეიქმნა როგორც სწრაფწერის და კურსივის შედეგი მე 8 ს. ბოლოს (ლათინურ ანბანის ფუძეზე). Ⴁერძნული სწრაფწერა კი შეიქმნა მე-9 ს.

სოების შემოღების თარიღები

თავრული
უსხური
Ⴋხედრული
თავ./ნუსხ.
ერძ.
ვ.წ. 9 ს.
 2 ს.
 3 ს.
13 ს.
ათინ.
ვ.წ. 7 ს.
 2 ს.
 3 ს.
13 ს.
ართ.
ვ.წ. 5 ს.
 8 ს.
 8 ს.
14 ს.
ომხ.
ხ.წ. 5 ს.
13 ს.
19 ს.
14 ს.
ლავ.
   10 ს.
14 ს.
15 ს.
16 ს.

   Ⴋე-13 საუკუნიდან ლათინურ დამწერლობაში იწყება მაჲუსკულური და მინუსკულური ასოების ხმარება სხვადასხვა ფუნქციით.
   Ⴑაზედაო (მთავრული) ასოები სასტრიქონოებისაგან განირჩევა სიმაღლით, ზოგ შემთხვევაში კი მოხაზულობითაც (ბერძ. Αα, Γγ, Δδ; ლათ. Aa, Bb, Gg). Ⴑაზედაო ასოები ატარებენ არა მარტო ასოების ხასიათს, არამედ დეტერმინატივებისაც, აღნიშნავენ რა მათგან დაწყებულ სიტყვას როგორც წინადადების დაწყებას, საკუთარ სახელს, სხვადასხვა სათაურების ნაწილებს. Ⴂერმანულ დამწერლობაში საზედაო ასოებით წერენ არსებით სახელებს, ინგლისურში — ყველა სრულმნიშვნელოვან სათაურებს. Ⴑაზედაო ასოები ორიენტირებულია ლათინური კაპიტალური მონუმენტური მაჲუსკულური წერის ფორმებზე.
   Ⴋაჲუსკულური წერა (ლათ. majusculus ცოტაოდენ მეტი) შედგება მარტო საზედაო ასოებისგან. Ⴁერძნული მაჲუსკულური წერა წარმოდგენილია კლასიკური მონუმენტური ბერძნული ანბანით, რომელიც დამკვიდრდა Ⴀთენში ძვ. წ. მე-7 ს. Ⴊათინური მაჲუსკულური წერა წარმოდგენილია მონუმენტური ლათინური ანბანით (ძვ. წ. მე-6 ს.). Ⴑათაურებში, წერტილის შემდეგ ტექსტის ნაწილის გამოსაყოფად, საკუთარ სახელებში საზედაო ასოების ხმარება ლათინურ წერაში დაიწყო მე 13 ს., სლავურ წერაში კი მე-16 ს.
   Ⴀხლა გადავხედოთ ქართული დამწერლობის განვითარებას. Ⴕართული დამწერლობა წარმოიშვა წარმართულ ხანაში, რაც დაამტკიცა Ⴐამაზ Ⴎატარიძემ თავის ბრწყინვალე მონოგრაფიაში «Ⴕართული ასომთავრული»
 Ⴕართული დამწერლობის აქამდე აღმოჩენილ უძვე­ლეს ნიმუშებად ითვლება Ⴅანის წითელკეციანი ჭურჭ­ლის და Ⴀრეშის დარგის ძირის წარწერები, შესრულე­ბული ძვ. წ. 1 საუკუნეში.
  Ⴀრმაზის ნეკროპოლში აღმოჩენილ ვერცხლის ლანგარზე ახ. წ. 70 წ. შესრულებული პიტიახშის ინიციალები: „[ერცუმ] [იტიახში] [არძამის-ძჱ]“. Ⴄს ლანგარი აჩუქა Ⴕართლის მეფემ Ⴕარძამმა Ⴀრმაზის პიტიახშს Ⴁერცუმს, რომელიც იყო თვით Ⴕარძამის შვილი.
 Ⴈბერიის მეფის Ⴋიჰრდატ Ⴔარსმანის–ძის დროინდე­ლი ვენზელი [ევახო], შესრულებული ახ. წ. 75 წ. სტელაზე იმავე ნეკროპოლიდან.
Ⴅანის წითელკეციანი ჭურჭლის წარწერა “ (მთვარის სიმბოლური რიცხვი) (ძვ. წ. 1 .)
Ⴀრეშის დარგის წარწერა  „“ (მთვარის სიმბოლური რიცხვი) (ძვ. წ. 1 .)
Ⴀრმაზის ლანგარის ინიციალები: „[ერცუმ] [იტიახში] [არძამის-ძჱ]“ (ახ. წ. 70 წ.)
Ⴀრმაზის სტელის ვენზელი: „[ევახო]“ (ახ. წ. 75 წ.)
    Ⴜარწერები Ⴌეკრესის ნაქალაქარში აღმოჩენილ სა­ფლავის ქვებზე ამოკვეთილია 1–2 სს.
Ⴌეკრესის წარწერა 7: „[Ⴔრს] [ემ]ან აზატსი არს ნურცა ვინ ხრევს“ (ახ. წ. 1-2 სს.)
Ⴌეკრესის წარწერა 8:  „Ⴅი...ე ავანისი და ნუმცავინ წა...ერთვის  (ახ. წ. 1-2 სს.)
Ⴌეკრესის წარწერა 1: „Ⴀბზა გივ ჩ“ (ახ. წ. 1-2 სს.
  
Ⴌეკრესის წარწერა 3: „Ⴇობულა[] სამნი  (ახ. წ. 1-2 სს.)
Ⴌეკრესის წარწერა 4:  „Ⴑი...ეო Ⴢოთორისი“  (ახ. წ. 1-2 სს.)
Ⴌეკრესის წარწერა 2:  „Ⴊევაკი“  (2–4 სს.)

Ⴌეკრესის წარწერა 6: „Ⴋბ ესე ჭ[]რი მე დავრგე“ (2–3 სს.)
   Ⴋე–2–4 სს. ამოკვეთილია Ⴐუსთავის ნაქალაქარში აღმოჩენილი წარწერები.
Ⴐუსთავის წარწერა 1: „Ⴑამარხოჲ  ვივი  იი“ (2–4 სს.)
Ⴐუსთავის წარწერა 2: „Ⴄსე საფლავი ვ ჩი“ (2–4 სს.)
Ⴐუსთავის წარწერა 4: „Ⴄსე საფლავი თეის“ (2–4 სს.)
   Ⴌეკრესის ნაქალალარის მარანში საწნეხლის კე­დელზე ამოკვეთილი წარწერა შესრულებულია მე-3 ს. Ⴄრწო-Ⴇიანეთში, სოფელ Ⴃავათში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ ქვა-ჯვარზე ასომთავ­რული ანბანი ამოკვეთილია 367 წელს.
Ⴌეკრესის წარწერა 10: „Ⴄსე საფლავი Ⴌოშესი და Ⴁავასი ნუმცავის ელე[წი]ფების ჩი“ (3 ს.)
ავათის სტელა. „მლ  აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳფქღყშჩცძწჭხჴჯჰჵ“ (367 წ.)
   Ⴌეკრესის ნაქალალარის მე–4 საუკუნის ბაზილიკის სვეტში აღმოჩენილი წარწერა ამოკვეთილია 370 წ.
Ⴌეკრესის წარწერა 9 (ანტიქრისტიანული):
Ⴐოი სატანანი Ⴕრისტეფორე და Ⴑალალრიმ დო სალოსტიმარიანებო ასმე რ Ⴉოზმა Ⴉვირიაკოზ Ⴄზეკიელ მოხატა ფა იმის“ (370 წ.)
   Ⴎალესტინაში Ⴎეტრე Ⴈბერიელის მიერ მე-5 ს. აშენე­ბული მონასტრის მოზაიკური წარწერები დათარიღე­ბულია 430 წლით.
ოზაიკური წარწერა ალესტინის Ⴜმინდა Ⴇეოდორეს მონასტერში (430 წ.)
ოზაიკური წარწერა ალესტინის Ⴜმინდა Ⴇეოდორეს მონასტერში (430 წ.)


   Ⴙვენამდის მოაღწია მე-5 . პალიმფსესტმა Ⴑახარების ფრაგმენტით. ოზაიკური წერწერა ალესტინის Ⴜმინდა Ⴇეოდორეს მონასტერში შესრულებულია 532 წ.
Ⴔრაგმენტი Ⴑახარებიდან (პალიმფსესტი). Ⴋე-5 ს.
ოზაიკური წერწერა ალესტინის Ⴜმინდა Ⴇეოდორეს მონასტერში (532 წ.)
ოზაიკური წერწერა (532 წ.) ალესტინის Ⴜმინდა Ⴇეოდორეს მონასტრიდან ამჟამად ინახება Ⴈერუსალიმის Ⴔრანცისკანელების მუზეუმში
Ⴄს ასოები მოხაზულობით მრგვალია და სიმაღლით ისინი არიან თანაბრები  (იწერებიან ორ ხაზს შუა). Ⴃროთა განმავლობაში ზოგ ასოს ჩამოუგრძელდა ვერ­ტიკალური ხაზი, ზოგს კი გაეხსნა შეკრული თავი. Ⴃა­ახლოვებით მე-4 საუკუნიდან დაიწყო და მე–8 ს. „მრგვლოვანიდან“ წარმოიშვა ე. წ. «ნუსხური», რომე­ლიც წარმოადგენს წერის კუთხოვან სახეობას და რო­მელშიც არის სხვადასხვა სიმაღლის ასოთა ოთხი ჯგუფი. Ⴀმავე დროს  ასოები არიან გადახრილნი ოდ­ნავ მარჯვნივ. Ⴂანვითარების შემდეგ ეტაპზე (მე-8 ს.) ასოები დამრგვალდა, გასწორდა და გამარტივდა, რაც განაპირობა მათი გადაბმულობისაკენ მიდრეკილებამ. Ⴀმასთანავე ასოებმა შეინარჩუნეს ოთხხაზოვნობა. Ⴜარმოიშვა ქართული წერის მესამე სახეობა «მხედ­რული», რომელიც ფაქტიურად წარმოადგენს სწრაფ­წერის ნაირსახეობას.
Ⴕართული წერის სახეობები
Ⴀსომთავრული
ႠႡႢႣႤႥႦჁႧႨႩႪႫႬჂႭႮႯႰႱႲჃႳႴႵႶႷႸႹႺႻႼႽႾჄႿჀ
Ⴌუსხური
ⴀⴁⴂⴃⴄⴅⴆⴡⴇⴈⴉⴊⴋⴌⴢⴍⴎⴏⴐⴑⴒⴣⴓⴔⴕⴖⴗⴘⴙⴚⴛⴜⴝⴞⴤⴟⴠ
Ⴋხედრული
აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳუფქღყშჩცძწჭხჴჯჰ

Ⴕართულმა წერამ თავის განვითარებაში განვლო იგივე გზა, რაც ბერძნულმა და ლათინურმა. Ⴕართული წერის სამივე სახეობა შემდგომში იხმარებოდა პარალელურად. Ⴜიგნები იწერებოდა ნუსხურით, ასომთავრულს ხმა­რობდნენ სათაურებში, ინიციალების და აბზაცების და­საწყისად, მხედრულით კი იწერებოდა სწრაფად ნაწერი ტექსტები.

Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!