ლათინური და ქართული ანბანების შედარება
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at четверг, июня 09, 2011
ლათინური და ქართული შრიფტების იდენტურობა
0 commentsႧამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული დამწერლობა. — 2006. — 134 გვ., 670 ილ., ტაბ.
Ⴊლ. — Ⴂვ. 40-43.
Ⴑხვადასხვა სახის ლათინური და ქართული ასოების ფუნქცია იდენტურია. Ⴕართული მთავრული, მცირე მთავრული, ნუსხური, მხედრული და ხელნაწერი (კალიგრაფიული) ასოები წერის დროს იხმარებიან ისევე, როგორც ლათინური კაპიტალური, კაპიტელური, მინუსკულური, კურსივული და კალიგრაფიული ასოები.
Posted by Tamaz Mchedlidze at четверг, июня 09, 2011
კურსივული ასო
0 commentsႧამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული დამწერლობა. — 2006. — 134 გვ., 670 ილ., ტაბ.
Ⴉკ. — Ⴂვ. 38-39.
Ⴉურსივული ასო — სასტრიქონო ასო, რომელიც არის გადახრილი ოდნავ მარჯვნივ მოგვაგონებს ხელით ნაწერს. Ⴊათინური „კურსივის“ (cursus – სირბილი, დინება; cursivus – რომელიც გარბის; littera cursiva – ასო, რომელიც გარბის (მხედრული ასო) ქართული შესატყვისია “მხედრული”.
Posted by Tamaz Mchedlidze at четверг, июня 09, 2011
კაპიტალური ასო
0 commentsႧამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული დამწერლობა. — 2006. — 134 გვ., 670 ილ., ტაბ.
Ⴉკ. — Ⴂვ. 38-39.
Ⴉაპიტალური ასო — დიდი ზომის დიდი ზომის სტრიქონზედა ასო. Ⴊათინური „კაპიტალურის“ (caput – თავი; capitalis – მთავარი; littera capitalis – ასომთავრული) ქართული შესატყვისია „მთავრული“. Ⴀმ ტერმინით აღინიშნება არა მარტო გარკვეული ქართული ასოები, არამედ ნებისმიერი სტრიქონზედა დიდი ასოები სხვა დამწერლობებში: ქართული — „მთავრული“; ლათინური — „მაჲუსკული“; სომხური — „ერკათაგირი“; რუსული — პროპისნოჲ“.
Posted by Tamaz Mchedlidze at четверг, июня 09, 2011
Подписаться на:
Сообщения (Atom)

























