ქართული შრიფტის გაუმჯობესება

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 12. Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 109-122.

Ⴀნბანური დამწერლობების შექმნის ზოგადი სქემა, „ევროპული“ დამწერლობების ასოების გრაფიკის ბუნებრივი განვითარების ზოგადი სქემა, გაზეთ „Ⴃროების“ მიერ შემოღებული ცრუ მთავრული ასოები, ქართული ასოების თანამედროვე კლასიფიკაცია, ბეჭდური კუთხოვანი და მრგვლოვანი ასოები, „ევროპული“ დამწერლობების ნიმუშები, შრიფტების ერთიანი განვითარების მაჩვენებელი ტაბულა, დიდი რაოდენობით ქართული ანბანის ტაბულები, სასტრიქონო ასოების პროპორციების შეცვლის აუცილებლობა,

Ⴗველაფერ ამაზე ნახეთ აქ:

სასტამბო დეკორატიული ასოები

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 11. Ⴑასტამბო დეკორატიული ასოები. — Ⴂვ. 96-108.

Ⴑაწყისი ასოების ნიმუშები, ქსოვილწერის წესები და ნიმუშები, ხვეულწერა, სასტამბო ასონიშნების კლასიფიკაცია და მაგალითები.

Ⴗველაფერს ამას ნახავთ აქ:

სასტამბო ხელნაწერი ასოები

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 10. Ⴑასტამბო ხელნაწერი ასოები. — Ⴂვ. 94-95.

Ⴑასტამბო ხელნაწერი ასოები განცალკევებული და გაბმული წერისათვის, ტაბულები, სასტამბო ხელნაწერი ასოების სრული კომპლექტი.

Ⴌახეთ აქ:

სასტამბო ბეჭდური ასოების ტერმინოლოგია

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 9. Ⴑასტამბო ბეჭდური ასოების ტერმინოლოგია. — Ⴂვ. 88-93.

Ⴒერმინების სასათაურო, ასომთავრული, მცირე მთავრული, ნუსხური, მხედრულის წარმოშობა, შესატყვისები სხვა ენებში, ამ ასოების ამსახველი მრავალი ტაბულა, ქართული სასტამბო შრიფტების განვითარების პნრიოდები, Ⴋიკლოშ Ⴉიშის მიერ 1687 წ. Ⴀმსტერდამში დამზადებული ქართული საშრიფტო გარნიტური, ქართული სასტამბო შრიფტების (ასომთავრულ/ნუსხური და ასომთავრულ/ მხედრული) ნუსხა და სხ.

Ⴂადმოიტვირთეთ აქედან:

ქართული ასოების გრაფიკა

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 8. Ⴕართული ასოების გრაფიკა. — Ⴂვ. 80-87.

Ⴕართული ასოების გრაფიკული სისტემა, ქართული ანბანის სავარაუდო საწყისი გრაფიკა, გრაფემების კლასიფიკაცია აგებულობისდა მიხედვით, გრაფემების თავდაპირველი სახე, გრაფემების ორიენტაცია სივრცეში, ბუსტროფედონული წერის პრინციპი და მრავალი სხვა.
Ⴅრცლად იხილეთ აქ:

ხმარებიდან ამოვარდნილი ასოების აღდენა ქართულ ანბანში

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 7. Ⴞმარებიდან ამოვარდნილი ასოების აღდენა ქართულ ანბანში. — Ⴂვ. 77-79.

Ⴋე-19 ს. 60-ან წლებში ქართულ ანბანიდან ხმარებიდან ამოვარდნილი ხუთი ასო (ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ), მათი აღდგენის აუცილებლობა და ხმარების წესები.
Ⴅრცლად ნახეთ აქ:

ასო „უნ“-ის დახასიათება

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 6. Ⴀსო „Ⴓ“-ს დახასიათება. — Ⴂვ. 76.

Ⴀსო „უ“ სხვადასხვა დამწერლობებში — ფინიკიურში, ბერძნულში, ლათინურში, სომხურში, ქართულში. Ⴁგერა „უ“-ს გამომხატველი მთავრული ასოს შემოღების თარიღი.

ქართული წერის განვითარება

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 5. Ⴕართული წერის განვითარება. — Ⴂვ. 43-75.

Ⴜარმოდგენილია ქართული ასოების ევოლუცია, Ⴋალონის თეორია ბერძნულ-ლათინური და ქართული დამწერლობებისათვის, ასომთავრულის, ნუსხურის და მხედრულის სხვადასხვა დროის ნიმუშები და სხვ.
Ⴂადმოიტვირთეთ აქედან:

საიდუმლო ანბანები

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 4. Ⴑაიდუმლო ანბანები. — Ⴂვ. 41-42.

Ⴑაიდუმლო ანბანები — კრიპტოგრაფიული ქართული ანბანები საიდუმლო ენის და მეტყველების გადმოსაცემად. Ⴑაიდუმლო დამწერლობის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს Ⴋიქელ Ⴋოდრეკილის საგალობელთა კრებულში წარმოდგენილი „Ⴋიქაელის“ კრიპტომანია (10 ს.).
Ⴀნჰოეური ანბანი — ქართული საიდუმლო, კრიფტოგრაფიული ანბანი, რომელშიც „ა“ ბგერის გადმოსაცემად იწერება „ჵ“ასონიშანი, დი პირუკუ, „ჵ“ ბგერის გადმოსაცემად „ა“ ასონიშანი.
Ⴀნჯანური ანბანი. Ⴘემოღებულია Ⴔარსადან Ⴂორგიჯანიძის მიერ მე-17 ს. Ⴜარმოადგენს უკუღმა მობრუნებულ ანბანს. Ⴀ ბგერის გადმოსაცემად იწერება Ⴟ ასონიშანი და, პირუკუ, Ⴟ ბგერის გადმოსაცემად Ⴀ ასონიშანი და ა. შ. Ⴀნბანური მწკრივი მთავრდკბა Ⴟ ასონიშნით.
Ⴀნჩინური ანბანი — ქართული საიდუმლო, კრიფტოგრაფიული ანბანი, რომელშიც ერთეულების გამომხატველ ასოებს ენაცვლებიან ათასეულების  გამომხატველი ასოები, ათეულებისას კი ასეულების.
Ⴀნრაეული ანბანი — ქართული საიდუმლო, კრიფტოგრაფიული ანბანი, რომელშიც ერთეულების გამომხატველ ასოებს ენაცვლებიან ასეულების  გამომხატველი ასოები, ათეულებისას კი ათასეულების. Ⴘემოღებულია Ⴀნტონ Ⅰ Ⴉათოლიკოსის მიერ.
Ⴀნინური ანბანი — ქართული საიდუმლო, კრიფტოგრაფიული ანბანი, რომელშიც ერთეულების გამომხატველ ასოებს ენაცვლებიან ათეულების გამომხატველი ასოები, ასეულებისას კი ათასეულების.

Ⴂადმოიტვირთეთ აქედან:

ქართული ანბანის წარმოშობის საკითცისათვის

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀსომთავრული. Ⴌუსხური. Ⴋხედრული. — 2008. — 310 გვ., 697 ილ., ტაბ. 
Ⴇავი 3. Ⴕართული ანბანის წარმოშობის საკითცისათვის. — Ⴂვ. 25-40.

Ⴕართული ანბანის წარმოშობის საკითხის გამოსარკვევად ჩატარებულია მისი შედარება სხვა ანბანებთან განსხვავებული თვისებების გამოვლინების მიზნით.
Ⴋთლიანად თავი იხილეთ აქ: