Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ქართული შრიფტის გაუმჯობესება 4

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები. —
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 35-54.
Ⴑასტრიქონო ასოების პროპორციების
შეცვლის აუცილებლობა
Ⴋთავრული ასოების უხმარებლობის გარდა არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართული ნაბეჭდი ტექსტი არის ძალიან უფერული და თვალისდამღლელი. Ⴄს არის სასტრიქონო ასოების „წვრილმანობა“. Ⴕართული ასოები არიან გაცილებით უფრო პატარები („წვრილმანები“) იგივე ზომის (კეგელის) ბერძნულ-ლათინურ-სომხურ-რუსულ ასოებთან შედარებით.
Ⴐატომ არის ეს ასე? Ⴙემი აზრით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც 137 წლის წინათ მხედრული ასოები და­ამახინჯეს და მათგან გააკეთეს ე. წ. სატიტულო ორხაზოვანი ასოები. Ⴐათა სატიტულო ასოები გამოსულიყვნენ შედარებით დიდი და ისინი მკვეთრად განსხვავებულიყვნენ სასტრიქონო ასოებისგან (მოხაზულობით ხომ ისინი არ განსხვავდებიან), ამ სასტრიქონო ასოების სიმაღლე ოდნავ შეამცირეს. Ⴘესაბამისად შემცირდა ასოს შუატანი. Ⴀსოს შუატანი შეეფარდება ასოს სიმაღლეს, როგორც 1:2 და არა 1:1,5, როგორც ეს „ევროპულ“ დამწერლობებშია. Ⴄს სხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასოს ოპტიკურ „სიდი­დეს“ ჰქმნის სწორედ შუატანი.





 Ⴑაქმის გამოსასწორებლად საჭიროა, რომ ახალ სტამბურ შრიფტებში სასტრიქონო ასოებს გაეზარდოს შუატანი იმდენად, რომ მთავრული ასოს სიმაღლე აღემატებოდეს მას მხოლოდ 1,5-ჯერ. Ⴀმავე დროს მოხდება სასტრიქონო ასოების ტოლმეტობის შემცირება, რაც გააუმჯობესებს საერთო სურათს. Ⴀსეთი ასოებით აწყობილი ტექსტი იქნება გაცილებით მსხვილი და ადვილად საკითხავი.
 
Ⴑასტრიქონო ასოების შუატანის გაზრდა
Ⴀხალი საშრიფტო გარნიტურების
შექმნის აუცილებლობა

Ⴃღევანდელი ქართული საშრიფტო მეურნეობა ითვლის ათიოდე საშრიფტო გარნიტურს (რუსულში რამდენიმე ასეულია, ლათინურში უფრო მტი — დაახლოვებით ოცი ათასი). Ⴇითო გარნიტურში არის ერთი ან ორი (იშვიათად — სამი) ნაირსახეობა. Ⴋთავრულების და ნუსხურების აღდგენის შემთხვევაში მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ასამდის.
Ⴄრთი გარნიტურის სრული კომპლექტის ნაირსახეობების რაოდენობა გაცილებით აღემატება იმას, რაც იქნა შექმნილი ქართული ნაბეჭდი წიგნის განვითარების 385 წლის მანძილზე. Ⴇეორიულად შეიძლება შეიქმნას ქართული სასტამბო შრიფტის სულ ცოტა 171 გარნიტური (ე. ი. 171´80=13680 ნაირსახეობა). 

 
Ⴀსონიშნების სრული კომპლექტი
 
Ⴀსონიშნების სრული კომპლექტი


   
Ⴃასკვნა
Ⴕართული ნაბეჭდი ტექსტის მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭიროა:
Ⴀ). Ⴋთავრული და ნუსხური ასოების აღდგენა და მათი ყოველდღიური ხმარება მხედრულთან ერთად. Ⴋთავრული ასოების მეშვეობით მოხდება საკუთარი და პირადი სახელების გამოყოფა ტექსტიდან; აგრეთვე ამ ასოებით აღინიშნება ახალი წინადადების დასაწყისი წერდილის და სხვა სასვენი ნიშნების შემდეგ.
Ⴁ). Ⴑასტრიქონო ასოების პროპორციების შეცვლა (ასოს შუატანის სიმაღლის გაზრდა).
Ⴂ). Ⴀხალი საშრიფტო გარნიტურების შექმნა.

ქართული შრიფტის გაუმჯობესება 3

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები. —
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 35-54.











ქართული შრიფტის გაუმჯობესება 2

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები. —
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 35-54.

Ⴕართული დამწერლობა, როგორც დამწერლობის „ევროპული“ სისტემის წარმომადგენელი, ნვითარდებოდა ასეთივე მიმართულებით.
Ⴋხედრული“ (ანუ კურსივი, ანუ გაკრული, ანუ სწრაფწერა) ჩამოყალიბდა მე-8 საუკუნეში და მე-11 საკუნისთვის ფართოდ გავრცელდა საკანცელარიო, დიპლომატიურ და სავაჭრო მიმოწერაში.
Ⴋე-14 ს. იწყება მთავრული და ნუსხური ასოების ერთდროული ხმარება სხვადასხვა დანიშნულებით. Ⴈს, რომ მე-18 საუკუნისთვის მკვეთრად იყო გამიჯნული მთავრული და ნუსხური ასოების ხმარება, ნათლად ჩანს Ⴈოანე Ⴁატონიშვილის „Ⴉალმასობიდან“:
“... თავნი, ანუ მუხლნი, ანუ პერიოდნი დაიწყებოდენ წიგნითა ასომთავრულითა ანუ მისვე დიდითა ასოთი. ... აგრეთვე ყოველნი ტაიპნი შაირთანი დაიწყებიან ასომთავრულითა ანუ დიდის ასოთი. ... ყოველნი სახელნი და ნაცუალსახელნი მაღალთა გუამთა ჯერ არიან დაწყებად ასომთავრულითა. ... ყოველნი სახელნი კაცთა, ხელოსანთა, ქალაქთა, მდინარეთა, მეტალთა, ხეთა და ცხოველთა აღწერასა შინა ანუ ისტორიათა სათანადო არს ასომთავრულითა დაწყებად ...“
Ⴋე-19 ს. მთავრული ასოების ხმარება ქართულ დამწერლობაში წავიდა მრუდე გზით. Ⴚნობილია, რომ გაზეთმა „Ⴃროებამ“1866 წელს ხმარებაში შემოიღო მხედრულებისგან დამზადებული მთავრული ასოები. Ⴀმის შედეგად მთავრული ასოები დამახინჯდა, მაგრამ მთავლული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი მაინც ვერ იქნა მიღწეული.
Ⴈს, თუ რა მოხდა, ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილ ტაბულებიდან.

Ⴂაზეთ „Ⴃროების“ მიერ შემოღებული ცრუ მთავრული ასოები

Ⴂაზეთ „Ⴃროების“ მიერ შემოღებული ცრუ მთავრული ასოები
Ⴀხლა კი ვნახოთ, თუ რა მოხდებოდა, სხვა დამწერლობებს რომ ევლოთ ამავე გით. Ⴀსეთი განვითარების შემთხვევაში ამ დამწერლობებში ბეჭდური და ხელნაწერი ასოები არ უნდა განსხვავებულიყვნენ ერთმანეთისაგან. Ⴈქნებოდა ერთიანი, ხელნაწერი მოხაზულობის ასოები. Ⴄ. ი., ხელნაწერის საფუძველზე შექმნილი ასოები შეასრულებდნენ ბეჭდური ასოების ფუნქციას. Ⴆუსტად ასეთი მდგომარეობა გვაქვს ამჟამად ქართულ დამწერლობაში. Ⴀმ შემთხვევაში მივიღებდით შემდეგს.

Ⴁერძნული ანბანის სავარაუდო შესაძლო განვითარება
 
Ⴊათინური ანბანის სავარაუდო შესაძლო განვითარება
 
Ⴑომხური ანბანის სავარაუდო შესაძლო განვითარება
 
Ⴐუსული ანბანის სავარაუდო შესაძლო განვითარება



 Ⴕართული დამწერლობის გრაფიკა ბუნებრივად რომ განვითარებულიყო, დღეისათვის მივიღებდით შემდეგ შედეგს:

Ⴁეჭდური ასოები

Ⴞელნაწერი ასოები

Ⴑწორედ ასეთი მიმართულებით უნდა განვითარებულიყო ქართული დამწერლობის გრაფიკა!
Ⴐატომ არ განსხვავდება დღევანდელ ქართულ დამწერლობაში ბეჭდური და ხელნაწერი ასოები? Ⴈმიტომ, რომ თანამედროვე ასოები ფაქრიურად წარმოადგენენ ხელნაწერ ასოებს, რომლებიც იხმარება ბეჭდურის სახით. Ⴄ. ი., მათი უფრო მეტად გამარტივება (რაც წარმოადგენს ხელნაწერი ასოს არსს) შეუძლებელია.
Ⴓნდა ითქვას, რომ მხედრული სასტამბო შრიფტად პირველად შემოიღეს იტალიელმა კათოლიკე მისიონერებმა მე-17 ს. დასაწყისში, რის შედეგადაც ამ წესმა თანდათან მოიკიდა ფეხი. Ⴈმ იტალიელს ქართული ასოების ბუნებრივი განვითარება კი არ აიგტერესებდა, არამედ კათოლიკური სარწმუნოების განვითარება Ⴑაქართველოში, რასაც ხელი უნდა შეეწყო ბეჭდვამ ხალხისათვის გასაგები ასოებით.
Ⴋაგრამ რაც მოხდა, მოხდა! Ⴙვენი ამოცანაა გამოვნახოთ სწორი გზა და ამიერიდან ვიაროთ ამ გზით.
Ⴃღეისათვის ჩვენ მოგვეპოვება ქართული ასოების სამი ნაირსახეობა: მთავრული და ორი სასტრიქონო: კუთხოვანი (ნუსხური) და მგვლოვანი (მხედრული).

Ⴘემდეგ სურათებში ნაჩვენებია ის მიმართულება, რომლითაც ამიერიდან უნდა განვითარდეს ქართული დამწერლობის გრაფიკა!

Ⴁეჭდური კუთხოვანი ასოები
Ⴁეჭდური მრგვლოვანი ასოები
Ⴞელნაწერი ასოები


ქართული შრიფტის გაუმჯობესება 1

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები. —
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 35-54.

Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება

Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები: ასომთავრულის და ნუსხურის აღდგენა, სასტრიქონო ასოების პროპორციების შეცვლა, ახალი საშრიფტო გარნიტურების შექმნა. სომთავრულის და ნუსხურის აღდგენის აუცილებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ქართული დამწერლობა განეკუთვნება ე. წ. „ევროპული“ დამწერლობების რიგს. Ⴀქედან გამომდინარე, ქართულ დამწერლობას ახასიათებს ისეთივე თვისებები, როგორც ამ რიგის დანარჩენ დამწერლობებს — კერძოთ, მთავრული და სასტრიქონო ასოების არსებობა.
Ⴀრამეულ დამწერლობას საფუძვლად დაედო ფინიკიური დამწერლობის „კურსივი“. Ⴑწორედ ამით არის განპირობებული „ევროპული“ და „აზიური“ დამწერლობების გრაფიკის მკვეთრი განსხვავება


Ⴀნბანური დამწერლობების შექმნის ზოგადი სქემა

 
Ⴄვროპულიდამწერლობების ასოების გრაფიკის
ბუნებრივი განვითარების ზოგადი სქემა
 Ⴕვემოთ განლაგებულია „ევროპული“ ანბანები შექმნის ქრონოლოგიური წესით. Ⴇვითოეულ ანბანში, გარდა სლავურებისა, მოცემულია ხუთი სახის ასო: მთავრული, ნუსხური, მხედრული და ორი ხელნაწერი — მთავრული და სასტრიქონო. 




















Ⴕვემოთ მოყვანილ ტაბულებში ასოები დალაგებულია სამ ჯგუფად: მთავრულ-ნუსხურები, მთავრულ-მხედრულები და ხელნაწერ ასოების ჯგუფში მთავრულ-სასტრიქონოები.