Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები.
—
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 35-54.
Ⴑასტრიქონო
ასოების პროპორციების
შეცვლის აუცილებლობა
Ⴋთავრული ასოების უხმარებლობის გარდა არის კიდევ
ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართული ნაბეჭდი ტექსტი არის ძალიან უფერული და
თვალისდამღლელი. Ⴄს არის სასტრიქონო ასოების „წვრილმანობა“. Ⴕართული ასოები
არიან გაცილებით უფრო პატარები („წვრილმანები“) იგივე ზომის (კეგელის)
ბერძნულ-ლათინურ-სომხურ-რუსულ ასოებთან შედარებით.
Ⴐატომ
არის ეს ასე? Ⴙემი აზრით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც 137 წლის წინათ მხედრული
ასოები დაამახინჯეს და მათგან გააკეთეს ე. წ. სატიტულო
ორხაზოვანი ასოები. Ⴐათა სატიტულო ასოები გამოსულიყვნენ შედარებით დიდი და ისინი
მკვეთრად განსხვავებულიყვნენ სასტრიქონო ასოებისგან (მოხაზულობით ხომ ისინი არ
განსხვავდებიან), ამ სასტრიქონო ასოების სიმაღლე ოდნავ შეამცირეს. Ⴘესაბამისად
შემცირდა ასოს შუატანი. Ⴀსოს შუატანი შეეფარდება ასოს სიმაღლეს, როგორც 1:2 და
არა 1:1,5, როგორც ეს „ევროპულ“ დამწერლობებშია. Ⴄს სხვაობა ძალიან
მნიშვნელოვანია, რადგან ასოს ოპტიკურ „სიდიდეს“ ჰქმნის სწორედ
შუატანი.
Ⴑაქმის გამოსასწორებლად საჭიროა, რომ ახალ სტამბურ
შრიფტებში სასტრიქონო ასოებს გაეზარდოს შუატანი იმდენად, რომ მთავრული ასოს
სიმაღლე აღემატებოდეს მას მხოლოდ 1,5-ჯერ. Ⴀმავე დროს მოხდება
სასტრიქონო ასოების ტოლმეტობის შემცირება, რაც გააუმჯობესებს საერთო სურათს. Ⴀსეთი
ასოებით აწყობილი ტექსტი იქნება გაცილებით მსხვილი და ადვილად საკითხავი.
Ⴀხალი საშრიფტო გარნიტურების
შექმნის აუცილებლობა
Ⴃღევანდელი ქართული საშრიფტო მეურნეობა ითვლის
ათიოდე საშრიფტო გარნიტურს (რუსულში რამდენიმე ასეულია, ლათინურში უფრო მეტი — დაახლოვებით ოცი ათასი). Ⴇითო
გარნიტურში არის ერთი ან ორი (იშვიათად — სამი) ნაირსახეობა. Ⴋთავრულების და
ნუსხურების აღდგენის შემთხვევაში მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ასამდის.
Ⴄრთი
გარნიტურის სრული კომპლექტის ნაირსახეობების რაოდენობა გაცილებით აღემატება იმას,
რაც იქნა შექმნილი ქართული ნაბეჭდი წიგნის განვითარების 385 წლის მანძილზე.
Ⴇეორიულად შეიძლება შეიქმნას ქართული სასტამბო შრიფტის სულ ცოტა 171 გარნიტური (ე.
ი. 171´80=13680 ნაირსახეობა).
Ⴃასკვნა
Ⴕართული ნაბეჭდი ტექსტის მკვეთრი გაუმჯობესებისთვის
საჭიროა:
Ⴀ). Ⴋთავრული და ნუსხური
ასოების აღდგენა და მათი ყოველდღიური ხმარება მხედრულთან
ერთად. Ⴋთავრული ასოების მეშვეობით მოხდება საკუთარი და პირადი სახელების გამოყოფა
ტექსტიდან; აგრეთვე ამ ასოებით აღინიშნება ახალი წინადადების დასაწყისი წერდილის
და სხვა სასვენი ნიშნების შემდეგ.
Ⴁ). Ⴑასტრიქონო ასოების
პროპორციების შეცვლა (ასოს შუატანის სიმაღლის გაზრდა).
Ⴂ). Ⴀხალი საშრიფტო
გარნიტურების შექმნა.
|
ქართული შრიფტის გაუმჯობესება 4
0 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на среда, июля 31, 2013
ქართული შრიფტის გაუმჯობესება 2
0 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на воскресенье, июля 28, 2013
ქართული შრიფტის გაუმჯობესება 1
0 коммент.
Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები.
—
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 35-54.
Ⴕართული
შრიფტის გაუმჯობესება
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესების მიზნით
ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები: ასომთავრულის და ნუსხურის აღდგენა,
სასტრიქონო ასოების პროპორციების შეცვლა, ახალი საშრიფტო გარნიტურების შექმნა. Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენის
აუცილებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ქართული დამწერლობა განეკუთვნება ე. წ.
„ევროპული“ დამწერლობების რიგს. Ⴀქედან გამომდინარე, ქართულ დამწერლობას
ახასიათებს ისეთივე თვისებები, როგორც ამ რიგის დანარჩენ დამწერლობებს — კერძოთ,
მთავრული და სასტრიქონო ასოების არსებობა.
Ⴀრამეულ დამწერლობას
საფუძვლად დაედო ფინიკიური დამწერლობის „კურსივი“. Ⴑწორედ ამით არის
განპირობებული „ევროპული“ და „აზიური“ დამწერლობების გრაფიკის მკვეთრი
განსხვავება
Ⴕვემოთ განლაგებულია „ევროპული“ ანბანები შექმნის
ქრონოლოგიური წესით. Ⴇვითოეულ ანბანში, გარდა სლავურებისა, მოცემულია ხუთი სახის
ასო: მთავრული, ნუსხური, მხედრული და ორი ხელნაწერი — მთავრული და სასტრიქონო.
|
Автор: Tamaz Mchedlidze на воскресенье, июля 28, 2013
Подписаться на:
Сообщения (Atom)