Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

«Ⴃა ესე Ⴔარნავაზ იყო ...»

0 коммент.


Ⴕართული დამწერლობა

0 коммент.


Ⴀნბანი

0 коммент.







Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴋსოფლიოს ქვეყნები. — 2018

0 коммент.


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴋსოფლიოს ქვეყნები. — 2018. — 214 გვ.
Ⴜიგნში წარმოდგენილია მსოფლიოს სახელმწიფოების სიმბოლიკა და საცნობარო მონაცემები: ფართობი, დედაქალაქი, მოსახლეობის რაოდენობა, ოფიციალური ენა, ვალუტა, საათის სარტყელი, ურბანიზაციის მაჩ­ენებელი. Ⴑულ აღწე­რილია მსოფლიოს 191 სახელმწიფო.
 

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀდრექრისტიანული ქართული წარწერები (4-5 სს.). — 2018

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀდრექრისტიანული ქართული წარწერები (4-5 სს.). — 2018. — 174 გვ.

Ⴜიგნში ტაბულების სახით დახარისხებულია არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი წარმართული ქართული წარწერები. Ⴀგრეთვე მოცემულია ქართული ეროვნული წარმართული კალენდრის და წელთაღრიცხვის მოკლე მიმოხილვა. Ⴃახასიათებულია ქართული ეროვნული წარმართული წელთაღ­რიცხვის ამოსავალი წერტილი და მის საფუძველზე შექმნილი ქართული Ⴃასაბამი­თის და ქართული Ⴕორონიკონის წელთაღრიცხვების სისტემები. Ⴀღწერილია თარიღების გამოთვლის ხერხები სხვადასხვა კალენდარულ სისტემებისთვის.
 

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴋსოფლიოს დამწერლობები. — 2018

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴋსოფლიოს დამწერლობები. — 2018. — 388 გვ.

Ⴜიგნის ძირითადი დანიშნულებაა უცნობი ენების ამოცნობა ტექსტის ასოების გარე ნიშნების მიხედვით. Ⴚნობარი მოიცავს მსოფლიოს ორასზე მეტ დამწერლობამქონე ენას.
Ⴃამწერლობები დაყოფილია მათი წარმომავლობის მიხედვით. Ⴋაგალითად, «Ⴄვროპულ დამწერლობებში» იგულისხმება ფინიკიური დედა-ანბანიდან წარმოშობილი დამწერლობები, «Ⴀხლო Ⴀღმოსავლეთის დამწერლობებში» — არამეულისგან, «Ⴑამხრეთ Ⴀზიის» კი — ძველ ინდურ ბრახმისგან და ა. შ. Ⴃამწერლობების ასეთი დაყოფა პირობითია.
Ⴆოგი დამწერლობა იხმარება ერთ ენაში, სხვები — რამოდენიმეში, რომლებსაც ამ დამწერლობის ფარგლებში აქვთ სხვადასხვა ანბანები, საგანგებო ასოები, ნიშნები.
Ⴆოგიერთი ენა ხმარობს რამოდენიმე დამწერლობას, რომლებიც მოთავსებულია წიგნის შესაფერის მონაკვეთში.
Ⴗოველ ენაში მოცემულია ტექსტის მცირე ნაკვეთი ამ ენის გრაფიკის დამახასიეთებელი თავისებურებებით და განმასხვავებელი ნიშნებით, ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობა, ენის გავრცელების არეალი და მისი ადგილი ენების გენეალოგიურ კლასიფიკაციაში.
Ⴜიგნის ბოლოში დიდი რაოდენობით მოცემულია ტაბულები და მაჩვენებლები, რომლებიც უადვილებენ მკითხველს ცნობარის ხმარებას.