Ⴁაგრატის ტაძრის ინდო-არაბულ ციფრებიანი წარწერა. 1003 წ.

0 comments

Ⴁაგრატის ტაძრის კედლის თარიღიან წარწერაში,
რომელიც შესრულებულია 223 წელს Ⴕორონიკონით,
ანუ 1003 წ. Ⴕრისტეშობიდან, აგრეთვე ნახმარია
ინდო-არაბული ციფრები.
„Ⴕ  Ⴍდეს გ(ა)ნმტკიცნა იატ(ა)კი, ქრ(ონი)კ(ო)ნი იყო 223“



Ⴋცხეთის Ⴃავითნი. 10 ს. Ⴈნდო-არაბული ციფრების ქრონოლოგიურად პირველი გამოსახულება Ⴑაქართველოში

0 comments

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები. —
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., 43 ტაბ.
Ⴕართული ხელნაწერი წიგნი. — Ⴂვ. 147-298.
 
Ⴋცხეთის Ⴃავითნი. 10 ს.
Ⴈნდო-არაბული ციფრები Ⴑაქართველოში
პირველად გვხვდება სწორედ ამ წიგნში.
Ⴜიგნის ამ გვერდზე იკითხება მარჯვნიდან
მარცხნივ (წინ უზის ჯვარი).
Ⴀსე რომ, Ⴑაქართველოში ინდო-არაბული
ციფრები გვხვდება ორი საუკუნით ადრე,
ვიდრე Ⴃასავლეთ Ⴄვროპაში.
Ⴄტრატი, 261 ფ.