Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴕართული კურსივი

0 коммент.

  Ⴎირველი ქართული კურსივი შექმნილია 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინისა და Ⴌი­კიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის) მიერ.
Ⴕართული „Italic“-ი არ შეუქმნია არც Ⴌიკო Ⴌიკოლაძეს და არც Ⴂიორგი Ⴌიკოლაძეს. Ⴈმას, რასაც უწოდებენ „Italic“-ს, ქართულად ჰქვია „მხედრული“. Ⴘეიქმნა კი ქართული სას­ტამ­ბო მხედრული 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაო­ლი­ნისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙო­ლოყაშვილი) მიერ. Ⴀმ პირველ ქართულ სასტამბო შრი­ფ­ტში იყო ასოების სამი ნაირსახეობა: ასომ­თავ­რუ­ლი, ნუსხური (სასტრიქონო) და მხედრული (ასევე სას­ტ­რიქონო). Ⴄს ბოლო ასოები წარმოადგენენ ხე­ლ­ნა­წერ ასოებთან მიახლოვებულ სასტამბო ასოებს. Ⴆუს­ტად ეს არის „კურსივული“ („Italic“-ური) ასო­ების არსი.
Ⴕვემო სურათზე ნაჩვენებია Ⴈრუბაქიძე-Ⴙო­ლო­ყა­შ­ვი­ლის პირველი ქართული სასტამბო შრიფტი (Ⴐომი, 1629 წ.). Ⴋესამე რიგში „მხედრული“, ანუ ლათინური „კურსივის“ ბადალი ასოები.
Ⴎირველი კურსივი ლათინურში შეიქმნა Ⴈტალიაში Ⴀლდუს Ⴋანუციუსის მიერ 1501 წელს. Ⴄს ასო­­ბი თავისი მოხაზულობით მიახლოვებულია ხელნაწერ ასოებთან და ამავე დროს დახრილია. Ⴀმ ასო­ებ­მა მოიპოვა მაშინ დიდი პოპულარობა, ვინაიდან ითვლებოდა კომპაქტურად, და ამ ასოებით იკ­რი­ბე­ბოდა მცირე ფორმატის წიგნები. Ⴃღეს კი ამ ასოებით კრებენ ცალკეულ სიტყვებს ან ცალკეულ წი­ნადადებებს ტექსტში მათი გამახვილების მიზნით.
Ⴐაც შეეხება სახელწოდებას. Ⴀმ ასოების ლათინური სახელწოდებაა „კურსივი“ (მე-17 საუკუნემდე ლათინური ენა Ⴄვროპაში ითვლებოდა მეცნიერების ერთადერთ ენად). „Ⴉურსივი“ ნიშნავს სწრა­ფწერას, გაკრულ ხელს. Ⴒერმინები „მხედრული“, „სწრაფწერა“ და „გაკრული ხელი“ სინონიმებია. Ⴀნუ ქართული ტერმინი „მხედრული“ ლათინური „კურსივის“ შესატყვისია (cursus — სირბილი, დი­ნება; cursivus — რომელიც გარბის; littera cursiva — ასო, რომელიც გარბის [მორბენალი ასო, მხედ­რუ­ლი ასო]).
Ⴂერმანულში დამკვიდრდა ლათინური ტერმინი „კურსივი“. Ⴈნგლისურში და ფრანგულში კი დამ­კვი­დ­რდა კურსივის შესატყვისი ტერმინი „იტალიური“, განსხვავებით სწორ ასოებისგან, რომელსაც უწო­დებენ „რომაულს“. Ⴇანამედროვე ქართულში ლათინური ტერმინი „კურსივი“ შემოვიდა გერ­მა­ნუ­ლის მეშვეობით და დიდი ხანია დამკვიდრდა. Ⴀქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ვერავითარ აუ­ცი­ლებ­ლობას ტერმინ „კურსივის“ შეცვლას „Italic“-ით. Ⴀღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს „კურ­სივის“ შესატყვისი სუფთა ქართული ტერმინი „მხედრული“.
1629 წ. და მომდევნო ათწლეულებში და საუკუნეებში (დღევანდელობის ჩათვლით) შექმნილი მხედ­რულასოებიანი შრიფტები შესდგებიან კურსივულ („Italic“-ურ) ასოებისგან, ანუ სასტამბო მხედ­რუ­ლებისგან. Ⴀსე რომ, ასოები, რომლებითაც აკრებილია თანამედროვე ქართული ტექსტები, არიან კურ­სივულები („Italic“-ურები). Ⴂარდა ამისა, ტექსტებში არ ხმარობენ ასომთავრულებს. Ⴝეშმარიტი ასომ­თავრულები და ნუსხურები კი, როგორც ნაბეჭდი ტექსტის ძირითადი ასოები, მივიწყებულია იმ­დენად, რომ ქართველები მათ ვეღარც კი სცნობენ, რომ ქართულებია. Ⴑცადეთ და აუხსენით ევ­რო­პე­ლებს ეს მდგომამარეობა. Ⴌორმალური ჭკვის ევროპელი ამას ვერ გაიგებს, ფანტაზია არ ჰყოფნის.