Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ლარის სიმბოლო

0 коммент.


Ⴊარის სიმბოლო

Ⴋსოფლიოს ქვეყნების ფულის ბევრ ერთეულს ახასიათებს თავისი გრაფიკული სიმბოლო.

Ⴇავიანთი ეროვნული ფულის სიმბოლოები აქვთ ჩვენს უშუალო მეზობლებსაც:


Ⴇითქმის ყველა სიმბოლო შექმნილია ერთი პრინციპით: ფულის ერთეულის დასახელების პირველი ასო, რომელიც გადახაზულია ართი ან ორი თარაზული, შვეული ან ირიბი ხაზით.

Ⴀქედან გამომდინარე, ლარის სიმბოლოს შესაქმნელად უნდა ავიღოთ მთავრული ასო „Ⴊ“, რომელსაც გადავხაზავთ ერთი ან ორი ხაზით.

Ⴃაახლოვებით ეს იქნება ასე:

Ⴑუყველა ქართულ საშრიფტო გარნიტურს უნდა გაუკეთდეს მისთვის შესაფერისი ლარის სიმბოლო.

Ⴀმავე დროს, შეიძლება შეიქმნას თეთრის სიმბოლოც. Ⴐოგორც წესი, ასეთ შემთხვევაში იყენებენ სასტრიქონო ასოს.

Ⴇეთრის სიმბოლოსთვის გამოდგება მხედრული ასო „თ“, რომელიც გადაიხაზება ერთი ან ორი  ხაზით. Ⴂამოვა შემდეგი:

Ⴃაწერის მაგალითები:


Ⴊარის სიმბოლოს განლაგება კლავიატურის ქართულ სტანდარტულ გაწყობაზე შეიძლება მე-4 რიგის ქვედა რეგისტრზე პარაგრაფის ნიშნის მაგივრად:


Ⴋთლიანად გვერდები იხილეთ აქ: