Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

ქართული შრიფტის გაუმჯობესება 4

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები. —
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 35-54.
Ⴑასტრიქონო ასოების პროპორციების
შეცვლის აუცილებლობა
Ⴋთავრული ასოების უხმარებლობის გარდა არის კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ქართული ნაბეჭდი ტექსტი არის ძალიან უფერული და თვალისდამღლელი. Ⴄს არის სასტრიქონო ასოების „წვრილმანობა“. Ⴕართული ასოები არიან გაცილებით უფრო პატარები („წვრილმანები“) იგივე ზომის (კეგელის) ბერძნულ-ლათინურ-სომხურ-რუსულ ასოებთან შედარებით.
Ⴐატომ არის ეს ასე? Ⴙემი აზრით, ეს მოხდა მაშინ, როდესაც 137 წლის წინათ მხედრული ასოები და­ამახინჯეს და მათგან გააკეთეს ე. წ. სატიტულო ორხაზოვანი ასოები. Ⴐათა სატიტულო ასოები გამოსულიყვნენ შედარებით დიდი და ისინი მკვეთრად განსხვავებულიყვნენ სასტრიქონო ასოებისგან (მოხაზულობით ხომ ისინი არ განსხვავდებიან), ამ სასტრიქონო ასოების სიმაღლე ოდნავ შეამცირეს. Ⴘესაბამისად შემცირდა ასოს შუატანი. Ⴀსოს შუატანი შეეფარდება ასოს სიმაღლეს, როგორც 1:2 და არა 1:1,5, როგორც ეს „ევროპულ“ დამწერლობებშია. Ⴄს სხვაობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასოს ოპტიკურ „სიდი­დეს“ ჰქმნის სწორედ შუატანი.





 Ⴑაქმის გამოსასწორებლად საჭიროა, რომ ახალ სტამბურ შრიფტებში სასტრიქონო ასოებს გაეზარდოს შუატანი იმდენად, რომ მთავრული ასოს სიმაღლე აღემატებოდეს მას მხოლოდ 1,5-ჯერ. Ⴀმავე დროს მოხდება სასტრიქონო ასოების ტოლმეტობის შემცირება, რაც გააუმჯობესებს საერთო სურათს. Ⴀსეთი ასოებით აწყობილი ტექსტი იქნება გაცილებით მსხვილი და ადვილად საკითხავი.
 
Ⴑასტრიქონო ასოების შუატანის გაზრდა
Ⴀხალი საშრიფტო გარნიტურების
შექმნის აუცილებლობა

Ⴃღევანდელი ქართული საშრიფტო მეურნეობა ითვლის ათიოდე საშრიფტო გარნიტურს (რუსულში რამდენიმე ასეულია, ლათინურში უფრო მტი — დაახლოვებით ოცი ათასი). Ⴇითო გარნიტურში არის ერთი ან ორი (იშვიათად — სამი) ნაირსახეობა. Ⴋთავრულების და ნუსხურების აღდგენის შემთხვევაში მათი რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ასამდის.
Ⴄრთი გარნიტურის სრული კომპლექტის ნაირსახეობების რაოდენობა გაცილებით აღემატება იმას, რაც იქნა შექმნილი ქართული ნაბეჭდი წიგნის განვითარების 385 წლის მანძილზე. Ⴇეორიულად შეიძლება შეიქმნას ქართული სასტამბო შრიფტის სულ ცოტა 171 გარნიტური (ე. ი. 171´80=13680 ნაირსახეობა). 

 
Ⴀსონიშნების სრული კომპლექტი
 
Ⴀსონიშნების სრული კომპლექტი


   
Ⴃასკვნა
Ⴕართული ნაბეჭდი ტექსტის მკვეთრი გაუმჯობესებისთვის საჭიროა:
Ⴀ). Ⴋთავრული და ნუსხური ასოების აღდგენა და მათი ყოველდღიური ხმარება მხედრულთან ერთად. Ⴋთავრული ასოების მეშვეობით მოხდება საკუთარი და პირადი სახელების გამოყოფა ტექსტიდან; აგრეთვე ამ ასოებით აღინიშნება ახალი წინადადების დასაწყისი წერდილის და სხვა სასვენი ნიშნების შემდეგ.
Ⴁ). Ⴑასტრიქონო ასოების პროპორციების შეცვლა (ასოს შუატანის სიმაღლის გაზრდა).
Ⴂ). Ⴀხალი საშრიფტო გარნიტურების შექმნა.