Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

მკითხველებს!

0 коммент.


Ⴀმით ვამთავრებ „Ⴇანამედროვე Ⴂერმანიის“ ცალკეული ნაწილების დადებას საიტზე. Ⴀქ წარმოგიდგინეთ წიგნის მცირე ნაწილი.

Ⴐაც შეეხება საერთო დასკვნებს.
Ⴁლოგი შევქმენი 2011 წლის მაისში, პირველი ჩანაწერი გავაკეთე 21 მაისს. Ⴀმ სამთვენახევრის განმავლობაში დავდე 976 ჩანაწერი. Ⴋკითხველების რაოდენობა მატულობს დღითი დღე. Ⴋათი გეორგრაფიული სია კი ასეთია: Ⴑაქართველო, Ⴂერმანია, ႠႸႸ, Ⴐუსეთი, Ⴇურქეთი, Ⴑაფრანგეთი, Ⴑაბერძნეთი, Ⴄსპანეთი, Ⴈტალია, Ⴈორდანია, Ⴁულგარეთი, Ⴃიდი Ⴁრიტანეთი, Ⴉოსტა-Ⴐიკა, Ⴑინგაპური, Ⴠაიტი.

Ⴀმ სიიდან გაკვირვებას იწვევს ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან Ⴉოსტა-Ⴐიკა, Ⴑინგაპური, Ⴈორდანია. Ⴀღარაფერს ვამბობ ისეთ ეგზოტიკურ ქვეყანაზე, როგორც Ⴠაიტი.
Ⴑადღა აღარ არიან გადახვეწილები ქართველები!

Ⴎატივცემულო მკითხველებო! Ⴇუ Ⴇქვენ დაგაინტერესათ მთავრული ასოების აღდგენის იდეამ, შეგიძლიათ გამოთქვათ Ⴇქვენი აზრი. Ⴀმის გაკეთება ძალზე მარტივია — ყოველი ჩანაწერის შემდეგ არის საგანგებო სარკმელი, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ Ⴇქვენი კომენტარი.

Ⴂთხოვთ ერთს — ჩანაწერი გააკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ასოებით. Ⴈნტერნეტში არც თუ იშვიათია ქართული ტექსტის წერა ინგლისური, რიგ შემთხვევაში კი რუსული ასოებით. Ⴋიმაჩნია ეს ძალიან საშიშ ტენდენციად.

Ⴈმის მომიზეზება, რომ არ აქვთ ქართული შრიფტები, ან არ აქვთ ქართული კლავიატურის გაწყობა არ არის გამართლებული. Word-ში არის ქართულასოებიანი სტანდარტული შრიფტებიც, ქართული კლავიატურის გაწყობაც და ქართული ტექსტის წერის შესაძლებლობაც. Ⴋთავარია სურვილი მათი მოძებნისა.

Ⴎატივისცემით,


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე