Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴋსოფლიოს დამწერლობები. — 2018

0 коммент.

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴋსოფლიოს დამწერლობები. — 2018. — 388 გვ.

Ⴜიგნის ძირითადი დანიშნულებაა უცნობი ენების ამოცნობა ტექსტის ასოების გარე ნიშნების მიხედვით. Ⴚნობარი მოიცავს მსოფლიოს ორასზე მეტ დამწერლობამქონე ენას.
Ⴃამწერლობები დაყოფილია მათი წარმომავლობის მიხედვით. Ⴋაგალითად, «Ⴄვროპულ დამწერლობებში» იგულისხმება ფინიკიური დედა-ანბანიდან წარმოშობილი დამწერლობები, «Ⴀხლო Ⴀღმოსავლეთის დამწერლობებში» — არამეულისგან, «Ⴑამხრეთ Ⴀზიის» კი — ძველ ინდურ ბრახმისგან და ა. შ. Ⴃამწერლობების ასეთი დაყოფა პირობითია.
Ⴆოგი დამწერლობა იხმარება ერთ ენაში, სხვები — რამოდენიმეში, რომლებსაც ამ დამწერლობის ფარგლებში აქვთ სხვადასხვა ანბანები, საგანგებო ასოები, ნიშნები.
Ⴆოგიერთი ენა ხმარობს რამოდენიმე დამწერლობას, რომლებიც მოთავსებულია წიგნის შესაფერის მონაკვეთში.
Ⴗოველ ენაში მოცემულია ტექსტის მცირე ნაკვეთი ამ ენის გრაფიკის დამახასიეთებელი თავისებურებებით და განმასხვავებელი ნიშნებით, ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების რაოდენობა, ენის გავრცელების არეალი და მისი ადგილი ენების გენეალოგიურ კლასიფიკაციაში.
Ⴜიგნის ბოლოში დიდი რაოდენობით მოცემულია ტაბულები და მაჩვენებლები, რომლებიც უადვილებენ მკითხველს ცნობარის ხმარებას.