Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის აქტის ტექსტი

0 коммент.

Ⴑაქართველოს დამოუკიდებლობა

Ⴑაქართველოს Ⴃამფუძნებელი Ⴉრება, — არჩეული პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციონალური საარჩევნრ სისტემით ორივე სქესის მოქალაქეთა მიერ, — თავის პირველსავე  სხდომაზე, 1919 წ. მარტის 12-ს, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე აღიარებს, რომ ის სავსებით იღებს და ადასტურებს Ⴑაქართველოს Ⴄროვნულ Ⴑაბჭოს მიერ 1918 წ. მაისის 26-ს, ნაშუადღევის 5 ს. და 10 წ. Ⴇბილისში გამოცხადებულ Ⴑაქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს:

Ⴑაქართველოს Ⴃამოუკიდებლობის Ⴀქტი

Ⴋრავალ საუკუნეთა განმავლობაში Ⴑაქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.
Ⴋეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით თტრისაგან შევიწროებული Ⴑაქართველო თვისი ნებით შეუერთდა Ⴐუსეთს იმ პირობით, რომ Ⴐუსეთი ვალდებული იყო Ⴑაქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.
Ⴐუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ Ⴐუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დასტოვა Ⴀმიერკავკასია.
Ⴃარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, Ⴑაქართველომ და მასთან ერთად Ⴀმიერკავკასიამ თვით იდვეს თავის საკუთარ საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქმნეს; Ⴋაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით Ⴀმიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით Ⴀმიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.
Ⴕართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ Ⴑაქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.
Ⴀმისდა თანახმად Ⴑაქართველოს Ⴄროვნული Ⴑაბჭო, 1917 წლის 22 ნოემბერს არჩეული Ⴑაქართველოს Ⴄროვნულ Ⴗრილობის მიერ, აცხადებს:
1. Ⴀმიერიდგან Ⴑაქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და Ⴑაქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2. Ⴃამოუკიდებელ Ⴑაქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3. Ⴑაერთაშორისო ომიანობაში Ⴑაქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4. Ⴑაქართველოს Ⴃემოკრატიულ Ⴐესპუბლიკას ჰსურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5. Ⴑაქართველოს Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა და სქესისა.
6. Ⴑაქართველოს Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.
7. Ⴃამფუძნებელ Ⴉრების შეკრებამდე მთელის Ⴑაქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება Ⴄროვნული Ⴑაბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით, და Ⴃროებითი Ⴋთავრობა პასუხისმგებელია Ⴑაბჭოს წინაშე.
Ⴑაქართველოს Ⴃამოუკიდებლობის 1918 წლის Ⴀქტი