Ⴋხედრულ-კურსივი
1. Ⴊათინური კურსივი, ანუ სასტამბო ასოები, თავისი მოხაზულობით
მიახლოვებული ხელნაწერ ასოებთან, შექმნა იტალიელმა Ⴀლდუს Ⴋანუციუსმა 1501 წელს. Ⴃაერქვა
ამ შრიფტს კურსივი (cursus – სირბილი, დინება; cursivus – რომელიც გარბის; littera
cursiva – ასო, რომელიც გარბის [მორბენალი ასო]. Ⴙემი აზრით, ეს იგივეა, რაც ქართული
მხედრული ასო. Ⴘუა საუკუნოვან ქართველის
თვალში ვინ უფრო ჰგავს მორბენალს – ქვეითი თუ ამხედრებული?
2. Ⴊათინურში არ არსებობდა საერო, სახელმწიფო ხელწერა.
Ⴉურსივი იყო ერთ-ერთი იმ სასტამბო ასოებიდან, რომელიც შეიქმნა წიგნის ბეჭდვის პროცესის
შექმნის შემდეგ. Ⴈგი ითვლებოდა კომპაქტურად და ადვილად საკითხავად, ამიტომ მოიპოვა
პოპულარობა. Ⴇითქმის 100 წლის მანძილზე წიგნები იბეჭდებოდა ამ ასოებით.
3. Ⴎირველი ქართული სასტამბო შრიფტი (ასომთავრული, ნუსხური
და მხედრული) შეიქმნა იმავე Ⴈტალიაში, Ⴐომში 1629 წელს. Ⴀმ წელსვე იქვე დაიბეჭდა პირველი
ქართული ნაბეჭდი წიგნი. Ⴋხედრული ასოები ამ საშრიფტო გარნიტურში მიახლოვებულნი არიან
ხელნაწერ სწრაფწერულ ასოებთან. Ⴑწორედ ეს არის მთავარი თვისება ნებისმიერ კურსივისა.
4. Ⴊათინურ დამწერლობაში, ისევე როგორც ქართულში, არ
განირჩეოდა „ერი და ბერი“ ან „საერო და სასულიერო“. Ⴃამწერლობა იყო ერთი და მას ხმარობდნენ
ყველანი. Ⴑაერთოდ ტერმინი „ხუცური“, ჩემი აზრით, ან ძალიან ძველია (წინაქრისტიანული,
წარმართული ხანის, როდესაც შეიქმნა ქართული დამწერლობა ხუცების/ქურუმების მიერ), ან
გაცილებით გვიანდელია. Ⴈს, რომ წიგნები იწერებოდა (იხატებოდა) ასომთავრულით და ნუსხურით,
სავსებით ლოგიკურია – წიგნის გადაწერა სწრაფწერული „ნაჯღაბნი“ ასოებით, რბილათ რომ
ვთქვათ, არ იყო გამართლებული. Ⴜიგნები კი იყო ძირითადად სასულიერო ხასიათის. Ⴑხვები
თითქმის არ იყო. Ⴀმიტომ, არც თუ ისე საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანმა, ალბათ თქვა:
– Ⴄგ ხომ „ხუცების“ წიგნებიაო.
Ⴃა ალბათ მაშინ გაჩნდა ეგ ტერმინი. Ⴗოველ შემთხვევაში,
„ხუცური“ არ არის ასოების სახელწოდება. Ⴀსოების სახელწოდებაა „ასომთავრული“ [დიდი],
„ნუსხური“ [პატარა] და „მხედრული“ [სწრაფი]. Ⴐა რას ნიშნავს, ჩემი აზრით, გასაგებია.
5. „Ⴋხედარი“, მგონია არ ნიშნავს „ერს“. „Ⴋხედარი“ არ
არის „ხუცის“ საპირისპირო სიტყვა.
6. Ⴇავადების ქალიშვილები, მე17-18 სს. „Ⴅეფხისტყაოსანს",
„Ⴇამარიანს“ და ა. შ. გადასწერდნენ ხოლმე მხედრული ასოებით იმიტომ, რომ ასეთი ასოებით
წერა იყო სწრაფი და იოლი. Ⴂარდა ამისა, ისინი არ იყვნენ პროფესიონალი გადამწერები,
რომლებიც ასრულებდნენ ამას წიგნის დაკაბადონების კანონების გათვალისწინებით. Ⴃა საერთოდ,
ამ პერიოდში უკვე არსებობდა წიგნის ბეჭდვის პროცესი და მათ ხელნაწერებს ჩვენ უნდა ვუყუროთ
როგორც შინაურულად შესრულებულ ნახელავს. Ⴀნუ სუფთაწერის ნიმუშს და არა როგორც მისაბაძ
მაგალითს.
0 коммент.:
Отправить комментарий