Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴀსომთავრულის და ნუსხურის ხმარება

 Ⴀსომთავრულის და ნუსხურის ხმარება

  Ⴗველაფერ ამაზე დაწერილია ბევრი. Ⴅეცდები ძალიან მოკლედ. „Ⴋხედრული“ (ანუ კურ­სივი, ანუ გაკრული, ანუ სწრაფწერა) ჩამოყალიბდა მე-8 საუკუნეში და მე-11 საკუნისთ­ვის ფართოდ გავრცელდა საკანცელარიო, დიპლომატიურ და სავაჭრო მიმოწერაში. Ⴄსე იგი იმ სფეროში, სადაც საჭირო იყო შედარებით მოკლე ტექსტების სწრაფად წერა. Ⴀმ თვი­სებით ქართული მხედრული თავისი არსით არაფრით არ განსხვავდება სხვა ევროპულ (ბერძ­ნულ, ლათინურ, სომხურ, სლავურ, რუსულ) ხელნაწერ კურსივულ ასოებისგან.

Ⴋე-14 ს. იწყება მთავრული და ნუსხური ასოების ერთდროული ხმარება სხვადასხვა დანიშნუ­ლებით. Ⴈს, რომ მე-18 საუკუნისთვის მკვეთრად იყო გამიჯნული მთავრული და ნუსხური ასოების ხმარება, ნათლად ჩანს Ⴈოანე Ⴁატონიშვილის „Ⴉალმასობიდან“:

“... თავნი, ანუ მუხლნი, ანუ პერიოდნი დაიწყებოდენ წიგნითა ასომთავრული­თა ანუ მისვე დიდითა ასოთი. ... აგრეთვე ყოველნი ტაიპნი შაირთანი დაიწყებიან ასომთავრულითა ანუ დიდის ასოთი. ... ყოველნი სახელნი და ნაცუალსახელნი მა­ღალთა გუამთა ჯერ არიან დაწყებად ასომთავრულითა. ... ყოველნი სახელნი კაც­თა, ხელოსანთა, ქალაქთა, მდინარეთა, მეტალთა, ხეთა და ცხოველთა აღწერასა შინა ანუ ისტორიათა სათანადო არს ასომთავრულითა დაწყებად ...“

Ⴋე-19 ს. მეორე ნგახევრიდან მთავრული ასოების ხმარება ქართულ დამწერლობაში წავიდა მრუდე გზით. Ⴚნობილია, რომ გაზეთმა „Ⴃროებამ“1866 წელს ხმარებაში შემოიღო მხედრულე­ბისგან დამზადებული მთავრული ასოები. Ⴀმის შედეგად მთავრული ასოები დამახინჯდა, მაგ­რამ მთავრული ასოე­ბის ხმარების ორთოგრაფიული წესი მაინც ვერ იქნა მიღწეული.

Ⴈს, თუ რა მოხდა, ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილ ტაბულებიდან.

Ⴀხლა კი ვნახოთ, თუ რა მოხდებოდა, სხვა დამწერლობებს რომ ევლოთ ამავე გით. Ⴀსეთი გან­ვითარების შემთხვევაში ამ დამწერლობებში ბეჭდური და ხელნაწერი ასოები არ უნდა განსხვა­ვებულიყვნენ ერთმანეთისაგან. Ⴈქნებოდა ერთიანი, ხელნაწერი მოხაზულობის ასოები. Ⴄ. ი., ხელნაწერის საფუძველზე შექმნილი ასოები შეასრულებდნენ ბეჭდური ასოების ფუნქციას. Ⴆუს­ტად ასეთი მდგომარეობა გვაქვს ამჟამად ქართულ დამწერლობაში. Ⴀმ შემთხვევაში მივიღებ­დით შემდეგს.

Ⴕართული დამწერლობის გრაფიკა ბუნებრივად რომ განვითარებულიყო, დღეისათვის მივი­ღებდით შემდეგ შედეგს:

Ⴑწორედ ასეთი მიმართულებით უნდა განვითარებულიყო ქართული დამწერლობის გრაფიკა!

Ⴐატომ არ განსხვავდება დღევანდელ ქართულ დამწერლობაში ბეჭდური და ხელნაწერი ასო­ები? Ⴈმიტომ, რომ დღევანდელი ბეჭდური ასოები ფაქრიურად წარმოადგენენ ხელნაწერ ასო­ებს, რომლებიც იხმარება ბეჭდურის სახით. Ⴄ. ი., მათი უფრო მეტად გამარტივება, რაც წარმოად­გენს ხელნაწერი ასოს არსს, შეუძლებელია.

Ⴃღეისათვის ჩვენ მოგვეპოვება ქართული ასოების სამი ნაირსახეობა: მთავრული და ორი სას­ტრიქონო: კუთხოვანი (ნუსხური) და მგვლოვანი (მხედრული).

Ⴘემდეგ სურათებში ნაჩვენებია ის მიმართულება, რომლითაც ამიერიდან უნდა განვითარდეს ქართული დამწერლობის გრაფიკა!

Ⴉიდევ ერთხელ მოკლედ იმაზე,
თუ რა მოხდა მე-19 ს. 60-ან წლებში

Ⴋთავრული და სასტრიქონო ასოების ხმარებას Ⴑაქართველოში მე-19 ს. მეორე ნახევრამდენ ჰქონდა კარგა ხნის ისტორია. Ⴋე-19 ს. 60-ნ წლებში მთავრულების ხმარება ქართულ დამწერლო­ბაში წავიდა მრუდე გზით. 1866 წ. დაარსდა გაზეთი „Ⴃროება“, რომელმაც განიზრახა გაზეთის ფურცლებზე გაეტარებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგრამ იმის მა­გივრად, რომ მთავრულებად გამოეყენებინათ ბუნებრივი ასომთავრულები, აიღეს მხედრული ბეჭდური შრიფტი და მისგან გააკეთეს მთავრულები.

Ⴄ. ი., ოთხხაზოვანი მხედრული ასოები გადააკეთეს ორხაზოვნად, რის შედეგადაც ყველა ასო გახდა ერთი სიმაღლის. Ⴘუა ტანის ასოები (ა, თ, ი, ო) გაიწელა და დაგრძელდა, მთლიანი ტანის ასოები (ქ, წ, ჭ) შეიკუმშა, ქვედა ტანის ასოები (გ, დ, ე, ვ, კ, ლ, ჟ, ტ, უ, ფ, ღ, ყ, ც, ჯ) ამოუდგნენ გვერდით ზე­და ტანის ასოებს (ბ, მ, ნ, პ, რ, ს, შ, ჩ, ხ, ჰ). Ⴋხედრულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებრი­ვი დამახინჯე­ბული სახე.

«Ⴃროების» ამ აქტმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, რადგან ამ ახლად გაკეთებული ასოების ხმა­რება სათაურებში და ტიტულებში კი შეიძლებოდა, მაგრამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძ­ლებელი, ვინაიდან ოთხხაზოვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴄს ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილ სურათზე.

Ⴕვემოთ მოყვანილია მაგალითი Ⴈ. Ⴂოგებაშვილის 1865 წლის „Ⴕართული ანბანი ... .“-დან. Ⴗოვე­ლი ახალი სტრიქონი იწყება სატიტულო (ორხაზოვანი მხედრული) ასოთი, მაგრამ ზედა ტანის ასოები ვერ აღიქმება როგორც მთავრული, რადგან ეს ასოები არაფრით არ განსხვავდებიან ოთხხა­ზოვან მხედრულისგან. Ⴋარჯვნივ იგივე ტექსტი ასომთავრულის გამოყენებით. Ⴋესამე მა­გალითი ოთხხაზოვანი მხედრულებით.

Ⴀმ სამი მაგალითიდან რომელი უფრო ფუნქციონალურია? Ⴋესამე ვარიანტი გამორიცხულია! Ⴎირველი ვარიანტი ნაწილობრივ (სანახევროდ) ფუნქციონალურია, რადგად ზოგი მთავრული განირჩევა, უფრო მეტი კი არა. Ⴋეორე ვარიანტი კი, ჩემი აზრით, ფუნქციონალურობის თვალ­საზრისით ძალიან კარგია.

Ⴋაშასადამე, ორთოგრაფიული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, და ამ ახლად გაკეთებულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად მხოლოდ სათაურებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გაუ­აზრებე­ლი ექსპერიმენტების შედაგად დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომე­ლიც მე–20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის.

Ⴓნდა ითქვას, რომ „Ⴃროებას“ სულაც არ უნდოდა ასეთი შედეგის მიღება. Ⴋას უნდოდა მთავ­რულასოებიანი ტექსტების დანერგვა, მაგრამ თავისებურად. Ⴐაც გამოვიდა, ჩვენ ვხედავთ ნათ­ლად. Ⴂამოვიდა კი ის, რომ ქართულმა დამწერლობამ დაკარგა მოქნილობა და ძალა. Ⴃა ამას მოჰყვა მეორე უბედურება — თანამედროვე ქართველები ძირფესვიანად მოსწყდნენ თავიანთ წარსულს. Ⴇითო ოროლა მეცნიერის გარდა ვერავინ ვერ კითხულობს ჭეშმარიტი ასოებით დაწე­რილ ტექსტებს. Ⴉითხვას ვინღა ჩივის, ვერც კი სცნობენ რომ ქართულია. Ⴀქ აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უცხო, ახლო მდგარი ერები, ბუზანკალებივით დასცქერიან ამ უპატრონოდ დარჩე­ნილ სიმდიდრეს და ჯერჯერობით არ იციან, როგორ მიითვისონ იგი. Ⴇუ ჩვენ მომავალშიც გამო­ვიჩინეთ ბლურჩობას, მიტაცების ხერხს აუცილებლივ გამონახავენ. Ⴀმაში ეჭვი ნურავის შეეპა­რება.

Ⴒერმინი „მხედრული მთავრული“

Ⴙემი აზრით, ეს იგივეა, რომ ვთქვათ: „ცხელი ცივი“, ნათელი ბნელი“. Ⴇუ ცხელია, ამავე დროს ვერ იქნება ცივი. Ⴇუ მხედრულია, რაც არ უნდა ატრიალო, გინდა ყირაზე დააყენე, მთავრული ვერ გახდება.

Ⴀმ ახლად შექმნილ ასოებს ყოველთვის უწოდებდნენ „სატიტულოს“ ან „სასათაუროს“. Ⴋათი ნამდ­ვილი სახელწოდება კი არის „ორხაზოვანი მხედრელი“, განსხვავებით ჩვეულებრივი მხედრულისგან, რომელიც არის „ოთხხაზოვანი მხედრული“.

Ⴆემოთ ხსენებული მიზეზების გამო „ორხაზოვანი მხედრელის“  ხმარება ორთოგრაფიული დანიშნუ­ლებით შეუძლებელია. Ⴈყო მათი დანეგრგვის მრავალი ცდა ამ ასოების შექმნის პირველსავე თვეები­დან, როდესაც მიხვდნენ, რომ ტექსტში მათი ხმარება შეუძლებელია. Ⴕვემოთ მომყავს ამის მაგალი­თი.

Ⴈაკობ Ⴂოგებაშვილი „Ⴃედა Ⴄნის“ გამოცემებში ცდილობდა სატიტულო ასოების შიგ ტექსტში ხმა­რებას მთავრულების დანიშნულებით: წინადადების დასაწყისში და აგრეთვე საკუთარ და პირად სახე­ლებში. Ⴂარჩევის გასაადვილებლად ეს ასოები ოდნავ გადიდებულია და ჩამუქებული. Ⴀსეთი ხერხი ნახმარია იმიტომ, რომ ზედა ტანის („ბ ზ მ ნ პ რ ს შ ჩ ძ წ ხ ჰ“) სასტრიქონო და სატიტულო ასოები არ განირჩევიან ერთმანეთისაგან. Ⴀსეთი ხერხი ნახმარია „Ⴃედა Ⴄნის“ მომდევნო გამოცემებშიც.

Ⴕართული ასოების სხვა „ევროპულ“ დამწერლობების
ასოებთან იდენტურობის ამსახველი ტაბულები.





























0 коммент.:

Отправить комментарий