1. Ⴀსომთავრულის და მხედრულის ერთდროული ხმარების მაგალითები.

0 comments

1. Ⴀსომთავრულის და მხედრულის ერთდროული ხმარების მაგალითები. (1188 წ. – მე 20 ს.)

Ⴌაჩვენებია ასომთავრულის და მხედრულის ერთდროული ხმარების მაგალითები ტექსტებში დაწყებული 1188 წლიდან დღევანდლამდე, როგორც ხელნაწერ, ასევე ნაბეჭდ ძეგლებში. Ⴑულ 150 მაგალითი. Ⴋასალა დაიდება ოთხ ნაწილად.























Ⴋარი Ⴁროსეს მიერ შექმნილი შრიფტი. 1834 წ.

0 comments

 


Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის დღესასწაული.

0 comments

 


Ⴕართული მწიგნობრობის ძირითადი თარიღები.

0 comments

 


Ⴕართული დამწერლობის და ენის უძველესი ძეგლები. 2.

0 comments

 






Ⴕართული დამწერლობის და ენის უძველესი ძეგლები. 1.

0 comments

 








Ⴕართული დამწერლობის და ენის მე-4 საუკუნის ძეგლები. 2.

0 comments

 


Ⴕართული დამწერლობის და ენის მე-4 საუკუნის ძეგლები. 1.

0 comments

 









Ⴂილოცავთ Ⴔერისცვალებას! ႢႨႪႭႺႠႥႧ ႴႤႰႨႱႺႥႠႪႤႡႠႱ!

0 comments

 




Ⴊათინური და ქართული ასოების განვითარების იდენტური მიმართულება.

0 comments

 Ⴊათინური და ქართული ასოების განვითარების იდენტური მიმართულება.

Ⴑტატიის ელექტრონული ორიგინალი იხილეთ აქ: https://drive.google.com/file/d/1gq_uJ5geclI0wla04uBJuPT5qtVD6RxB/view?usp=sharing

Ⴊათინური და ქართული ასოების განვითარების იდენტური მიმართულება.

0 comments

 Ⴊათინური და ქართული ასოების განვითარების იდენტური მიმართულება

Ⴊათინური და ქართული ასოების სახეობები და მათი ხმარების ქრონოლოგიური თანმიმდევრობა
(Ⴌაჩვენები ასოების სურათები პირობითია და სქემატური.
Ⴑურათები მოყვანილია მხოლოდ ტენდენციის ჩვენების მიზნით)


Ⴇავდაპირველად იყო ასეთი ასოები, ერთი სიმაღლის. Ⴋათ უწოდებდნენ კაპიტალურს (ლათ. caput თავი), ან მაჲუსკულურ ასოებს (ლათ. majuscul დიდი).

Ⴘემდეგ შეიცვალა მასალა, რაზედაც სწერდნენ და რითაც სწერდნენ. Ⴀმავე დროს დაიწყეს უფრო სწრაფად წერა. Ⴀსოები თანდათან გახდნენ ოთხხაზოვნები და მიიღეს ასეთი სახე. Ⴋათ უწოდებდნენ მინუსკულურ ასოებს (ლათ. minuscul პატარა).

Ⴕართულ დამწერლობაში ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა. Ⴇავდაპირველად იყო ასეთი ასოები, ერთი სიმაღლის. Ⴋათ უწოდებდნენ ასომთავრულებს.

Ⴃროთა განმავლობაში ასოები თანდათან გახდნენ ოთხხაზოვნები და მიიღეს ასეთი სახე. Ⴋათ უწოდებდნენ ნუსხურებს.

Ⴘესაბამისად, ტექსტები იწერებოდა ან ასე:

Ⴀნ ასე:

Ⴃაახლოვებით მე-13 საუკუნიდან დაიწყეს შერეული ტექსტების წერა: ძირითადად ტექსტი იწერებოდა პატარა ასოებით, წინადადების დასაწყისის პირველი სიტყვის პირველი ასო, საკუთარი და პირადი სახელების პირველი ასოები, და ზოგ შემთხვევაში არსებითი სახელების პირველი ასოები კი იწერებოდა დიდი ასოთი:

Ⴕართულში იგივე მოხდა დაახლოვებით მე-14 საუკუნეში.

Ⴀმავე დროს სწრაფი წერის შედეგად შემუშავდა დაახლოვებით ასეთი  ́ხელნაწერიa ასოები:

Ⴑწრაფად ნაწერი ტექსტები გამოიყურებოდა ასე:

1501 წ. იტალიელმა Ⴀლდუს Ⴋანუციუსმა შექმნა კიდევ ერთი სახის ბეჭდური ასოები – თავისი ფორმით და მოხაზულობით მიახლოვებული ხელნაწერ ჩქარ ასოებთან, მაგრამ ამავე დროს ეს ასოები არ იყვნენ მთლად ხელნაწერი ასოები. Ⴀმ ასოებს უწოდებდნენ კურსივს (ლათ. cursus დინება, cursivus რომელიც გარბის, littera cursiva მორბენალი ასო):

Ⴎირველი ქართული კურსივი შექმნილია 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინის და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის) მიერ. Ⴀმ პირველ ქართულ სასტამბო შრიფტში იყო ასოების სამი ნაირსახეობა: ასომთავრული, ნუსხური (სასტრიქონო) და მხედრული (ასევე სასტრიქონო). Ⴄს ბოლო ასოები წარმოადგენენ ხელნაწერ ასოებთან მიახლოვებულ სასტამბო ასოებს. Ⴆუსტად ეს არის კურსივული ასოების არსი.

Ⴉარგა ხნის განმავლობაში (დაახლოვებით ნახევარი საუკუნე) Ⴄვროპაში ასეთი ასოებით მთლიანად იკრიფებოდა წიგნების ტექსტები:

Ⴘემდეგ კი ასეთი ასოები გამოიყენებოდა ცალკეული სიტყვების ან წინადადებების გამახვილების მიზნით:

Ⴀხლა კი გადავხედოთ, თუ როგორი იყო ქართული ასოების გრაფიკის მომდევნო განვითარება.

 Ⴋე-19 ს. მეორე ნახევრიდან მთავრული ასოების ხმარება ქართულ დამწერლობაში წავიდა მრუდე გზით. 1866 წელს დაარსდა გაზეთი  “Ⴃროება“, რომელმაც განიზრახა გაზეთის ფურცლებზე გაეტარებინა მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი. Ⴋაგრამ იმის მაგივრად, რომ მთავრულებად გამოეყენებინათ ბუნებრივი ასომთავრულები, აიღეს მხედრული ბეჭდური შრიფტი და მისგან გააკეთეს მთავრულები. Ⴀმის შედეგად მთავრული ასოები დამახინჯდა, მაგრამ მთავრული ასოების ხმარების ორთოგრაფიული წესი მაინც ვერ იქნა მიღწეული.

Ⴄ. ი., ოთხხაზოვანი მხედრული ასოები გადააკეთეს ორხაზოვნად, რის შედეგადაც ყველა ასო გახდა ერთი სიმაღლის. Ⴘუა ტანის ასოები (ა, თ, ი, ო) გაიწელა და დაგრძელდა, მთლიანი ტანის ასოები (ქ, წ, ჭ) შეიკუმშა, ქვედა ტანის ასოები (გ, დ, ე, ვ, კ, ლ, ჟ, ტ, უ, ფ, ღ, ყ, ც, ჯ) ამოუდგნენ გვერდით ზედა ტანის ასოებს (ბ, მ, ნ, პ, რ, ს, შ, ჩ, ხ, ჰ). Ⴋხედრულმა ასოებმა მიიღეს არაბუნებრივი დამახინჯებული სახე.

„Ⴃროების“ ამ აქტმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, რადგან ამ ახლად გაკეთებული ასოების ხმარება სათაურებში და ტიტულებში კი შეიძლებოდა, მაგრამ მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი, ვინაიდან ოთხხაზოვანი და ორხაზოვანი ზედა ტანის ასოების გარჩევა შეუძლებელია. Ⴄს ნათლად ჩანს ქვემოთ მოყვანილ სურათზე.

Ⴕვემოთ მოყვანილია მაგალითი Ⴈ. Ⴂოგებაშვილის 1865 წლის „Ⴕართული ანბანიდან“. Ⴗოველი ახალი სტრიქონი იწყება სატიტულო (ორხაზოვანი მხედრული) ასოთი, მაგრამ ზედა ტანის ასოები ვერ აღიქმება როგორც მთავრული, რადგან ეს ასოები არაფრით არ განსხვავდებიან ოთხხაზოვან მხედრულისგან. Ⴋარჯვნივ იგივე ტექსტი ასომთავრულის გამოყენებით. Ⴋესამე მაგალითი ოთხხაზოვანი მხედრულებით.

Ⴇავი დავანებოთ სილამაზეს, რომელიც ყველას ესმის თავისებურად. Ⴅიმსჯელოთ ადვილკითხვადობაზე. Ⴀმ სამი მაგალითიდან რომელი უფრო ფუნქციონალურია? Ⴋესამე ვარიანტი გამორიცხულია! Ⴎირველი ვარიანტი ნაწილობრივ (სანახევროდ) ფუნქციონალურია, რადგად ზოგი მთავრული განირჩევა, უფრო მეტი კი არა. Ⴋეორე ვარიანტი კი, ჩემი აზრით, ფუნქციონალურობის თვალსაზრისით ძალიან კარგია.

 Ⴋაშასადამე, ორთოგრაფიული მიზანი ვერ იქნა მიღწეული, და ამ ახლად გაკეთებულ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად მხოლოდ სათაურებში. Ⴁოლოს და ბოლოს, ასეთი გაუაზრებელი ექსპერიმენტების შედაგად დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე–20 საუკუნის განმავლობაში იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის.

 Ⴓნდა ითქვას, რომ  ́Ⴃროებასa სულაც არ უნდოდა ასეთი შედეგის მიღება. Ⴋას უნდოდა მთავრულასოებიანი ტექსტების დანერგვა, მაგრამ თავისებურად. Ⴐაც გამოვიდა, ჩვენ ვხედავთ ნათლად. Ⴂამოვიდა კი ის, რომ ქართულმა დამწერლობამ დაკარგა მოქნილობა და ძალა. Ⴃა ამას მოჰყვა მეორე უბედურება – თანამედროვე ქართველები ძირფესვიანად მოსწყდნენ თავიანთ წარსულს. Ⴇითო-ოროლა მეცნიერის გარდა ვერავინ ვერ კითხულობს ჭეშმარიტი ასოებით დაწერილ ტექსტებს. Ⴉითხვას ვინღა ჩივის, ვერც კი სცნობენ რომ ქართულია. Ⴀქ აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უცხო, ახლო მდგარი ერები, ბუზანკალებივით დასცქერიან ამ უპატრონოდ დარჩენილ სიმდიდრეს და ჯერჯერობით არ იციან, როგორ მიითვისონ იგი. Ⴇუ ჩვენ მომავალშიც გამოვიჩინეთ ბლურჩობას, მიტაცების ხერხს აუცილებლივ გამონახავენ. Ⴀმაში ეჭვი ნურავის შეეპარება.

 Ⴘემდეგ სურათებში ნაჩვენებია ის მიმართულება, რომლითაც ამიერიდან უნდა განვითარდეს ქართული დამწერლობის გრაფიკა!

Ⴀმ ასოების დანერგვისათვის არის ყველაფერი – ადგილი UNICOD-ში, შრიფტები, კლავიატურის სამი სახის გაწყობა. Ⴄს ყველაფერი რაღაც 20 – 30 წლის წინ არ არსებობდა. Ⴃღეს ყველაფერი ეს არის. Ⴑაჭიროა მხოლოდ სურვილი და ოდნავ თავის შეწუხება ამ ასოების სწავლისთვის. Ⴂამოცდილებიდან ვიცი, რომ სურვილის შეთხვევაში მათ ათვისებას დასჭირდება სულ მეტი სამი დღე.










































Ⴕართული ასოების სახეობები და მათი ხმარების წესები.

0 comments

 Ⴕართული ასოების სახეობები და მათი ხმარების წესები.

Ⴕართული ასოების სახეობები.

Ⴀსომთავრულები: ႠႡႢႣႤႥႦჁႧႨႩႪႫႬჂႭႮႯႰႱႲჃႳႴႵႶႷႸႹႺႻႼႽႾჄႿჀჅ

Ⴌუსხური ასოები: ⴀⴁⴂⴃⴄⴅⴆⴡⴇⴈⴉⴊⴋⴌⴢⴍⴎⴏⴐⴑⴒⴣⴓⴔⴕⴖⴗⴘⴙⴚⴛⴜⴝⴞⴤⴟⴠⴥ

Ⴋხედრული ასოები: აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳუფქღყშჩცძწჭხჴჯჰჵ

Ⴀსოების ხმარების წესები.






 






Ⴕართული ტექსქის დაკაბადონების ვარიანტები.

0 comments

 Ⴕართული ტექსტის დაკაბადონების ვარიანტები.

1. Ⴑათაური ასომთავრულ-მხედრული მუქი ასოებით.

Ⴒექსტი ასომთავრულ-მხედრულით.

Ⴑიტყვები „Ⴠეროდოტე“ და „Ⴔასიდი“ გამახვილებულია დახრილი ასოებით.

2. Ⴑათაური ასომთავრულ –მცირე ასომთავრული მუქი ასოებით .

Ⴒექსტი ასომთავრულმხედრულით.

Ⴑიტყვები „Ⴠეროდოტე“ და „Ⴔასიდი“ გამახვალებულის მიზნით

აკრეფილია ასომთავრულ–მცირე ასომთავრული ასოებით.

3. Ⴑათაური ასომთავრულ–მცირე ასომთავრული მუქი ასოებით .

Ⴒექსტი ასომთავრულ-მხედრული ასოებით.

Ⴑიტყვები „Ⴠეროდოტე“ და „Ⴔასიდი“ გამახვალებულის მიზნით

აკრეფილია ასომთავრულ–ნუსხური ასოებით.

4. Ⴑათაური ასომთავრულ–მცირე ასომთავრული მუქი ასოებით.

Ⴒექსტი ასომთავრულ-ნუსხური ასოებით.

Ⴑიტყვები „Ⴠეროდოტე“ და „Ⴔასიდი“ გამახვალებულის მიზნით

აკრეფილია ასომთავრულ-მხედრული ასოებით.









«Ⴉურსივ-მხედრული». 14.08.2026.

0 comments

 «Ⴉურსივ-მხედრული». 14.08.2026.

Ⴑტატიის ელექტრონული ორიგინალი იხილეთ აქ:

https://drive.google.com/file/d/1gOR67UiTBnM2ap3JccqO2zRRqBJh48X8/view?usp=sharing

Ⴋხედრულ-კურსივი

0 comments

 Ⴋხედრულ-კურსივი

 1. Ⴊათინური კურსივი, ანუ სასტამბო ასოები, თავისი მოხაზულო­ბით მიახლოვებული ხელნაწერ ასოებთან, შექმნა იტალიელმა Ⴀლ­დუს Ⴋანუციუსმა 1501 წელს. Ⴃაერქვა ამ შრიფტს კურსივი (cursus – სირბილი, დინება; cursivus – რომელიც გარბის; littera cursiva – ასო, რომელიც გარბის [მორბენალი ასო]. Ⴙემი აზრით, ეს იგივეა, რაც ქართული მხედრული ასო. Ⴘუა საუკუნოვან ქართველის თვალში ვინ უფრო ჰგავს მორბენალს – ქვეითი თუ ამხედრებული?

2. Ⴊათინურში არ არსებობდა საერო, სახელმწიფო ხელწერა. Ⴉურ­სივი იყო ერთ-ერთი იმ სასტამბო ასოებიდან, რომელიც შეიქმნა წიგნის ბეჭდვის პროცესის შექმნის შემდეგ. Ⴈგი ითვლებოდა კომპაქ­ტურად და ადვილად საკითხავად, ამიტომ მოიპოვა პოპულარობა. Ⴇითქმის 100 წლის მანძილზე წიგნები იბეჭდებოდა ამ ასოებით.

 3. Ⴎირველი ქართული სასტამბო შრიფტი (ასომთავრული, ნუსხუ­რი და მხედრული) შეიქმნა იმავე Ⴈტალიაში, Ⴐომში 1629 წელს. Ⴀმ წელსვე იქვე დაიბეჭდა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი. Ⴋხედრუ­ლი ასოები ამ საშრიფტო გარნიტურში მიახლოვებულნი არიან ხელ­ნაწერ სწრაფწერულ ასოებთან. Ⴑწორედ ეს არის მთავარი თვისება ნებისმიერ კურსივისა.

 4. Ⴊათინურ დამწერლობაში, ისევე როგორც ქართულში, არ განირ­ჩეოდა „ერი და ბერი“ ან „საერო და სასულიერო“. Ⴃამწერლობა იყო ერთი და მას ხმარობდნენ ყველანი. Ⴑაერთოდ ტერმინი „ხუცური“, ჩემი აზრით, ან ძალიან ძველია (წინაქრისტიანული, წარმართული ხანის, როდესაც შეიქმნა ქართული დამწერლობა ხუცების/ქურუმე­ბის მიერ), ან გაცილებით გვიანდელია. Ⴈს, რომ წიგნები იწერებოდა (იხატებოდა) ასომთავრულით და ნუსხურით, სავსებით ლოგიკურია – წიგნის გადაწერა სწრაფწერული „ნაჯღაბნი“ ასოებით, რბილათ რომ ვთქვათ, არ იყო გამართლებული. Ⴜიგნები კი იყო ძირითადად სასულიერო ხასიათის. Ⴑხვები თითქმის არ იყო. Ⴀმიტომ, არც თუ ისე საქმეში კარგად ჩახედულმა ადამიანმა, ალბათ თქვა:

– Ⴄგ ხომ „ხუცების“ წიგნებიაო.

Ⴃა ალბათ მაშინ გაჩნდა ეგ ტერმინი. Ⴗოველ შემთხვევაში, „ხუცუ­რი“ არ არის ასოების სახელწოდება. Ⴀსოების სახელწოდებაა „ასო­მთავრული“ [დიდი], „ნუსხური“ [პატარა] და „მხედრული“ [სწრაფი]. Ⴐა რას ნიშნავს, ჩემი აზრით, გასაგებია.

 5. „Ⴋხედარი“, მგონია არ ნიშნავს „ერს“. „Ⴋხედარი“ არ არის „ხუ­ცის“ საპირისპირო სიტყვა.

 6. Ⴇავადების ქალიშვილები, მე17-18 სს. „Ⴅეფხისტყაოსანს", „Ⴇამა­რიანს“ და ა. შ. გადასწერდნენ ხოლმე მხედრული ასოებით იმიტომ, რომ ასეთი ასოებით წერა იყო სწრაფი და იოლი. Ⴂარდა ამისა, ისი­ნი არ იყვნენ პროფესიონალი გადამწერები, რომლებიც ასრულებდ­ნენ ამას წიგნის დაკაბადონების კანონების გათვალისწინებით. Ⴃა საერთოდ, ამ პერიოდში უკვე არსებობდა წიგნის ბეჭდვის პროცესი და მათ ხელნაწერებს ჩვენ უნდა ვუყუროთ როგორც შინაურულად შესრულებულ ნახელავს. Ⴀნუ სუფთაწერის ნიმუშს და არა როგორც მისაბაძ მაგალითს.

«Ⴀსომთავრულის და ნუსხურის ხმარება». 12.08.2026.

0 comments

 «Ⴀსომთავრულის და ნუსხურის ხმარება». 12.08.2026.

Ⴑტატიის ელექტრონული ორიგინალი იხილეთ აქ:

https://drive.google.com/file/d/1rJtket4FB5VNfn4K1yGWv5U5jpn9f9Gg/view?usp=sharing