Ⴅახტანგის სტამბა Ⴇბილისში.

 Ⴋე-18 ს. დასაწყისში Ⴅახტანგ VI Ⴅლახეთიდან მოიწვია მესტამბე Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩი (Ⴋიხაილ Ⴅალახი, ცნობი-ლი ქართველი მოღვაწის Ⴀნთიმოზ Ⴈვერიელის მოწაფე). Ⴇბილისში Ⴋტკვრის პირას, თავისი სასახლის ახლოს, მო-აწყო სტამბა და შეუდგა წიგნების გამოცემას. Ⴀმ სტამბაში 1709 წ. დამზადდა Ⴑაქართველოში პირველი ნაბეჭდი წიგ-ნი «Ⴑახარება». Ⴀმავე წელს გამოიცა «Ⴃავითნი» და «Ⴑამოციქულო». Ⴄს წიგნები დაიბეჭდა Ⴋიხაელ Ⴈშტვანოვიჩის (Ⴑტეფანიშვილის) მიერვე დამზადებული შრიფტით.

Ⴑულ 1722 წლამდე, როდესაც სტამბამ შეწყვიტა თავისი არსებობა, დაიბეჭდა ოცი წიგნი. Ⴑტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: Ⴌიკოლოზ Ⴍრბელიანი, Ⴂერმანე Ⴋღვდელმონაზონი, Ⴉვიპრიანე Ⴑამთავნელი და სხვანი.
Нравится
Комментировать
Поделиться

0 comments:

Отправить комментарий