Ⴂიორგი Ⴅაშაძის პარტიის სახელწოდების და ემბლემის შესაძლო ვარიანტი

Ⴋოსაზრებები Ⴂიორგი Ⴅაშაძის მოძრაობის (პარტიის) სახელწოდებასთან დაკავშირებით. Ⴑახელი უნდა იყოს მარტივი და გასაგები ყველასთვის. Ⴑახელში უნდა იყოს გამაერთიანებელი, ერთიანი ძალისხმევის მომენტები.
Ⴘესაძლო ვარიანტები:
„Ⴜინ Ⴑაქართველოვ!“ „Ⴑაქართველო XXI საუკუნე“; „Ⴀხალი Ⴄრა“; „Ⴖია საზოგადოება“; „Ⴄრთიანი ძალისხმევა“; „Ⴔართე გზა“; „Ⴙვენ ერთად“; „Ⴗველამ ერთად!“
Ⴍპტიმალურად მესახება ბოლო ვარიანტი: „Ⴗველამ ერთად!“
Ⴎარტიის (მოძრაობის) ემბლემა შეიძლება იყოს ფუტკარი, რომელიც არის:
1. Ⴋუდმივი, დაუღალავი, შემოქმედიბითი შრომის სიმბოლო;
2. Ⴈნდივიდუალური შრომისუნარიანობის სიმბოლო;
3. Ⴀღმშენებლობის სიმბოლო;
4. Ⴇავდაცვის უნარიანობის სიმბოლო (თუ ხელი ახელი, მწარედ გიკბენს; პატარაა, მაგრამ ყველას ეშინიან მისი).
Ⴎარტიის ემბლემა პირობიად შეიძლება იყოს ასეთი: ფუტკრის გამოსახულება და პარტიის სახელწოდება „Ⴗველამ ერთად!“. Ⴆემოთ ასომთავრულ-ნუსხური ასოებით, ქვემოთ ასომთავრულ-მხედრულით. Ⴘესაბამისად პარტიული ფერები — ყვითელ-შავი.

0 comments:

Отправить комментарий