Ⴀსომთავრულ-ნუსხურის თვითმასწავლებელი 2.

Ⴀსომთავრულ-ნუსხურის თვითმასწავლებელი 2.
Ⴃღეიდან ვიწყებ ასომთავრულ-ნუსხურ-მხედრული ტექსტების დადებას. Ⴒექსტები გამართულია მარტივი წესით: ასომთავრულით იწყება წერტილის შემდეგ ახალი წინადადების პირველი სიტყვა, და აგრეთვე საკუთარი და პირადი სახელები.
Ⴄს წესი მოქმედებს „ევროპულ“ დამწერლობებში და ჩვენშიც იყო ხმარებაში მე-19 საუკუნის 60-ან წლებამდე.
Ⴊუწ (მარცხენა) გვერდზე მოთავსებულია ასომთავრულ-ნუსხური ტექსტი.
Ⴉენტ (მარჯვენა) გვერდზე კი იგივე შინაარსის ასომთავრულ-მხედრული.
Ⴑაწყის ეტაპზე იკითხეთ ასომთავრულ-მხედრული. Ⴋომავალში კი თანდათან შეიძლება გადასვლა ასომთავრულ-ნუსხურზე.
Ⴘეგიძლიათ გადაიტვირთოთ PDF-ფაილები, შემდეგ დაბეჭდოთ პრინტერზე და იკითხოთ ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტები. Ⴕეღალდზე ნაბეჭდი ტექსტის კითხვა გაცილებით უფრო მოხერხებულია, ვიდრე ეკრანიდან.

Ⴉითხვა არის ასომთავრულის და ნუსხურის შესწავლის საუკეთესო საშუალება!

0 comments:

Отправить комментарий