Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

საქართველოს ახალი დღესასწაულები


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა.  2009. — 340 გვ., 3667 ილ., 89 ტაბ. 
Ⴃღესასწაუულები. — Ⴂვ. 62-63.

Ⴛვ. წ. მე-4 საუკუნეში Ⴑაქართველო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ. 303 წ. ძვ. წ. Ⴔარნავაზის მიერ მეფის ტიტულის მიღების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქართულ ეროვნულ სახელსმწიფოს. Ⴋრავალ რეფორმებთან ერთად Ⴔარნავაზმა განახორციელა ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმებიც. Ⴛვ. წ. 284 წელს შემოღებულ იქნა მზის უძრავი წელიწადის სრულიად სახელმწიფო ერთიანი კალენდარი და ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 412 წელს). Ⴘემოღებულ იქნა სახელმწიფო ქართული ენა, სრულიად ქართული სახელმწიფო დამწერლობა და საფუძველი ჩაეყარა ქართულ მწიგნობრობას  (დამწერლობის შექმნის თარიღია ძვ. წ. 412 წელი). Ⴃაახლოვებით 600 წლის შემდეგ კი მოხდა კიდევ ერთი დიდი მოვლენა – მე-4 ს. დასაწყისში ქრისტიანობა Ⴑაქართველოში გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიედ.

Ⴑაქართველოს ახალი დღესასწაულები
Ⴑახელმწიობრიობის დღესასწაული
Ⴄნის და დამწერლობის დღესასწაული
Ⴜელთაღრიცხვის დღესასწაული
Ⴄკლესიის დღესასწაული



Ⴂადმოტვირთე  აქედან:

0 коммент.:

Отправить комментарий