Ⴕართული Ⴃასაბამი და Ⴕორონიკონი
0 коммент.
Ⴕართული Ⴃასაბამი და Ⴕორონიკონი
Ⴀხ.წ. 325 წელს ჩატარდა Ⴌიკეის
საეკლესიო კრება, რომელმაც პასქალური დღესასწაულის გამოსათვლელად მიიღო 532 წლიანი
”Ⴃიდი Ⴈნდიქტიონი”. Ⴀმ ციკლის მე-10 მოქცევის 5320 წელი საფუძვლად დაედო
სხვადასხვა ქრისტიანული ერის წელთაღრიცხვას, მათ შორის ქართულს. Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამი
(ძვ. წ. 284 წ.) საფუძვლად დაედო ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვასაც: 5320 წ. +
284 წ. = 5604 წ. ქართული Ⴃასაბამიდან, ანუ Ⴕრისტეშობის წელი.
Ⴕრისტეშობიდან 1995 წლის 19 აგვისტოს დაიწყო ქართული Ⴃასაბამის
ახალი LXXVII (77-ე) საუკუნე, ანუ 7600 წელი!
Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2017 წელი უდრის 7621 წელს ქართულ Ⴃასაბამიდან!
Ⴀხ. წ. 1313 წ. დაიწყო მე–14 მოქცევა, რომელიც დამთავრდა
1844 წ. Ⴋომდევნო 1845 წელს კი დაიწყო მე–15 მოქცევა. Ⴋაშასადამე, Ⴕრისტეშობიდან 2017 წ. უდრის 173 წელს
Ⴕორონიკონით!
Автор: Tamaz Mchedlidze на среда, октября 04, 2017
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვა
0 коммент.
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვა
Ⴛვ.წ.
მე-4 საუკუნეში Ⴑაქართველო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ. Ⴛვ. წ. 303 წ. Ⴔარნავაზის მიერ
მეფის ტიტულის მიღების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქართულ ეროვნულ
სახელმწიფოს. Ⴋრავალ რეფორმებთან ერთად Ⴔარნავაზმა განახორციელა ზოგადსახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის რეფორმებიც.
Ⴉერძოდ,
ძვ. წ. 284 წელს შემოღებულ იქნა მზის უძრავი წელიწადის სრულიად სახელმწიფო ერთიანი
კალენდარი და ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 412 წელს).
Ⴘემოღებულ
იქნა სახელმწიფო ქართული ენა, სრულიად სახელმწიფო
ქართული დამწერლობა და საფუძველი ჩაეყარა ქართულ მწიგნობრობას (დამწერლობის შექმნის
თარიღია ძვ. წ. 412 წელი).
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის ამოსავალი
წერტილია Ⴈბერიის სამეფოში Ⴔარნავაზ მეფის მიერ სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობის შემოღების თარიღი
— ძვ. წ. 284 წ. Ⴀნუ, Ⴕრისტეშობის წელი უდრის 284 წ. Ⴕართული ანბანის შემოღებიდან.
Ⴕრისტეშობიდან 2016 წლის 19 აგვისტოს დაიწყო Ⴈბერიული (ქართული) წელთაღრიცხვის ახალი XXIV (24–ე) საუკუნე, ანუ 2300 წელი!
Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან
2017 წელი უდრის 2301 წელს ქართული ანბანის
შემოღებიდან!
Автор: Tamaz Mchedlidze на вторник, октября 03, 2017
Ⴕართული ეროვნული კალენდარი და წელთაღრიცხვა
0 коммент.
Ⴕართული
ეროვნული კალენდარი
და წელთაღრიცხვა
და წელთაღრიცხვა
Ⴕართველები
უძველეს დროში სარგებლობდნენ მთვარის კალენდრით, რომელიც შემდეგში შეიცვალა მზის კალენდრით.
Ⴛვ. წ. 412 წ. შეიქმნა ქართული ანბანური დამწერლობა და ქართული წარმართული კალენდარი,
რომლის თანახმადაც წელიწადში იყო 30–30 დღიანი 12 თვე. Ⴇვეებს ჰქონდათ თავიანთი ძველი
ქართული სახელწოდებები. Ⴋე-12 თვის ბოლოს მოდიოდა 5 (ნაკიან წელიწადში კი 6) დამატებითი
დღე.
Автор: Tamaz Mchedlidze на понедельник, октября 02, 2017
Ⴓძველესი ქართული მონოგრამები მონეტებზე
0 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на четверг, сентября 14, 2017
Ⴕართული მონოგრამების ძველი ნიმუშები
0 коммент.
Ⴋონოგრამა (ბერძნ.
μόνος — ერთი, γραμμα — ასო) — ნიშანი, რომელიც შესდგება ერთმანეთში შეერთებული, გვერდიგვერდ
მდგარი ან ერთიმეორეზე გადახლართული სახელისა და გვარის პირველი ასოებისგან ან მთლიანი
სახელის შემოკლებისგან. Ⴂარდა ამისა, მონოგრამას წარმოადგენს სახელის შემოკლებული
გამოხატვა. Ⴅენზელი კი წარმოადგენს მხატვრულად გადახლართულ სახელისა და გვარის პირველ
ასოებს, რომლებიც ჰქმნიან ლამაზ ჩუქურთმას.
Автор: Tamaz Mchedlidze на среда, сентября 13, 2017
Подписаться на:
Сообщения (Atom)
