ევროპული კალიგრაფია

0 comments

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა. — Ⴂვ. 94-104.

Ⴂაგრძელება! Ⴃასაწყისი წინა ორ ჩანაწერში!

Ⴄვროპული კალიგრაფიის ნიმუშები (16–18 სს.)
Ⴈმის გასაგებად, თუ რა არის თანამედროვე კალიგრაფია, ვნახოთ ევროპული კალიგრაფიის მე-16–18 საუკუნეების ზოგიერთი ნიმუში.

Caspar Neff. Ⴉჲოლნი, 1549.
Urbann Wiss. Ⴚჲურიხი, 1562.
Michael Baurenfeind. Ⴌჲურნბერგი, 1716
Johann Christoph Albresht. Ⴀუგსბურგი, 1766
Louis Senault. Ⴎარიზი, 1660
Jan van den Velde. Ⴐოტერდამი, 1605
Joseph Champion. Ⴊონდონი, 1743
John Bland. Ⴊონდონი, 1760
Richard Clark. Ⴎორტსმუტი, 1758
Richard Daniel. Ⴊონდონი, 1664

Ⴂერმანია. Ⴋე-19 ს. დასასრული

Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!


ქსოვილწერა და ხვეულწერა

0 comments


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა. — Ⴂვ. 94-104.

Ⴂაგრძელება! Ⴃასაწყისი წინა ჩანაწერში!

Ⴑასტამბო ხელნაწერი ასოები
Ⴑასტამბო ხელნაწერი ასოები არის ორი სახის: განცალკევებული და გაბმული წერისათვის.




Ⴑწორედ ასეთი ასოებით იწერება კალიგრაფიული სახის ნაწარმოებები.
Ⴕვემოთ მომყავს ქართული და ლათინური ასოების შედარებითი ტაბულა. Ⴋე მგონია, ამ ტაბულიდან კარგად ჩანს ქართული ასოების არსი.
Ⴉალიგრაფიის (ნატიფმწერის) გამოყენების საგანია ბოლო, მეხუთე, უჯრედში მოყვანილი ასოები. Ⴃანარჩენ სხვა სახის ასოებს კი ჰქმნიან საშრიფტო დიზაჲნერები.
Ⴉალიგრაფიული კონკურსების მონაწილეებს უნდა მოეთხოვოს წერა ასომთავრულ/მხედრული ასოებით. Ⴓმთავრულოდ არ იქნება არავითარი ლამაზწერა! Ⴀსომთავრული იხმარება ორთოგრაფიული დანიშნულებით. Ⴄს წესი ძალიან მარტივია: ასომთავრულით იწერება ახალი წინადადების პირველი სიტყვის პირველი ასო და აგრეთვე საკუთარი და პირადი სახელები.
Ⴉალიგრაფიული ასოებით არ შეიძლება იწერებოდეს წიგნები (მრავალ ათეულ– და ასეულ გვერდებიანი ტექსტები), რადგან მათი კითხვადობა დაბალია. Ⴜიგნები იწერება (იბეჭდება) „ბეჭდური“ ასოებით.
Ⴉალიგრაფიული ასოებით იწერება მოკლე (ნახევარ–, ერთ გვერდიანი) ტექსტები: სიგელები, დიპლომები, მილოცვები, მიპატიჟების ბარათები და ა. შ.
Ⴉალიგრაფია არის ხელით, ლამაზად დაწერილი ტექსტი. Ⴐა თქმა უნდა, შეიძლება ხელით დაწერილი ასოებისგან შევქმნათ კომპჲუტერული საშრიფტო გარნიტური. Ⴂამოვა ძალიან ლამაზი ტექსტი, მაგრამ ეს არ იქნება კალიგრაფია. Ⴄს იქნება თავისუფალსტილიანი ასოებით აკრეფილი ტექსტი.
Ⴀრავითარი აზრი არა აქვს წიგნების წერას ხელით, მით უმეტეს კალიგრაფიული ასოებით. Ⴃიდი მოცულობის ტექსტის წაკითხვა ასეთი ასოებით ძალიან ძნელია და თვალების დამღლელი. Ⴜიგნის ტექსტი იკრიფება სასტამბო საშრიფტო გარნიტურებით.
Ⴃაუშვებელია სარწმუნოებრივი ხასიათის ტექსტების (ფსალმუნები, ლოცვები და ა. შ.) დაწერა კალიგრაფიული ასოებით — ეს ნიშნავს მათი შინაარსის დაკნინებას. Ⴀსეთი ტექსტები იწერებოდა წიგნებში და თანაც მთავრულ/ნუსხური ასოებით.

Ⴕართული ქსოვილწერის ნიმუშები
Ⴕსოვილწერა — დეკორატიული ხელწერა,  რომელიც ჰკრავს სტრიქონს განუწყვეტელ ორნამენტში.
„ႱႠႫႾႥႧႭ ႣႠ ႱႠႫႶႣႤႪႭ ႱႠႾႠႰႤႡႠ”
„Ⴑამხვთო და სამღდელო Ⴑახარება”
Ⴒფილისი, 1709 წ.
„ႱႠႫႶႧႭ ႣႠ ႱႠႫႶႣႤႪႭ ႱႠႫႭႺႨႵႳႪႭ“
„Ⴑამღთო და სამღდელო სამოციქულო“
Ⴒფილისი, 1709 წ.
„ႨႡႠႩႭႬႨ ႳႴႪႨႱႠ ႹႳႤႬႨႱႠ ႨႤႱႭ ႵႰႨႱႲႤႱႨ“
„Ⴈბაკონი უფლისა ჩუენისა Ⴈესო Ⴕრისტესი“
Ⴒფილისი, 1709 წ.
„ႱႠႾႠႰႤႡႠ ႫႠႰႩႭႦႨႱႨ. ႧႠႥႨ ႮႨႰႥႤႪႨ”
„Ⴑახარება Ⴋარკოზისი. Ⴇავი პირველი”
“ႼႨႢႬႨ ႼႷႭႡႨႪႱႨႲႷႥႠႭႡႠ”
“Ⴜიგნი Ⴜყობილსიტყვაობა”. 1768 წ.
„ႲႰႨႭႣႨႭႬ“; „Ⴒრიოდიონ“
Ⴋარხვანი. Ⴒფილისი, 1793 წ.
“Ⴜყობილსიტყვაობა”.
Ⴋარი Ⴁროსეს ხელწერა

Ⴕართული ხვეულწერის ნიმუშები
Ⴞვეულწერა — დეკორატიული ხელწერა მხედრული ასოებით, რომელიც იხმარებოდა მე-17—19 სს. ხელნაწერებში ავტორის ან გადამწერის ხელმოწერის გადმოსაცემად.
 
Ⴀრჩილ მეფის ხელმოწერა მისი წერილიდან Ⴀმსტერდამის
ბურგომისტრ Ⴌიკოლა Ⴅიტცენისადმი. (1686 წ.)
Ⴀნტონ Ⴁაგრატიონის “Ⴜყობილსიტყვაობის” გადამწერის
Ⴃავით Ⴐექტორ Ⴀლექსიძის ხელმოწერა. (1800 წ.)
Ⴋარი Ⴁროსეს ხელმოწერა
Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!


კალიგრაფია ანუ ნატიფწერა

0 comments

Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა. — Ⴂვ. 94-104.

Ⴕართული კალიგრაფიის ხელოვნების აღდგენა
Ⴎირველყოვლისა შევთანხმდეთ ტერმინოლოგიაზე, რამეთუ ყველაფერი იწყება სიტყვისგან. Ⴑიტყვა კალიგრაფია არის ბერძნული წარმოშობის და ქართულად ნიშნავს ლამაზად წერას (κάλλος — ლამაზი; γράφειν — წერა; καλλιγραφία — ლამაზად წერა). Ⴕართულ სიტყვა ლამაზს მოეპოვება უამრავი სინონიმი. Ⴙამოვთვლი მარტო იმ ვარიანტებს, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ კალიგრაფიის ქართული შესატყვისის შესაქმნელად: ლამაზი, კოხტა, ტურფა, ნატიფი, ნარნარი. Ⴘესაბამისად ჩვენი ახალი ტერმინი შეიძლება იყოს ასეთი: ლამაზწერა, კოხტაწერა, ტურფწერა, ნატიფწერა, ნარნარწერა. Ⴀმოირჩიეთ ნებისმიერი! Ⴋე კი მიზანშეწონილად მიმაჩნია ნატიფწერა.

Ⴕართული ასოების სახეობები
Ⴕართული ტერმინი „მთავრული“ არის ლათინური „კაპიტალურის“(capitalis) შესატყვისი (caput – თავი; capitalis – მთავარი; littera capitalis – ასომთავრული). Ⴀმ ტერმინით აღინიშნება არა მარტო გარკვეული ქართული ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი სტრიქონზედა დიდი ასოები სხვა დამწერლობებში.

„Ⴋთავრული“ — ქართული
„Ⴋაჲუსკული” — ლათინური
„Ⴄრკათაგირი” — სომხური
„Ⴎროპისნოჲ” — რუსული

“Ⴌუსხური”. Ⴀმ ტერმინით აღინიშნება არა მარტო ქართული სასტრიქონო კუთხოვანი ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი სასტრიქონო პატარა ასოები სხვა დამწერლობებში.

„Ⴌუსხური” — ქართული
„Ⴋინუსკული” — ლათინური
„Ⴁოლორაგირი” —სომხური
„Ⴑტროჩნიჲ” — რუსული
“Ⴉურსივი” ნიშნავს სწრაფწერას, გაკრულ ხელს. Ⴒერმინები “მხედრული”, “სწრაფწერა” და “გაკრული ხელი” არიან სინონიმები. Ⴀნუ ქართული ტერმინი “მხედრული” არის ლათინური “კურსივის” შესატყვისი (cursus – სირბილი, დინება; cursivus – რომელიც გარბის; littera cursiva – ასო, რომელიც გარბის (მხედრული ასო). Ⴒერმინით “მხედრული” აღინიშნება არა მარტო ქართული სასტრიქონო მრგვლოვანი ასოები, არამედ საერთოდ ნებისმიერი კურსივი, სწრაფწერა, გაკრული ხელით შესრულებული ასო სხვა დამწერლობებში.
„Ⴋხედრული” — ქართული
„Ⴉურსივი” — ლათინური
„Ⴘხაგირი” —სომხური
„Ⴑკოროპისი” — რუსული
„Ⴉაპიტელი“, „კაპიტელური ასოები“ – მთავრული ასოს მოხაზულობის და ნუსხური ასოს ზომის სასტრიქონო ასოები. Ⴀმ ტერმინის ქართული შესატყვისია „მცირე მთავრული“ (caput – თავი; caputellum – პატარა თავი).
„Ⴋცირე მთავრული” — ქართული
„Ⴉაპიტელი” — ლათინური
Ⴕართული ტერმინი „სასათაურო“ არის ლათინური „სატიტულოს“ შესატყვისი (titulus – სათაური). Ⴀმ ტერმინით აღინიშნება მთავრული მოხაზულობის ასო, რომლის ზომა არის კეგელის ზომისა.
„Ⴑასათაურო” — ქართული
„Ⴑატიტულო” — ლათინური
Ⴑასათაურო, მთავრული, მცირე მთავრული,
ნუსხური, მხედრული ასოები
Ⴀხლა შევთანხმდეთ იმაზე, თუ რა არის კალიგრაფია. Ⴉალიგრაფია არის თავისუფალ სტილში დაწერილი ასოები. Ⴆოგადად ასოები არის ორი სახის:
  • Ⴁეჭდური — ასომთავრულ/ნუსხურ/მხედრული;
  • Ⴉალიგრაფიული — გამარტივებული ასომთავრული/მხედრული.
Ⴁეჭდური ასოები ფორმით, ასოს სხვადასხვა ელემენტების ზომით, (სიმაღლით, სიგანით და ა. შ.) არიან სტატიკურები. Ⴑხვადასხვა გარნიტურის ასოები განსხვავდებიან მხოლოდ „ჩაცმულობით“ — შტრიხების სიგანით, ნაჭდევების ფორმით ან მათი არსებობით ან არარსებობით და ა. შ. Ⴀსოს ჩონჩხი კი რჩება უცვლელი.
Ⴉალიგრაფიული ასოები კი არიან დინამიურები სხვადასხვა ელემენტების ზომით, ფორმით და ა. შ. Ⴄს ასოები არიან დაწერილნი თავისუფალ სტილში.

Ⴂანსხვავება ბეჭდურ და კალიგრაფიულ ასოებს შორის
Ⴁეჭდური ასოები
Ⴉალიგრაფიული ასოები
Ⴈხატება;
Ⴈწერება;
Ⴑტატიკური, მკაცრად შეზ­ღუდული სტილი;
Ⴃინამიური, თავისუფალი სტილი;
Ⴀმ ასოებით იწერება დიდი მოცულობის ტექსტები (წიგნები და ა. შ.);
Ⴀმ ასოებით იწერება მცირე მოცულობის ტექსტები (სიგელები, დიპლომები, მოწმობები, მისალოცი ბარათები, მიპატიჟების ბარათები და ა. შ.);
Ⴄს ასოები შეზღუდულია მკაცრად თავის ფორმე­ბში, ამიტომ მათში არ ვლინდება გადამწერის არავითარი სული. Ⴜიგნე­ბის გადამწერის სული ვლინდება წიგნის დაკა­ბადონებაში და საწყისი ასოების შექმნაში, ე. ი. იმაში, რაშიც ის არის თა­ვისუფალი.
Ⴀმ ასოებში ვლინდება დამ­წერის შინაგანი სამყარო, სული, ხასიათი, განწყო­ბა.

Ⴑასტამბო ბეჭდური ასოები
Ⴑასათაურო
Ⴑატექსტო
Ⴋთავრული
Ⴑასტრიქონო
Ⴋცირე მთავრული
Ⴌუსხური
Ⴋხედრული
Ⴂაგრძელება მომდევნო ჩანაწერში!