ივანე ჯავახიშვილი. ქართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაპფია. — თბილისი: 1949.
1 commentsႨვანე Ⴟავახიშვილი. Ⴕართული დამწერლობათა-მცოდნეობა ანუ პალეოგრაპფია. — Ⴇბილისი: 1949.
Ⴜიგნი იხილეთ აქ:
Posted by Tamaz Mchedlidze at суббота, сентября 17, 2011
ლარის სიმბოლო
0 commentsႪარის სიმბოლო
Ⴋსოფლიოს ქვეყნების ფულის ბევრ ერთეულს ახასიათებს თავისი გრაფიკული სიმბოლო.
Ⴇავიანთი ეროვნული ფულის სიმბოლოები აქვთ ჩვენს უშუალო მეზობლებსაც:
Ⴇითქმის ყველა სიმბოლო შექმნილია ერთი პრინციპით: ფულის ერთეულის დასახელების პირველი ასო, რომელიც გადახაზულია ართი ან ორი თარაზული, შვეული ან ირიბი ხაზით.
Ⴀქედან გამომდინარე, ლარის სიმბოლოს შესაქმნელად უნდა ავიღოთ მთავრული ასო „Ⴊ“, რომელსაც გადავხაზავთ ერთი ან ორი ხაზით.
Ⴃაახლოვებით ეს იქნება ასე:
Ⴑუყველა ქართულ საშრიფტო გარნიტურს უნდა გაუკეთდეს მისთვის შესაფერისი ლარის სიმბოლო.
Ⴀმავე დროს, შეიძლება შეიქმნას თეთრის სიმბოლოც. Ⴐოგორც წესი, ასეთ შემთხვევაში იყენებენ სასტრიქონო ასოს.
Ⴇეთრის სიმბოლოსთვის გამოდგება მხედრული ასო „თ“, რომელიც გადაიხაზება ერთი ან ორი ხაზით. Ⴂამოვა შემდეგი:
Ⴃაწერის მაგალითები:
Ⴊარის სიმბოლოს განლაგება კლავიატურის ქართულ სტანდარტულ გაწყობაზე შეიძლება მე-4 რიგის ქვედა რეგისტრზე პარაგრაფის ნიშნის მაგივრად:
Ⴋთლიანად გვერდები იხილეთ აქ:
Posted by Tamaz Mchedlidze at пятница, сентября 16, 2011
მკითხველებს!
0 commentsႠმით ვამთავრებ „Ⴇანამედროვე Ⴂერმანიის“ ცალკეული ნაწილების დადებას საიტზე. Ⴀქ წარმოგიდგინეთ წიგნის მცირე ნაწილი.
Ⴐაც შეეხება საერთო დასკვნებს.
Ⴁლოგი შევქმენი 2011 წლის მაისში, პირველი ჩანაწერი გავაკეთე 21 მაისს. Ⴀმ სამთვენახევრის განმავლობაში დავდე 976 ჩანაწერი. Ⴋკითხველების რაოდენობა მატულობს დღითი დღე. Ⴋათი გეორგრაფიული სია კი ასეთია: Ⴑაქართველო, Ⴂერმანია, ႠႸႸ, Ⴐუსეთი, Ⴇურქეთი, Ⴑაფრანგეთი, Ⴑაბერძნეთი, Ⴄსპანეთი, Ⴈტალია, Ⴈორდანია, Ⴁულგარეთი, Ⴃიდი Ⴁრიტანეთი, Ⴉოსტა-Ⴐიკა, Ⴑინგაპური, Ⴠაიტი.
Ⴀმ სიიდან გაკვირვებას იწვევს ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან Ⴉოსტა-Ⴐიკა, Ⴑინგაპური, Ⴈორდანია. Ⴀღარაფერს ვამბობ ისეთ ეგზოტიკურ ქვეყანაზე, როგორც Ⴠაიტი.
Ⴑადღა აღარ არიან გადახვეწილები ქართველები!
Ⴎატივცემულო მკითხველებო! Ⴇუ Ⴇქვენ დაგაინტერესათ მთავრული ასოების აღდგენის იდეამ, შეგიძლიათ გამოთქვათ Ⴇქვენი აზრი. Ⴀმის გაკეთება ძალზე მარტივია — ყოველი ჩანაწერის შემდეგ არის საგანგებო სარკმელი, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ Ⴇქვენი კომენტარი.
Ⴂთხოვთ ერთს — ჩანაწერი გააკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ასოებით. Ⴈნტერნეტში არც თუ იშვიათია ქართული ტექსტის წერა ინგლისური, რიგ შემთხვევაში კი რუსული ასოებით. Ⴋიმაჩნია ეს ძალიან საშიშ ტენდენციად.
Ⴈმის მომიზეზება, რომ არ აქვთ ქართული შრიფტები, ან არ აქვთ ქართული კლავიატურის გაწყობა არ არის გამართლებული. Word-ში არის ქართულასოებიანი სტანდარტული შრიფტებიც, ქართული კლავიატურის გაწყობაც და ქართული ტექსტის წერის შესაძლებლობაც. Ⴋთავარია სურვილი მათი მოძებნისა.
Ⴎატივისცემით,
Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Posted by Tamaz Mchedlidze at вторник, сентября 13, 2011
ჰანოვერშე ალგემაინე ცაიტუნგი
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at понедельник, сентября 12, 2011
ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at понедельник, сентября 12, 2011
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (გსდპ)
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at пятница, сентября 09, 2011
Подписаться на:
Сообщения (Atom)


























