მკითხველებს!
0 commentsႠმით ვამთავრებ „Ⴇანამედროვე Ⴂერმანიის“ ცალკეული ნაწილების დადებას საიტზე. Ⴀქ წარმოგიდგინეთ წიგნის მცირე ნაწილი.
Ⴐაც შეეხება საერთო დასკვნებს.
Ⴁლოგი შევქმენი 2011 წლის მაისში, პირველი ჩანაწერი გავაკეთე 21 მაისს. Ⴀმ სამთვენახევრის განმავლობაში დავდე 976 ჩანაწერი. Ⴋკითხველების რაოდენობა მატულობს დღითი დღე. Ⴋათი გეორგრაფიული სია კი ასეთია: Ⴑაქართველო, Ⴂერმანია, ႠႸႸ, Ⴐუსეთი, Ⴇურქეთი, Ⴑაფრანგეთი, Ⴑაბერძნეთი, Ⴄსპანეთი, Ⴈტალია, Ⴈორდანია, Ⴁულგარეთი, Ⴃიდი Ⴁრიტანეთი, Ⴉოსტა-Ⴐიკა, Ⴑინგაპური, Ⴠაიტი.
Ⴀმ სიიდან გაკვირვებას იწვევს ისეთი ქვეყნები, როგორიც არიან Ⴉოსტა-Ⴐიკა, Ⴑინგაპური, Ⴈორდანია. Ⴀღარაფერს ვამბობ ისეთ ეგზოტიკურ ქვეყანაზე, როგორც Ⴠაიტი.
Ⴑადღა აღარ არიან გადახვეწილები ქართველები!
Ⴎატივცემულო მკითხველებო! Ⴇუ Ⴇქვენ დაგაინტერესათ მთავრული ასოების აღდგენის იდეამ, შეგიძლიათ გამოთქვათ Ⴇქვენი აზრი. Ⴀმის გაკეთება ძალზე მარტივია — ყოველი ჩანაწერის შემდეგ არის საგანგებო სარკმელი, სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ Ⴇქვენი კომენტარი.
Ⴂთხოვთ ერთს — ჩანაწერი გააკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ქართული ასოებით. Ⴈნტერნეტში არც თუ იშვიათია ქართული ტექსტის წერა ინგლისური, რიგ შემთხვევაში კი რუსული ასოებით. Ⴋიმაჩნია ეს ძალიან საშიშ ტენდენციად.
Ⴈმის მომიზეზება, რომ არ აქვთ ქართული შრიფტები, ან არ აქვთ ქართული კლავიატურის გაწყობა არ არის გამართლებული. Word-ში არის ქართულასოებიანი სტანდარტული შრიფტებიც, ქართული კლავიატურის გაწყობაც და ქართული ტექსტის წერის შესაძლებლობაც. Ⴋთავარია სურვილი მათი მოძებნისა.
Ⴎატივისცემით,
Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე
Posted by Tamaz Mchedlidze at вторник, сентября 13, 2011
ჰანოვერშე ალგემაინე ცაიტუნგი
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at понедельник, сентября 12, 2011
ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at понедельник, сентября 12, 2011
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია (გსდპ)
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at пятница, сентября 09, 2011
დემოკრატიული სოციალიზმის პარტია (დსპ)
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at пятница, сентября 09, 2011
გერმანიის ნაციონალ–დემოკრატიული პარტია (გნპ)
0 commentsPosted by Tamaz Mchedlidze at пятница, сентября 09, 2011
Подписаться на:
Сообщения (Atom)




















