Ⴕართული კურსივი

0 comments

                                   Ⴕართული კურსივი

Ⴎირველი ქართული კურსივი შექმნილია 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის) მიერ.

 Ⴕართული „Italic“-ი არ შეუქმნია არც Ⴌიკო Ⴌიკოლაძეს და არც Ⴂიორგი Ⴌიკოლაძეს. Ⴈმას, რასაც უწოდებენ „Italic“-ს, ქართულად ჰქვია „მხედრული“. Ⴘეიქმნა კი ქართული სასტამბო მხედრული 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილი) მიერ. Ⴀმ პირველ ქართულ სასტამბო შრიფტში იყო ასოების სამი ნაირსახეობა: ასომთავრული, ნუსხური (სასტრიქონო) და მხედრული (ასევე სასტრიქონო). Ⴄს ბოლო ასოები წარმოადგენენ ხელნაწერ ასოებთან მიახლოვებულ სასტამბო ასოებს. Ⴆუსტად ეს არის „კურსივული“ („Italic“-ური) ასოების არსი.

Ⴎირველი ქართული სასტამბო შრიფტი. (1629 წ.)

Ⴕვემო სურათზე ნაჩვენებია Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის პირველი ქართული სასტამბო შრიფტი (Ⴐომი, 1629 წ.). Ⴋესამე რიგში „მხედრული“, ანუ ლათინური „კურსივის“ ბადალი ასოები.

Ⴎირველი ქართული სასტამბო შრიფტი. (1629 წ.)
Ⴋესამე რიგში „მხედრული“, ანუ ლათინური „კურსივის“ ბადალი ასოები.

Ⴎირველი კურსივი ლათინურში შეიქმნა Ⴈტალიაში Ⴀლდუს Ⴋანუციუსის მიერ 1501 წელს. Ⴄს ასოები თავისი მოხაზულობით მიახლოვებულია ხელნაწერ ასოებთან და ამავე დროს დახრილია. Ⴀმ ასოებმა მოიპოვა მაშინ დიდი პოპულარობა, ვინაიდან ითვლებოდა კომპაქტურად, და ამ ასოებით იკრიფებოდა მცირე ფორმატის წიგნები. Ⴃღეს კი ამ ასოებით კრეფენ ცალკეულ სიტყვებს ან ცალკეულ წინადადებებს ტექსტში მათი გამახვილების მიზნით.

Ⴊათინური ჩვეულებრივი სასტრიქონო და კურსივი,
ანუ ქართული ტეომინოლოგიით ნუსხური და მხედრული

Ⴐაც შეეხება სახელწოდებას. Ⴀმ ასოების ლათინური სახელწოდებაა „კურსივი“ (მე-17 საუკუნემდე ლათინური ენა Ⴄვროპაში ითვლებოდა მეცნიერების ერთადერთ ენად). „Ⴉურსივი“ ნიშნავს სწრაფწერას, გაკრულ ხელს. Ⴒერმინები „მხედრული“, „სწრაფწერა“ და „გაკრული ხელი“ სინონიმებია. Ⴀნუ ქართული ტერმინი „მხედრული“ ლათინური „კურსივის“ შესატყვისია (cursus — სირბილი, დინება; cursivus — რომელიც გარბის; littera cursiva — ასო, რომელიც გარბის [მორბენალი ასო, მხედრული ასო]).

Ⴂერმანულში დამკვიდრდა ლათინური ტერმინი „კურსივი“. Ⴈნგლისურში და ფრანგულში კი დამკვიდრდა კურსივის შესატყვისი ტერმინი „იტალიური“, განსხვავებით სწორ ასოებისგან, რომელსაც უწოდებენ „რომაულს“. Ⴇანამედროვე ქართულში ლათინური ტერმინი „კურსივი“ შემოვიდა გერმანულის მეშვეობით და დიდი ხანია დამკვიდრდა. Ⴀქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ვერავითარ აუცილებლობას ტერმინ „კურსივის“ შეცვლას „Italic“-ით. Ⴀღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს „კურსივის“ შესატყვისი სუფთა ქართული ტერმინი „მხედრული“.
Ⴎირველი ქართული სასტამბო შრიფტით
შესრულებული ტექსტის ფრაგმენტი

1629 წ. და მომდევნო ათწლეულებში და საუკუნეებში (დღევანდელობის ჩათვლით) შექმნილი მხედრულასოებიანი შრიფტები შესდგებიან კურსივულ („Italic“-ურ) ასოებისგან, ანუ სასტამბო მხედრულებისგან. Ⴀსე რომ, ასოები, რომლებითაც აკრეფილია თანამედროვე ქართული ტექსტები, არიან კურსივულები („Italic“-ურები). Ⴂარდა ამისა, ტექსტებში არ ხმარობენ ასომთავრულებს. Ⴝეშმარიტი ასომთავრულები და ნუსხურები კი, როგორც ნაბეჭდი ტექსტის ძირითადი ასოები, მივიწყებულია იმდენად, რომ ქართველები მათ ვეღარც კი სცნობენ, რომ ქართულებია. Ⴑცადეთ და აუხსენით ევროპელებს ეს მდგომამარეობა. Ⴌორმალური ჭკვის ევროპელი ამას ვერ გაიგებს, ფანტაზია არ ჰყოფნის.

Ⴎირველი ქართული სასტამბო შრიფტით
შესრულებული ტექსტის ფრაგმენტი

Ⴎირველი ქართული სასტამბო შრიფტით
შესრულებული ტექსტის ფრაგმენტი

Ⴎირველი ქართული სასტამბო შრიფტით
შესრულებული ტექსტის ფრაგმენტი














ႫႠႻႶႠႰႱ ...

0 comments

 


Ⴄგრეთ წოდებული «Ⴋხედრული მთავრული». 06.08.2026.

0 comments

Ⴄგრეთ წოდებული «Ⴋხედრული მთავრული». 06.08.2026.

Ⴑტატიის ელექტრონული ორიგინალი იხილეთ აქ: https://drive.google.com/file/d/1VF7XdYzMYORr_NSTZNktl4ClpT9aqqjU/view?usp=drive_link


Ⴄგრეთ წოდებული «Ⴋხედრული მთავრული». 06.08.2026.

0 comments

















ႫႠႫႠႪႱ ...

0 comments

 


Ⴕართული საბავშვო კლავიატურა.

0 comments

Ⴕართული საბავშვო კლავიატურა





Ⴋრავალენოვანი კლავიატურები. Ⴀსონიშნების გამოსახვა კლავიშებზე.

0 comments

 

Ⴋრავალენოვანი კლავიატურები

Ⴀსონიშნების გამოსახვა კლავიშებზე

 Ⴅინაიდან ინგლისური ენა მშობლიურია კომპიუტერისთვის, ქართულ ასოებს კლავიატურაზე აუცილებლივ უნდა ახლდეს ინგლისური ასოები, რადგან საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს გაწყობის გადართვა ქართულიდან ინგლისურზე და პირიქით, და ტექსტის აკრეფა ამ ენებზე.

Ⴈმ შემთხვევისთვის, თუ მომხმარებელს ექნება მესამე ენის გამოყენების სურვილი, გავაკეთე ნაწებები კლავიშებზე სამი ანბანის ასოების განლაგებით. Ⴑაქართველოს პირობებში ქვემოთ მოყვანილი ვარიანტები, ალბათ, საკმარისია.

 


















Ⴕართული კლავიატურის რაციონალური გაწყობის შემუშავება და დანერგვა

0 comments

 Ⴕართული კლავიატურის რაციონალური გაწყობის შემუშავება და დანერგვა

  Ⴆოგადად რომ ვთქვათ, ქართული ასოების მექანიკური დასმა სხვაენოვან კლავიშებზე მი­მაჩნია მცდარ პრაქტიკად. Ⴀსოების ოპტიმალური განლაგება კლავიატურაზე უზრუნველ­ყოფს ტექსტის აკრეფის სიადვილეს. Ⴞშირად ხმარებადი ასოები განლაგებულია შუაში, იშვი­ათად ხმარებადი კი განზე.

 Ⴕართულ ანბანს არ გააჩნია არავითარი კავშირი ინგლისურთან: არც ასოების რაოდენობა­ში, არც სხვადასხვა ასოების არსში, არც ცალკეული ასოების ხმარების სიხშირეში და მრა­ვალ სხვა რამეში. Ⴛალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული და ინგ­ლისური არიან სიმღერე­ბი სხვადასხვა ოპერიდან. Ⴀსეთი მექანიკური დასმა ინგლისურ ასოებზე არავის არ გაუკეთე­ბია. Ⴊათინურასოებიან ანბანებშიც კი — ფრანგული კლავიატურა მკვეთრად განსხვავდება ინგლისურისგან. Ⴇვით ინგლისური გაწყობა განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში: Ⴈნგლისში, Ⴀმერიკაში, Ⴀვსტრალიაში, Ⴀხალ Ⴆელანდიაში და ა. შ. Ⴐაც შეეხება არალათინურანბანებიან კლავიატურებს, მათში ასოები არ არის მიბმული ინგლისურებზე.

 Ⴀრსებობს ქართული საბეჭდი მანქანის გაწყობა, რომელიც შექმნილია ერგონომიული პრი­ნციპის გათვალისწინებით, Ⴂარდა ამისა, ეს კლავიატურა იყო ხმარებაში ასზე მეტი წლის მანძილზე და შესაბამისად გამოცდილია.

 Ⴕართული შრიფტით და კლავიატურით აღჭურვილი პირველი საბეჭდი მანქანები გამოჩნდა 1896 წელს. Ⴋნიშვნელოვანია, რომ ამ კლავიატურას გააჩნდა ზემო და ქვემო რეგისტრები. Ⴆე­მო რეგისტრით იკრიფებოდა ე. წ. სატიტულო ასოები, რომლებსაც დღეს ზოგიერთი უწოდებს მხედრულის მთავრულებს. Ⴅინაიდან ეს სატიტულო ასოები ვერ ასრულებდნენ მთავრულე­ბის როლს (მათი ხმარება შიგ ტექსტში იყო შეუძლებელი), მათ შემქმნელებმა ჯერ კიდევ 1866 წელს შეარქვეს Ⴑატიტულოები.

 Ⴄს საბეჭდი მანქანის კლავიატურა, ვფიქრობ, ოპტიმალურია ქართული ტექსტის ასაკრე­ფად,

 Ⴀმ ბოლო დროს გამოჩნდა ე. წ. ერგონომიული გაწყობა. Ⴋართალია, არსად არ მინახავს ამ გაწყობის ახსნა-განმარტება, მაგრამ ალბათ იგი შექმნილია ამავე პრინციპით, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად განსხვავდება საბეჭდი მანქანის გაწყობისგან,

 Ⴋომავალში, როდესაც ხელისუფლება (მთავრობა) გამოიღვიძებს და დადგება უნიფიკაციის (1-2 გაწყობის დაკანონების) დრო, ეს ორი გაწყობა (საბეჭდი მანქანის და ერგონომიული), ალბათ, იქნება ოპტიმალური.

 Ⴀგრეთვე უნდა დაკანონდეს ქართული კლავიატურის კლავიშებზე ქართული ასონიშნების გამოსახვა ინგლისურთან ერთად, როგორც სხვა არალითინურანბანოვან ქვეყნებშია. Ⴀმ მიზ­ნით გავაკეთე საბეჭდი მანქანის და ერგონომიული გაწყობის ჩემეული ვარიანტები, რომ­ლებშიც ზემო რეგისტრზე დავსვი ასომთავრულები. Ⴞუთი თითქოსდა გაუქმებული ასო კი თა­ვიანთი ასომთავრულებით გავიტანე მარჯვენა Alt-ზე და მარჯვენა Alt + Shift-ზე. Ⴈშვიათად ხმარებადი პარაგრაფის მაგივრად დავსვი ლარის ნიშანი.








ႫႲႤႰႨ ...

0 comments

 




ႩႠႺႨ ...

0 comments

 




III. Ⴕართული კლავიატურის ინგლისური გაწყობა. III.3. Ⴀსომთავრულ-ნუსხური კლავიატურა.

0 comments

 III. Ⴕართული კლავიატურის ინგლისური გაწყობა.

III.3. Ⴀსომთავრულ-ნუსხური კლავიატურა.

Ⴂადაიტვირთეთ აქედან და დააყენეთ თქვენს კომპჲუტერზე:

https://drive.google.com/file/d/1y6PZDBhkvNXb26AAiOdtbeS_89nJJcR8/view?usp=sharing


III. Ⴕართული კლავიატურის ინგლისური გაწყობა. III.1. Ⴀსომთავრულ-მხედრული კლავიატურა.

0 comments

 


III. Ⴕართული კლავიატურის ინგლისური გაწყობა.

III.1. Ⴀსომთავრულ-მხედრული კლავიატურა.

Ⴂადაიტვირთეთ აქედან და დააყენეთ თქვენს კომპჲუტერზე:

https://drive.google.com/file/d/1y1Zspw1Qrd4MCRLRIWBK4akL2_EdglLa/view?usp=sharing

III. Ⴕართული კლავიატურის ინგლისური გაწყობა.

0 comments

 III. Ⴕართული კლავიატურის ინგლისური გაწყობა.