Ⴒაონი, Ⴑპერი და Ⴉოლას უბანი Ⴀრტაანის მხარისა

0 comments

Ⴐუკა წიგნიდან:
Ⴎავლე Ⴈნგოროყვა. Ⴂიორგი Ⴋერჩულე, ქართველი
მწერალი მეათე საუკუნისა. — Ⴇბილისი: Ⴑაბჭოთა მწერალი, 1954

Ⴋესხეთი და Ⴋესხეთთან დაკავშირებული Ⴀღმოსავლეთი Ⴝანეთ-Ⴊაზეთი და და Ⴁასიანის მხარენი. Ⴋე-13-14 სს.

0 comments

Ⴐუკა წიგნიდან:
Ⴎავლე Ⴈნგოროყვა. Ⴂიორგი Ⴋერჩულე, ქართველი
მწერალი მეათე საუკუნისა. — Ⴇბილისი: Ⴑაბჭოთა მწერალი, 1954

Ⴋესხეთის მხარენი მე-8-9 სს.

0 comments

Ⴐუკა წიგნიდან:
Ⴎავლე Ⴈნგოროყვა. Ⴂიორგი Ⴋერჩულე, ქართველი
მწერალი მეათე საუკუნისა. — Ⴇბილისი: Ⴑაბჭოთა მწერალი, 1954

Ⴉლარჯეთის თორმეტ სავანეთა მხარე

0 comments

Ⴐუკა წიგნიდან:
Ⴎავლე Ⴈნგოროყვა. Ⴂიორგი Ⴋერჩულე, ქართველი
მწერალი მეათე საუკუნისა. — Ⴇბილისი: Ⴑაბჭოთა მწერალი, 1954

Ⴑამხრეთი Ⴕართლი და Ⴟავახეთ-Ⴀრტაანი

0 comments

Ⴐუკა წიგნიდან:
Ⴎავლე Ⴈნგოროყვა. Ⴂიორგი Ⴋერჩულე, ქართველი
მწერალი მეათე საუკუნისა. — Ⴇბილისი: Ⴑაბჭოთა მწერალი, 1954

Ⴁასიანის მხარენი

0 comments

Ⴐუკა წიგნიდან:
Ⴎავლე Ⴈნგოროყვა. Ⴂიორგი Ⴋერჩულე, ქართველი
მწერალი მეათე საუკუნისა. — Ⴇბილისი: Ⴑაბჭოთა მწერალი, 1954

Ⴑაავტომობილო ნომრების ინდექსი

0 comments

Ⴄვროპის სარეგისტრაციო სანომრო ნიშნების მიმოხილვა.
Ⴄვროპის დამწერლობები — ბერძნული, ლათინური, ქართული, სომხური, რუსული (ფაქტიურად იგივე ლათინური).
Ⴁერძნული — Ⴑაბერძნეთი, Ⴉვიპროსი.
Ⴕართული — Ⴑაქართველო.
Ⴑომხური — Ⴑომხეთი.
Ⴐუსული — Ⴐუსეთი, Ⴓკრაინა, Ⴁელარუსი, Ⴁულგარეთი, Ⴑერბეთი, Ⴋაკედონია, Ⴋონტენეგრო.
Ⴊათინური — დანარჩენი ქვეყნები.
Ⴄბრაული — Ⴈსრაელი.
Ⴈსრაელი, ალბათ, უნდა განვიხილოთ აქვე, რადგან იგი ფაქტიურად წარმოადგენს Ⴄვროპის პოლიტიკურ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ მდებარეობს Ⴀზიაში.
Ⴋსოფლიოს დანარჩენი მრავალრიცხოვანი ორიგინალური დამწერლობები ამჟამად ჩვენ არ გვაინტერესებს.
Ⴀმრიგად, Ⴄვროპის სუყველა ქვეყანაში საავტომობილო ნომრებში გამოყენებულია ლათინური ასოები.
Ⴑომხეთში ლათინურ ასოებთან ერთად ხმარობენ დამატებით სამ სომხურ ასოს, რომლების მოხაზულობა ემთხვევა ლათინურ ასოებს.
Ⴈსრაელში ხმარობენ მხოლოდ ციფრებს. Ⴄბრაულად დაწერილია მხოლოდ სახელმწიფოს სახელწოდება „Ⴈსრაელი“ საერთაშორისო კოდის ქვემოთ.

 
Ⴂერმანიის საავტომობილო ნომრები
Ⴑაბერძნეთის საავტომობილო ნომრები
Ⴉვიპროსის საავტომობილო ნომრები
Ⴑერბეთის საავტომობილო ნომრები
Ⴁულგარეთის საავტომობილო ნომრები
Ⴋაკედონიის საავტომობილო ნომრები
Ⴋონტენეგროს საავტომობილო ნომრები
Ⴓკრაინის საავტომობილო ნომრები
Ⴁელარუსის საავტომობილო ნომრები
Ⴑომხეთის საავტომობილო ნომრები
Ⴈსრაელის საავტომობილო ნომრები
Ⴀხლა გადავხედოთ Ⴑაქართველოს ნომრებს. Ⴀქ გამოყენებულია ლათინურასოებიანი ინდექსები. Ⴋაგალითად:
1) AAA - AAZ — Ⴇბილისი;
2) EEK, EES, EEY, EAD, EAK, EAQ, VYV, VCV, VIV, IID — Ⴋარნეული;
3) EEF, EEP, EEQ — Ⴁოლნისი;
4) KZZ, KZY — Ⴒყიბული;
5) DDD - Ⴕუთაისი.
Ⴐოგორც ვხედავთ, ამ ასოებს არავითარი კავშირი არა აქვთ ქალაქების სახელწოდებებთან. Ⴀრის მხოლოდ დატყაპებული შემთხვევითი ლათინური ასოები უშველებელი რაოდენობით. Ⴂვინდა ამისთანა ინდექსაცია? Ⴋე მგონია არა.

 
Ⴑაქართველოს საავტომობილო ნომრები
Ⴑაქართველოს საავტომობილო ნომრები
Ⴑასურველია, რომ ნომრებზე იყოს ქართული ასოები! Ⴀქ შესაძლებელია ორი ვარიანტი:
1) Ⴊათინური ასოები, რომლებიც აღნიშნავენ ქალაქის სახელწოდებას და ქართული ასომთავრული იგივე ფუნქციით. Ⴋაგალითად — T 256 Ⴇ — Ⴇბილისი; K 347 Ⴕ — Ⴕუთაისი; TL 361 ႧႪ — Ⴇელავი და აშ.
2) Ⴀნ საერთოდ უნდა ამოვიღოთ ხმარებიდან ინდექსაცია ასოებით და მათ მაგივრად გამოვიყენოთ ციფრები. Ⴕალაქის აღმნიშვნელი პირობითი ციფრი + დეფისი + დანარჩენი ციფრები. Ⴋაგალითად: 1-3564; 9-1638; 15-3461 და ა. შ.
Ⴌებისმიერ ამ ვარიანტში Ⴑაქართველოს კოდის (GE) ქვეშ მოთავსდეს სიტყვა „Ⴑაქართველო“ ან „ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭ“.
Ⴇუ ჩვენ გამოვიჩენთ ჭკვას და სიბრძნეს, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში Ⴑაქართველოს დროშის მაგივრად  მოთავსდება გაერთიანებული Ⴄვროპის დროშა.
Ⴇუ კი ჭკვა და სიბრძნე არ გვეყო, ქართულენოვან საავტომობილო ნომრების მაგივრად მივიღებთ ჭირსა და სატკივარს.

 
Ⴑაქართველოს ახალი საავტომობილო ნომრები (პროექტი)
Ⴑაქართველოს ახალი საავტომობილო ნომრები (პროექტი)
Ⴑაქართველოს ახალი საავტომობილო ნომრები (პროექტი)
Ⴑაქართველოს ახალი საავტომობილო ნომრები (პროექტი)












Ⴕართული ტექსტების წერა ინგლისური ასოებით

0 comments

Ⴐაც შეეხება ქართული ტექსტის აკრეფას ინგლისური ასოებით. Ⴀქ საქმე, ალბათ, გვაქვს ე. წ. „ჯაჭვურ რეაქციასთან“. Ⴐაც უფრო მეტი ხალხი სწერს არაქართული ასოებით, მით უფრო მეტ ხალხს უჩნდება იგივეს გამეორების სურვილი. Ⴚუდი მაგალითი გადამდებია!
Ⴀრ ვიცი, როგორ კლავიატურას ხმარობენ Ⴑაქართველოში. Ⴋე რატომღაც მგონია, რომ ინგლისურს.
Ⴀრალათინურ დამწერლობა მქონე ქვეყნებში (Ⴐუსეთი, Ⴓკრაინა, Ⴈსრაელი, Ⴈრანი, Ⴈნდოეთი და ა. შ.) ეს საკითხი მოგვარებულია უკვე დიდი ხანია. Ⴀმ ქვეყნებში ნებისმიერ კლავიატურაზე ინგლისურ ასოებთან ერთად გამოსახულია ადგილობრივი ასოები.
Ⴑაქართველოშიც უნდა იყოს ასე.
Ⴋათთვის, ვისაც კლავიშებზე არ გააჩნია ქართული ასოები, ვათავსებ კლავიატურის ქართულასოებიან გამოსახულებას.
Ⴅისთვისაც ასომთავრული მოუხერხებელია, არის მეორე სურათი ორხაზოვანი მხედრული ასოებით.
Ⴅინც ხმარობს კლავიატურის სხვა გაწყობას, მათთვის მომყავს მისამართები, სადაც შეიძლება კლავიშებზე მისაწებებელი ქართული ასოების შეძენა:
Ⴅისაც არა აქვს ყიდვის სურვილი, შეუძლიათ თვითონვე გააკეთონ მისაწებებელი ასოები. Ⴀკრიფეთ ქართული ასოები, დაბეჭდეთ პრინტერზე, ზევიდან დააწებეთ გამჭვირვალე „სკოტჩი“, გამოსჭერით ასოები და შემდეგ დააწებეთ კლავიშებზე.