Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

კალენდარი. აპრილი-მაისი.2013 წ.

0 коммент.

ალენდარი.
Ⴀპრილი. Ⴋაისი. 2013 .




კალენდარი. თებერვალი-მარტი. 2013 წ.

0 коммент.

ალენდარი.
ႧებერვალიႫარტი. 2013 .





კალენდარი. იანვარი. 2013 წ.

0 коммент.


ალენდარი.
ანვარი. 2013 .

მარიამ ნინიძე. ასომთავრულიდან პირველსახისკენ. 2005

0 коммент.

Ⴀქ წარმოგიდგენილია 2005 წელს გამოიცემული Ⴋარიამ Ⴌინიძის წიგნი სომთავრულიდან პირველსახისკენ“.
Ⴋასში გაშუქებულია ქართული დამწერლობის წარმომავლობის ავტორისეული ვერსია.




Ⴜიგნის ელექტრონული ვერსია
იხილეთ აქ:

საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 4

0 коммент.

Ⴈქიდან გამომდინარე, რომ თითქმის სუყველა ქვეყ­ნის საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები (მათ შორის Ⴑაქართველოსიც) დროთა განმავლობაში იცვ­ლებოდა და იხვეწებოდა, არ იქნება ურიგო, რომ გა­დავხედოთ ქართულ განმასხვავებელ ნიშნებს მათი გაუმჯობესების მიზნით.

Ⴎირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ჩვენი ნიშნის ბოლო ვარიანტში ლურჯი ფერია უცრო — სასურველია გამოყენებული იყოს დროშის ფერები. Ⴂარდა ამისა, სასურველია ღია წითელი ფე­რის გამოყენება.
Ⴘეიძლება ამ ნიშნის ინვერსიული ფორმის გამოყე­ნება — ვარსკვლავი თეთრი ფერის, ფონი კი წითე­ლის. Ⴀმ შემთხვევაში მივიღებთ შემდეგს:
Ⴇუ კი ნიშანს შემოვფარგლავთ თეთრი ფერის წრით, ნიშანი გამოვა უფრო ლამაზი და მკაფიო.
Ⴀხლა გამოსარკვევია ვერტიკალურ სტაბილიზატორ­ზე მოსათავსებელი ნიშანი. Ⴑახელმწიფოების უმეტე­სობას ამისათვის გამოყენებული აქვთ დროშების სუ­რათები. Ⴙვენც შეგვიძლიან გავაკეთოდ ასევე.
Ⴕვემოთ წარმოდგენილია Ⴑაქართველოს Ⴑაჰაერო Ⴛალების ახალი განმასხვავებელი ნიშნების შესაძლო ვარიანტები.
Ⴙემის აზრით, საუკეთესოა ბოლო ვარიანტი — ორი­გინალურია, არცერთ სახელმწიფოს ნიშანს არა ჰგავს და ამავე დროს სუფთა ქართულია.













საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 3

1 коммент.


Ⴑაქართველოს Ⴃემოკრატიული Ⴐესპუბლიკის სამ­ხედრო ავიაციის განმასხვავებელი ნიშანი წარმოად­გენდა თეთრ ფონზე გამოსახულ Ⴜმინდა Ⴌინოს სტი­ლიზებულ ჯვარს.
Ⴃამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1989 წ. შე­მოღებულ იქნა ასეთი განმასხვავებელი ნიშანი:
Ⴞოლო 2004 წლიდან კი ნიშანი შეიცვალა რამდენ­ჯერმე:


საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 2

0 коммент.


Ⴂარკვეულ ინტერესს წარმოადგენს Ⴂერმანიის Ⴑაჰაერო Ⴛალების (Ⴊუფტვაფეს) განმასხვავებელი  ნიშნების ევოლჲუცია.


საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 1

0 коммент.


Ⴑაჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები წარმოადგენენ სიმბოლოებს, რომლებიც გამოსახულია თვითმრინავის ფრთებზე, ფუზელაჟზე და ვერტიკალურ სტაბილიზატერზე. Ⴁევრი მათგანი მრგვალია და იმეორებს სახელმწიფო დროშის მოტივებს. Ⴕვემოთ მოყვანილია ზოგიერთი სახელმფოს საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები.


სამხედრო სიმბოლიკა 4

0 коммент.

Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.
Ⴕვემოთ მომყავს ბოლნური ჯვრის მაგაოითები.
Ⴄს კი არის Ⴜმინდა Ⴊეოპოლდის ავსტრიული ჯვარი.
Ⴐოგორც ჩანს ზემოთ მოყვანილ სურათებიდან, სხვაობა ჩვენსა და ავსტრიულ ჯვრებს შორის არის — ჩვენ ჯვარს აქვს ოვალური მხრები, ავსტრიულს კი პირდაპირი. Ⴀმის გარდა, ჩვენი გაცილებით უფრო ძველია. Ⴃროშის ესკიზის ავტორი ერთ რამეშია მართალი — Ⴑაქართველოს დროშაზე მან გამოსახა Ⴜმ. Ⴊეოპოლდის ჯვარი, და არა ბოლნური. Ⴀვტორის სიტყვებით, ავსტრიული უფრო ლამაზია!!! Ⴋაგრამ მე რატომღაც ვერ ვიზიარებ ამ არგუმენტს.
Ⴄს ყველაფერი მე მომაგონებს სხვა მოვლენას, როდესაც Ⴇბილისის Ⴑაერთაშორისო აეროპორტს ქართველები, დამოუკიდებელ Ⴑაქართველოში, უწოდებენ რატომღაც Ⴀლეკსეევკას, თუმცა საუკუნეების მანძილზე ამ ადგილს ერქვა Ⴑამგორი. Ⴙემის აზრით, Ⴑამგორი უფრო ლამაზი სახელწოდებაა ვიდრე Ⴀლეკსეევკა!
Ⴈმის მტკიცება, რომ ჩვენ არ მოგვეპოვება ეროვნული ჯვარი, არ არის სწორი. Ⴄროვნული ჯვარი გვაქვს და ამ ჯვარს ეწოდება Ⴜმინდა Ⴌინოს ჯვარი, რომელიც, სხვათა შორის, გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ბოლნური.
Ⴈს, რომ ევროპულ ლიტერატურაში ბოლნური და Ⴜმ. Ⴌინოს ჯვრები არ არის ნახსენები, მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ისინი ჩვენს ისტორიას და ჩვენ სინამდვილეს არ იცნობენ.
Ⴠოდა, ავიღოთ და მოვათავსოთ ეს სუფთა ქართული ჯვარი დროშაზე და გამოგვივა Ⴊეო­პოლდისეულის მაგივრად Ⴌინოსეული ჯვრები.
Ⴘესაბამისად, სამხედრო დროშებს ექნებათ ასეთი სახე:






სამხედრო სიმბოლიკა 3

0 коммент.

Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.

Ⴂამოსარკვევია კიდევ ერთი საკითხი — Ⴑაქართველოს დროშაზე გამოსახული ოთხი პატარა ჯვრის ფორმა.
Ⴃღევანდელი Ⴑაქართველოს დროშა გაცილებით უკეთესია ადრინდელზე და ხალხმა იგი უკვე შეიყვარა. Ⴇავდაპირველად მასზე გამოსახული იყო ოთხი პატარა სწორკუთხა ჯვარი. Ⴘემდეგ კი ეს სწორი ჯვრები რატომღაც გადაიქცა ე. წ. Ⴜმ. Ⴊეოპოლდის ჯვრებად. Ⴃიდხანს ვცდილობდი გამეგო, ვინ არის Ⴜმინდა Ⴊეოპოლდი და რა ესაქმება მას Ⴑაქართველოსთან. Ⴃა როგორც იქნა, გამოვარკვიე ეს საკითხი.
Ⴊეოპოლდ Ⴁაბენბერგი, Ⴂერმანიის Ⴈმპერიის მე‑12 ს. სახელმწიფო მოღვაწე, კანონიზირებულია როგორც წმინდანი 1485 წ., ხოლო 1663 წლიდან ითვლება Ⴀვსტრიის Ⴋფარველად. Ⴀმ ცნობებიდან ვერანაირი კავშირი ვერ მოვნახე ჩვენს ისტორიასთან, მაგრამ როდესაც წავიკითხე დროშის ესკიზის ავტორის ინტერვჲუ, მგონი მივხვდი, რაშია საქმე. Ⴀვტორის თქმით, მან სწორი ჯვრები გადააკეთა ბოლნურ ჯვრებად, რომლებიც, თურმე, ბოლნური კი არ არის, არამედ არის Ⴜმ. Ⴊეოპოლდის. Ⴃა მისი თქმით, ჩვენ არ მოგვეპოვება ეროვნული ჯვარი.
Ⴓრივე ეს არგუმენტი მეჩვენება საეჭვოდ. Ⴐოდესაც Ⴁოლნისის Ⴑიონის კედელზე მე-5 ს. ამოიჭრა ე. წ. ბოლნური ჯვარი, არამც თუ დაბადებული არ იყო Ⴊეოპოლდ Ⴁაბენბერგი, არამედ თვით Ⴀვსტრია ჩანასახშიც კი არ არსებობდა.





სამხედრო სიმბოლიკა 2

0 коммент.

Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.

Ⴀხლანდელ საზღვაო დროშაზე კი თეთრი ჯვარი და მისი ფონი არიან მოწყვეტილები ერთმანეთს. Ⴑაფიქრებელია, რატომ გამოიყენეს დროშის სურათის ავტორებმა Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშის ინვერსიული ფორმა? Ⴀლბათ იმიტომ, რომ სწორი ფორმა არის Ⴐუსეთის ფლოტის დროშა. Ⴅეთანხმები მათ: უწმინდურ Ⴐუსეთს უნდა ჩამოვშორდეთ სამუდამოდ. Ⴋაგრამ Ⴘოტლანდიასთანაც საერთო ჩვენ არა გვაქვს არაფერი. Ⴂარდა ამისა, წმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწო­დებული ქადაგედბა Ⴑაქართველოში და მაშინ არამც თუ Ⴐუსეთი, მისი წინამორბედი სახელმწიფოებიც ჩანასახშიაც კი არ არსებობდნენ. Ⴃა ვის უფრო მეტი უფლება აქვს ამ დროშის ხმარებისა?
Ⴇუ დროშის შესწორებულ ვარიანტში გამოვიყენებთ Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის ნამდვილ დროშას, მივიღებთ შემდეგ ვარიანტებს:
Ⴃასკვნა! Ⴑაქართველოს Ⴑაზღვაო Ⴛალების დროშას უნდა ჰქონდეს ქვემოთ მოყვანილი სურათების ერთ-ერთი სახე.
Ⴓფრო სწორი იქნება არა Ⴜმინდა Ⴂიორგის, ანუ Ⴈნგლისის დროშის გამოყენება, არამედ Ⴑაქართველოს დროშის. Ⴀმ შემთხვევაში Ⴑაზღვაო Ⴛალების დროშას ექნება შემდეგი სახე:

Ⴀქ გამოსარკვევია ორი საკითხი. Ⴐომელი დროშა უნდა გამოვიყენოთ — Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის თუ Ⴘოტლანდიის? Ⴎასუხი, მე მგონი, ნათელია თავის თავად — Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის!
Ⴜინა პლანზე რომელი დროშა უნდა მოთავსდეს — Ⴑაქართველოსი თუ Ⴜმინდა Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის? Ⴎასუხი აქაც ნათელია  — Ⴑაქართველოსი!
Ⴋაშ ასე! Ⴁოლო სწორი ვარიანტი არის შემდეგი:

Ⴇუ გავაგრძელებთ ასეთივე ლოგიკით მსჯელობას, Ⴑაქართველოს სამხედრო დროშებს უნდა ჰქონდეს ასეთი სახე.


სამხედრო სიმბოლიკა 1

0 коммент.


Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.



ოტაოდენი შენიშვნები სამხედრო დროშებზე. Ⴉარგი იქნებოდა, Ⴑაქართველოს რომ ჰქონოდა ერთი დროშა, რომელიც იქნებოდა სახელმწიფოსიც, სამხედროსიც, საზღვაოსიც, საავიაციოსიც და ა. შ. Ⴀმის კარგი მაგალითია Ⴇურქეთის, Ⴘვეჲცარიის, Ⴀმერიკის დროშები. Ⴇუკი გვინდა დროშების სიმრავლე, მაშინ ისინი უნდა გაკეთდეს ერთი პრინციპით. Ⴑაქართველოს სახელმწიფო დროშის სურათი უნდა იყოს შენარჩუნებული, რომ ადვილად იკითხებოდეს სახელმწიფოს კუთვნილება. Ⴕვემოთ მოყვანილ სურათებიდან ეს არა ჩანს.
Ⴑაზღვაო დროშის სურათი კი არ არის სწორი. Ⴓფრო სწორად, უაზრობაა. Ⴀმ დროშის სურათი შესდგება ორი ნაწილისგან: Ⴜმ. Ⴂიორგის და Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშებისგან.
Ⴜმ. Ⴂიორგის დროშა რომ დავადოთ Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშას, წითელი ჯვარი გამოვა წინა პლანზე. Ⴋივიღებთ შემდეგს:
Ⴇუ პირიქით, Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშას დავადებთ Ⴜმ. Ⴂიორგის დროშას, თეთრი ჯვარი იქნება წინ, მაგრამ წითელი ჯვარი აღარ გამოჩნდება, რადგან ლურჯი ფონი დაფარავს მას.



წმინდა თამარ მეფის ორდენის ბაფთები

0 коммент.

Ⴜმინდა Ⴇამარ Ⴋეფის ორდენის
ბაფთები
(ნაჩვენებია ისრებით)


წმინდა თამარ მეფის ორდენები და ბაფთები

0 коммент.

Ⴜმინდა Ⴇამარ Ⴋეფის ორდენები
და ბაფთები