Ⴀსომთავრულ-ნუსხურის თვითმასწავლებელი 2.
Ⴃღეიდან ვიწყებ ასომთავრულ-ნუსხურ-მხედრული
ტექსტების დადებას. Ⴒექსტები გამართულია მარტივი წესით: ასომთავრულით იწყება წერტილის
შემდეგ ახალი წინადადების პირველი სიტყვა, და აგრეთვე საკუთარი და პირადი სახელები.
Ⴄს წესი მოქმედებს „ევროპულ“ დამწერლობებში და ჩვენშიც
იყო ხმარებაში მე-19 საუკუნის 60-ან წლებამდე.
Ⴊუწ (მარცხენა) გვერდზე მოთავსებულია ასომთავრულ-ნუსხური
ტექსტი.
Ⴉენტ (მარჯვენა) გვერდზე კი იგივე შინაარსის ასომთავრულ-მხედრული.
Ⴑაწყის ეტაპზე იკითხეთ ასომთავრულ-მხედრული. Ⴋომავალში
კი თანდათან შეიძლება გადასვლა ასომთავრულ-ნუსხურზე.
Ⴘეგიძლიათ გადაიტვირთოთ PDF-ფაილები, შემდეგ დაბეჭდოთ
პრინტერზე და იკითხოთ ქაღალდზე დაბეჭდილი ტექსტები. Ⴕეღალდზე ნაბეჭდი ტექსტის კითხვა
გაცილებით უფრო მოხერხებულია, ვიდრე ეკრანიდან.
Ⴉითხვა არის ასომთავრულის და ნუსხურის შესწავლის საუკეთესო
საშუალება!