Ⴓრთიერთ გადასვლის წესები წელიწადის გამოთვლისას.
0 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на понедельник, января 03, 2022
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვა.
0 коммент.Ⴛვ.წ. მე-4 საუკუნეში Ⴑაქართველო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ. Ⴛვ. წ. 303 წ. Ⴔარნავაზის მიერ მეფის ტიტულის მიღების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს. Ⴋრავალ რეფორმებთან ერთად Ⴔარნავაზმა განახორციელა ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმებიც. Ⴉერძოდ, ძვ. წ. 284 წელს შემოღებულ იქნა მზის უძრავი წელიწადის სრულიად სახელმწიფო ერთიანი კალენდარი და ეროვნული ქართული წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 540 წელს). Ⴘემოღებულ იქნა სახელმწიფო ქართული ენა, სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობა და საფუძველი ჩაეყარა ქართულ მწიგნობრობას (დამწერლობის შექმნის თარიღია ძვ. წ. 540 წელი).
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის ამოსავალი წერტილია Ⴈბერიის სამეფოში Ⴔარნავაზ მეფის მიერ სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობის შემოღების თარიღი — ძვ. წ. 284 წ. Ⴀნუ, Ⴕრისტეშობის წელი უდრის 284 წელს ქართული ანბანის შემოღებიდან. Ⴕრისტეშობიდან 2016 წლის 19 აგვისტოს დაიწყო Ⴈბერიული (ქართული) წელთაღრიცხვის ახალი XXIV (24–ე) საუკუნე, ანუ 2300 წელი! Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება 2306 წელი ქართული ანბანის შემოღებიდან!Автор: Tamaz Mchedlidze на понедельник, января 03, 2022
Ⴕართული წელიწადის თვეები.
0 коммент.Ⴕართველები უძველეს დროში სარგებლობდნენ მთვარის კალენდრით, რომელიც შემდეგში შეიცვალა მზის კალენდრით. Ⴛვ. წ. 540 წ. შეიქმნა ქართული ანბანური დამწერლობა და ქართული წარმართული კალენდარი, რომლის თანახმადაც წელიწადში იყო 30–30 დღიანი 12 თვე. Ⴇვეებს ჰქონდათ თავიანთი ძველი ქართული სახელწოდებები. Ⴋე-12 თვის ბოლოს მოდიოდა 5 (ნაკიან წელიწადში კი 6) დამატებითი დღე.
Автор: Tamaz Mchedlidze на понедельник, января 03, 2022