Ⴋე-20 საუკუნის
20-ანი წლების
დასაწყისში
სერბმა
ასტრონომმა
Ⴋილუტინ
Ⴋილანკოვიჩმა
შეასწორა
Ⴢულიუსის
კალენდარი.
Ⴑწორედ
ეს, ეგრეთ
წოდებული ახალჲულიანური
კალენდარი
1923 წლიდან
შემოღებულ
იქნა ჯერ Ⴋსოფლიო
(Ⴉონსტანტინოპოლის)
Ⴑაპატრიარქოს
და შემდეგ
კი ავტოკეფალური
მართმადიდებელი
ეკლესიების
დიდი ნაწილის
მიერ.
Ⴑაქართველოს
Ⴑამოციქულო
Ⴄკლესიაც
კათოლიკოს
Ⴀმბროსი
Ⴞელაიას
დროს 1923 წლის 1 ნოემბრიდან
გადავიდა
ახალჲულიანურ
კალენდარზე.
Ⴋაგრამ
სხვადასხვა
მიზეზების
გამო 1925 წლის მარტში
ისევ დაუბრუნდნენ
ძველ Ⴢულიუსის
კალენდარს.
Ⴀხალჲულიანური
კალენდარი
ხელმეორედ
შემოიღეს
1927 წლის ნოემბერში,
მაგრამ
1928 ოქტომებში
ისევ დაიხიეს
უკან.
Ⴀმჟამად
ავტოკეფალური
მარმადიდებელი
ეკლესიების
უმრავლესობა
(ათი თოთხმეტიდან)
ცხოვრობს
ახალჲულიანური
კალენდრით
და მხოლოდ
ოთხი ეკლესია
სარგებლობს
ძველი
კალენდრით.
Ⴀმ მაჩანჩალა
რეტროგრადების
რიგში
არის ჩვენი
ეკლესიაც
(Ⴐუსეთის,
Ⴑერბეთის
და Ⴈერუსალიმის
საპატრიარქოებთან
ერთად).
Ⴀლბათ,
ჩვენ მოგვიწევს
ახალჲულიანური
კალენდრის
შემოღების
მესამე
და უკანასკნელი
ცდა.
Ⴋანამდის
კი გილოცავთ
Ⴘობას
ახალი
სტილით,
ისევე,
როგორც
მართლმადიდებელი
ეკლესიების
უმრავლესობაშია.
PS! Ⴀხალჲულიანური
კალენდარი
უფრო ზუსტია,
ვიდრე
437 წლის წინ Ⴃასავლეთ
Ⴄვროპაში
შემოღებული
Ⴂრიგორიანული
კალენდარი.
Ⴃა ამავე
დროს, მომდევნო
800 წლის განმავლობაში ეს ორივე
კალენდარი
ემთხვევა
ერთმანეთს.