Ⴛვ. წ.
540 წ. შეიქმნა ქართული ანბანური დამწერლობა და ქართული წარმართული კალენდარი,
რომლის თანახმადაც წელიწადში იყო 30–30 დღიანი 12 თვე. Ⴇვეებს ჰქონდათ თავიანთი ძველი
ქართული სახელწოდებები. Ⴋე-12 თვის ბოლოს მოდიოდა 5 (ნაკიან წელიწადში კი 6) დამატებითი
დღე.
Ⴛვ. წ. 284 წელს Ⴔარნავაზის მიერ შემოღებულ იქნა
მზის უძრავი წელიწადის სრულიად სახელმწიფო ერთიანი კალენდარი და ეროვნული ქართული
წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 540
წელს).
Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის ამოსავალი წერტილია Ⴈბერიის სამეფოში Ⴔარნავაზ მეფის მიერ სრულიად სახელმწიფო ქართული დამწერლობის შემოღების თარიღი — ძვ. წ. 284 წ.
Ⴀხ. წ.
325 წელს ჩატარდა Ⴌიკეის საეკლესიო კრება, რომელმაც პასქალური დღესასწაულის
გამოსათვლე-ლად მიიღო 532 წლიანი „Ⴃიდი Ⴈნდიქტიონი”. Ⴀმ ციკლის მე-10 მოქცევის
5320 წელი საფუძვლად დაედო სხვადასხვა ქრისტიანული ერის წელთაღრიცხვას, მათ შორის
ქართულს. Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის დასაბამი (ძვ. წ. 284 წ.) საფუძვლად დაედო
ქართულ ქრისტიანულ წელთაღრიცხვასაც: 5320 წ. + 284 წ. =
5604 წ. ქართულ Ⴃასაბამიდან, ანუ Ⴕრისტეშობის წელი.
0 коммент.:
Отправить комментарий