Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴃამღები „Ⴂორდა“


Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. —
Ⴔულდა, 2009 — 340 გვ. — 3667 ილ., 89 ტაბ.
Ⴕართული იარაღი. — Ⴂვ. 145-197.

Ⴃამღა Ⴂორდა“.

Ⴂორდა – მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალი, რომელსაც შუაში გასდევს ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი. Ⴀქვს თავისებური დაღა – ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები, ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული პატარა ნახევარრკალი. Ⴐკალის ბოლოები აქვს დაწინწკლული სამმარცვლოვანი ნიშნებით (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). Ⴀსეთი დამღა დამახასიათებელია კავკასიური თუ ევროპული წარმომავლობის ხმლის პირებისათვის.

Ⴂვიანდელ ფეოდალურ Ⴑაქართველოში გორდა გავრცელებული იყო ფართოდ და, Ⴑაბას სიტყვით, "ამას ქართველნი ჰყვარობენ". Ⴀღმოსავლეთ Ⴑაქართველოს მთიანეთში შემოინახა როგორც ადგილობრივი, ისე 16-17 სს. ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც შემოჰქონდათ Ⴑაქართველოში გენუელ ვაჭრებს. Ⴑაქართველოში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე  გამოყვანილი  ჰქონდა მიჯრით.
 
Ⴃამღები Ⴂორდა

0 коммент.:

Отправить комментарий