Ⴃედა Ⴄნა, ანუ ანბანი
და პირველი საკითხავი წიგნი სახალხო შკოლებისათვის.
Ⴘედგენილი Ⴈ. Ⴂოგებაშვილისაგან. Ⴂამოცემა პირველი — Ⴇბილისი, 1876.
Ⴜიგნში განხორციელებულია
სატიტულო ასოების შიგ ტექსტში ხმარების ცდები მთავრულების დანიშნულებით: წინადადების
დასაწყისში და აგრეთვე საკუთარ და პირად სახელებში.
Ⴂარჩევის გასაადვილებლად
ეს ასოები ოდგავ გადიდებულია და ჩამუქებული.
Ⴀსეთი ხერხი ნახმარია
იმიტომ, რომ ზედა ტანის („ბ ზ მ ნ პ რ ს შ ჩ ძ წ ხ ჰ“) სასტრიქონო და სატიტულო ასოები
არ განირჩევიან ერთმანეთისაგან.
Ⴀსეთი ხერხი ნახმარია
„Ⴃედა Ⴄნის“ მომდევნო გამოცემებშიც.
Ⴁოლოს და ბოლოს ამ ცდებმა
სასურველ მიზანს ვერ მიაღწია. Ⴀმ ასოებს ან საერთოდ არ ხმარობდნენ, ან იშვიათად სათაურებში.
Ⴇანდათან დაინერგა უმთავრულო ტექსტის ხმარების წესი, რომელიც მე-20 ს. განმავლობაში
იქცა ერთადერთ მისაღებ წესად ქართული წერისათვის.
Ⴋთლიანი წიგნი იხილეთ აქ: |