Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული სიმბოლოები.
—
Ⴔულდა, 2013 — 310 გვ. — 833 ილ., ტაბ.
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესება. — Ⴂვ. 35-54.
Ⴕართული
შრიფტის გაუმჯობესება
Ⴕართული შრიფტის გაუმჯობესების მიზნით
ჩასატარებელია შემდეგი ღონისძიებები: ასომთავრულის და ნუსხურის აღდგენა,
სასტრიქონო ასოების პროპორციების შეცვლა, ახალი საშრიფტო გარნიტურების შექმნა. Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენის
აუცილებლობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ქართული დამწერლობა განეკუთვნება ე. წ.
„ევროპული“ დამწერლობების რიგს. Ⴀქედან გამომდინარე, ქართულ დამწერლობას
ახასიათებს ისეთივე თვისებები, როგორც ამ რიგის დანარჩენ დამწერლობებს — კერძოთ,
მთავრული და სასტრიქონო ასოების არსებობა.
Ⴀრამეულ დამწერლობას
საფუძვლად დაედო ფინიკიური დამწერლობის „კურსივი“. Ⴑწორედ ამით არის
განპირობებული „ევროპული“ და „აზიური“ დამწერლობების გრაფიკის მკვეთრი
განსხვავება
|
Ⴀნბანური დამწერლობების შექმნის ზოგადი სქემა |
|
“Ⴄვროპული” დამწერლობების ასოების გრაფიკის
ბუნებრივი განვითარების ზოგადი სქემა |
Ⴕვემოთ განლაგებულია „ევროპული“ ანბანები შექმნის
ქრონოლოგიური წესით. Ⴇვითოეულ ანბანში, გარდა სლავურებისა, მოცემულია ხუთი სახის
ასო: მთავრული, ნუსხური, მხედრული და ორი ხელნაწერი — მთავრული და სასტრიქონო.
Ⴕვემოთ მოყვანილ ტაბულებში ასოები დალაგებულია სამ
ჯგუფად: მთავრულ-ნუსხურები, მთავრულ-მხედრულები და ხელნაწერ ასოების ჯგუფში
მთავრულ-სასტრიქონოები.
|
0 коммент.:
Отправить комментарий