Ⴎირველი
ქართული კურსივი შექმნილია 1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო
Ⴎაოლინისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის)
მიერ.
Ⴕართული „Italic“-ი არ შეუქმნია არც Ⴌიკო Ⴌიკოლაძეს
და არც Ⴂიორგი Ⴌიკოლაძეს. Ⴈმას, რასაც უწოდებენ
„Italic“-ს, ქართულად ჰქვია „მხედრული“. Ⴘეიქმნა კი ქართული სასტამბო მხედრული
1629 წელს Ⴐომში Ⴑტეფანო Ⴎაოლინისა და Ⴌიკიფორე Ⴈრბახის (Ⴌიკოლოზ Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილი)
მიერ. Ⴀმ პირველ ქართულ სასტამბო შრიფტში იყო ასოების სამი ნაირსახეობა: ასომთავრული,
ნუსხური (სასტრიქონო) და მხედრული (ასევე სასტრიქონო). Ⴄს ბოლო ასოები
წარმოადგენენ ხელნაწერ ასოებთან მიახლოვებულ სასტამბო ასოებს. Ⴆუსტად ეს არის
„კურსივული“ („Italic“-ური) ასოების არსი.
Ⴕვემო სურათზე ნაჩვენებია Ⴈრუბაქიძე-Ⴙოლოყაშვილის
პირველი ქართული სასტამბო შრიფტი (Ⴐომი, 1629 წ.). Ⴋესამე რიგში „მხედრული“, ანუ
ლათინური „კურსივის“ ბადალი ასოები.
Ⴎირველი კურსივი ლათინურში შეიქმნა
Ⴈტალიაში Ⴀლდუს Ⴋანუციუსის მიერ 1501 წელს. Ⴄს ასოები თავისი მოხაზულობით მიახლოვებულია
ხელნაწერ ასოებთან და ამავე დროს დახრილია. Ⴀმ ასოებმა მოიპოვა მაშინ დიდი პოპულარობა,
ვინაიდან ითვლებოდა კომპაქტურად, და ამ ასოებით იკრიბებოდა მცირე ფორმატის წიგნები. Ⴃღეს
კი ამ ასოებით კრებენ ცალკეულ სიტყვებს ან ცალკეულ წინადადებებს ტექსტში მათი
გამახვილების მიზნით.
Ⴐაც შეეხება სახელწოდებას. Ⴀმ ასოების ლათინური
სახელწოდებაა „კურსივი“ (მე-17 საუკუნემდე ლათინური ენა Ⴄვროპაში ითვლებოდა
მეცნიერების ერთადერთ ენად). „Ⴉურსივი“ ნიშნავს სწრაფწერას, გაკრულ ხელს.
Ⴒერმინები „მხედრული“, „სწრაფწერა“ და „გაკრული ხელი“ სინონიმებია. Ⴀნუ ქართული
ტერმინი „მხედრული“ ლათინური „კურსივის“ შესატყვისია (cursus — სირბილი, დინება;
cursivus — რომელიც გარბის; littera cursiva — ასო, რომელიც გარბის [მორბენალი
ასო, მხედრული ასო]).
Ⴂერმანულში დამკვიდრდა ლათინური ტერმინი „კურსივი“.
Ⴈნგლისურში და ფრანგულში კი დამკვიდრდა კურსივის შესატყვისი ტერმინი
„იტალიური“, განსხვავებით სწორ ასოებისგან, რომელსაც უწოდებენ „რომაულს“. Ⴇანამედროვე
ქართულში ლათინური ტერმინი „კურსივი“ შემოვიდა გერმანულის მეშვეობით და დიდი
ხანია დამკვიდრდა. Ⴀქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ვერავითარ აუცილებლობას
ტერმინ „კურსივის“ შეცვლას „Italic“-ით. Ⴀღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს
„კურსივის“ შესატყვისი სუფთა ქართული ტერმინი „მხედრული“.
1629 წ. და მომდევნო ათწლეულებში და საუკუნეებში
(დღევანდელობის ჩათვლით) შექმნილი მხედრულასოებიანი შრიფტები შესდგებიან კურსივულ
(„Italic“-ურ) ასოებისგან, ანუ სასტამბო მხედრულებისგან. Ⴀსე რომ, ასოები,
რომლებითაც აკრებილია თანამედროვე ქართული ტექსტები, არიან კურსივულები
(„Italic“-ურები). Ⴂარდა ამისა, ტექსტებში არ ხმარობენ ასომთავრულებს. Ⴝეშმარიტი
ასომთავრულები და ნუსხურები კი, როგორც ნაბეჭდი ტექსტის ძირითადი ასოები, მივიწყებულია
იმდენად, რომ ქართველები მათ ვეღარც კი სცნობენ, რომ ქართულებია. Ⴑცადეთ და
აუხსენით ევროპელებს ეს მდგომამარეობა. Ⴌორმალური ჭკვის ევროპელი ამას ვერ
გაიგებს, ფანტაზია არ ჰყოფნის.
0 коммент.:
Отправить комментарий