Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴎირველნაბეჭდი
ქართული წიგნები. —
Ⴔულდა, 2013 — 200 გვ. — 241 ილ., 10 ტაბ.
Ⴋოსკოვსა და Ⴎეტერბურგში გამოცემული წიგნები (1737-1744 წწ.).
— Ⴂვ. 164-172.
Ⴋოსკოვსა და Ⴎეტერბურგში გამოცემული წიგნები
(17371744 წწ.)
Ⴒფილისის Ⴅახტანგის სტამბის
განადგურების შედეგად დიდი ხნით შეფერხებული ქართული წიგნის ბეჭდვა განახლდა Ⴋოსკოვში.
Ⴑაქართველოდან გადმოხვეწილმა Ⴅახტანგის თანამოღვაწეებმა მოაწყეს აქ ქართული სტამბა
და 1737 წ. დაბეჭდეს „Ⴃავითნი“. Ⴋომდევნო შვიდი წლის მანძილზე მოხერხდა თერთმეტი
სქელთანიანი წიგნის გამოცემა, მათ შორის „Ⴁიბლიის“ და Ⴈოანე Ⴃამასკელის „Ⴂარდამოცემა
უცილობელი მართლ მადიდებელისა სარწმუნოებისა“, თარგმნილი Ⴀრსენი Ⴈყალთოელის მიერ.
Ⴘრიფტები Ⴋოსკოვის ქართული სტამბისთვის დაამზადეს Ⴎეტერბურგში დიდი მესტამბის Ⴕრისტეფორე
Ⴂურამიშვილის ხელმძღვანელობით. Ⴋანვე Ⴎეტერბურგის Ⴑამეცნიერო Ⴀკადემიასთან მოაწყო
ქართული სტამბა, რომელშიც 1737 წ. დაიბეჭდა „Ⴐუსულ-ქართული ლექსიკონი ლოცვებითურთ“..
|
მოსკოვსა და პეტერბურგში გამოცემული ქართული წიგნები (1737-1744 წწ.)
Автор: Tamaz Mchedlidze на среда, июля 10, 2013
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
0 коммент.:
Отправить комментарий