Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴀღდგენილი ქართული ანბანი. —
Ⴔულდა, 2013 — 148 გვ. — 240 ილ., 43 ტაბ.
Ⴀსომთავრული და ნუსხურის აღდგენა. — Ⴂვ. 16-51.
Ⴀსომთავრულის და ნუსხურის აღდგენა
Ⴇანამედროვე ქართულ წერაში იხმარება ხელოვნურად შექმნილი მთავრული ასოები, რომლებიც პირველად შემოღებულ იქნა გაზეთ „Ⴃროების“ მიერ 1866 წელს რუსული დამწერლობის ზეგავლენით. Ⴋანამდის კი იხმარებოდა ჭეშმარიტი მთავრული ასოები მრგვლოვანის სახით.
Ⴀმ პრობლემის გასაგებად საჭიროა პატარა ექსკურსი ისტორიაში. Ⴇანამედროვე დამწერლობებში ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, სლავურ ფუძეებზე განირჩევა სასტრიქონო და საზედაო (მთავრული) ასოები. Ⴄს სხვაობა გამომდინარეობს ჩვეულებრივი ასოების და ინიციალების დაპირისპირებიდან (ლათინური დამწერლობის ქვეყნებში მე-11–15 სს).
Ⴑასტრიქონო ასოები აგრძელებენ შუასაუკუნეების კურსივის წარმოშობის მინუსკულური წერის ტრადიციებს. Ⴋინუსკულური (ლათ. minusculus პატარა) წერა ხმარობს მხოლოდ სასტრიქონო ასოებს. Ⴄგი შეიქმნა როგორც სწრაფწერის და კურსივის შედეგი მე 8 ს. ბოლოს (ლათინურ ანბანის ფუძეზე). Ⴁერძნული სწრაფწერა კი შეიქმნა მე-9 ს.
Ⴀსოების
შემოღების თარიღები
|
||||
Ⴋთავრული
|
Ⴌუსხური
|
Ⴋხედრული
|
Ⴋთავ./ნუსხ.
|
|
Ⴁერძ.
|
Ⴛვ.წ. 9 ს.
|
2 ს.
|
3 ს.
|
13 ს.
|
Ⴊათინ.
|
Ⴛვ.წ. 7 ს.
|
2 ს.
|
3 ს.
|
13 ს.
|
Ⴕართ.
|
Ⴛვ.წ. 5 ს.
|
8 ს.
|
8 ს.
|
14 ს.
|
Ⴑომხ.
|
Ⴀხ.წ. 5 ს.
|
13 ს.
|
19 ს.
|
14 ს.
|
Ⴑლავ.
|
10 ს.
|
14 ს.
|
15 ს.
|
16 ს.
|
Ⴋე-13 საუკუნიდან ლათინურ დამწერლობაში იწყება
მაჲუსკულური და მინუსკულური ასოების ხმარება სხვადასხვა ფუნქციით.
Ⴑაზედაო (მთავრული) ასოები სასტრიქონოებისაგან განირჩევა
სიმაღლით, ზოგ შემთხვევაში კი მოხაზულობითაც (ბერძ. Αα, Γγ, Δδ; ლათ. Aa, Bb, Gg).
Ⴑაზედაო ასოები ატარებენ არა მარტო ასოების ხასიათს, არამედ დეტერმინატივებისაც,
აღნიშნავენ რა მათგან დაწყებულ სიტყვას როგორც წინადადების დაწყებას, საკუთარ
სახელს, სხვადასხვა სათაურების ნაწილებს. Ⴂერმანულ დამწერლობაში საზედაო ასოებით
წერენ არსებით სახელებს, ინგლისურში — ყველა სრულმნიშვნელოვან სათაურებს. Ⴑაზედაო
ასოები ორიენტირებულია ლათინური კაპიტალური მონუმენტური მაჲუსკულური წერის
ფორმებზე.
Ⴋაჲუსკულური წერა (ლათ. majusculus ცოტაოდენ მეტი) შედგება მარტო საზედაო ასოებისგან. Ⴁერძნული მაჲუსკულური წერა წარმოდგენილია კლასიკური მონუმენტური ბერძნული ანბანით, რომელიც დამკვიდრდა Ⴀთენში ძვ. წ. მე-7 ს. Ⴊათინური მაჲუსკულური წერა წარმოდგენილია მონუმენტური ლათინური ანბანით (ძვ. წ. მე-6 ს.). Ⴑათაურებში, წერტილის შემდეგ ტექსტის ნაწილის გამოსაყოფად, საკუთარ სახელებში საზედაო ასოების ხმარება ლათინურ წერაში დაიწყო მე 13 ს., სლავურ წერაში კი მე-16 ს.
Ⴀხლა გადავხედოთ ქართული დამწერლობის განვითარებას. Ⴕართული დამწერლობა წარმოიშვა წარმართულ ხანაში, რაც დაამტკიცა Ⴐამაზ Ⴎატარიძემ თავის ბრწყინვალე მონოგრაფიაში «Ⴕართული ასომთავრული»
Ⴕართული დამწერლობის აქამდე აღმოჩენილ უძველეს ნიმუშებად ითვლება Ⴅანის წითელკეციანი ჭურჭლის და Ⴀრეშის დარგის ძირის წარწერები, შესრულებული ძვ. წ. 1 საუკუნეში.
Ⴀრმაზის ნეკროპოლში აღმოჩენილ ვერცხლის ლანგარზე ახ. წ. 70 წ. შესრულებული პიტიახშის ინიციალები: „Ⴁ[ერცუმ] Ⴎ[იტიახში] Ⴕ[არძამის-ძჱ]“. Ⴄს ლანგარი აჩუქა Ⴕართლის მეფემ Ⴕარძამმა Ⴀრმაზის პიტიახშს Ⴁერცუმს, რომელიც იყო თვით Ⴕარძამის შვილი.
Ⴈბერიის მეფის Ⴋიჰრდატ Ⴔარსმანის–ძის დროინდელი ვენზელი „Ⴝ[ევახო]Ⴑ“, შესრულებული ახ. წ. 75 წ. სტელაზე იმავე ნეკროპოლიდან.
Ⴜარწერები Ⴌეკრესის ნაქალაქარში აღმოჩენილ საფლავის ქვებზე ამოკვეთილია 1–2 სს.
Ⴋე–2–4 სს. ამოკვეთილია Ⴐუსთავის ნაქალაქარში აღმოჩენილი
წარწერები.
Ⴌეკრესის ნაქალალარის მარანში საწნეხლის კედელზე
ამოკვეთილი წარწერა შესრულებულია მე-3 ს. Ⴄრწო-Ⴇიანეთში, სოფელ Ⴃავათში არქეოლოგიური გათხრების
დროს აღმოჩენილ ქვა-ჯვარზე ასომთავრული ანბანი ამოკვეთილია 367 წელს.
Ⴌეკრესის ნაქალალარის მე–4 საუკუნის ბაზილიკის სვეტში
აღმოჩენილი წარწერა ამოკვეთილია 370 წ.
Ⴎალესტინაში Ⴎეტრე Ⴈბერიელის მიერ მე-5 ს. აშენებული
მონასტრის მოზაიკური წარწერები დათარიღებულია 430 წლით.
Ⴋაჲუსკულური წერა (ლათ. majusculus ცოტაოდენ მეტი) შედგება მარტო საზედაო ასოებისგან. Ⴁერძნული მაჲუსკულური წერა წარმოდგენილია კლასიკური მონუმენტური ბერძნული ანბანით, რომელიც დამკვიდრდა Ⴀთენში ძვ. წ. მე-7 ს. Ⴊათინური მაჲუსკულური წერა წარმოდგენილია მონუმენტური ლათინური ანბანით (ძვ. წ. მე-6 ს.). Ⴑათაურებში, წერტილის შემდეგ ტექსტის ნაწილის გამოსაყოფად, საკუთარ სახელებში საზედაო ასოების ხმარება ლათინურ წერაში დაიწყო მე 13 ს., სლავურ წერაში კი მე-16 ს.
Ⴀხლა გადავხედოთ ქართული დამწერლობის განვითარებას. Ⴕართული დამწერლობა წარმოიშვა წარმართულ ხანაში, რაც დაამტკიცა Ⴐამაზ Ⴎატარიძემ თავის ბრწყინვალე მონოგრაფიაში «Ⴕართული ასომთავრული»
Ⴕართული დამწერლობის აქამდე აღმოჩენილ უძველეს ნიმუშებად ითვლება Ⴅანის წითელკეციანი ჭურჭლის და Ⴀრეშის დარგის ძირის წარწერები, შესრულებული ძვ. წ. 1 საუკუნეში.
Ⴀრმაზის ნეკროპოლში აღმოჩენილ ვერცხლის ლანგარზე ახ. წ. 70 წ. შესრულებული პიტიახშის ინიციალები: „Ⴁ[ერცუმ] Ⴎ[იტიახში] Ⴕ[არძამის-ძჱ]“. Ⴄს ლანგარი აჩუქა Ⴕართლის მეფემ Ⴕარძამმა Ⴀრმაზის პიტიახშს Ⴁერცუმს, რომელიც იყო თვით Ⴕარძამის შვილი.
Ⴈბერიის მეფის Ⴋიჰრდატ Ⴔარსმანის–ძის დროინდელი ვენზელი „Ⴝ[ევახო]Ⴑ“, შესრულებული ახ. წ. 75 წ. სტელაზე იმავე ნეკროპოლიდან.
Ⴜარწერები Ⴌეკრესის ნაქალაქარში აღმოჩენილ საფლავის ქვებზე ამოკვეთილია 1–2 სს.
Ⴌეკრესის
წარწერა 3: „Ⴇობულა[ს] სამნი“ (ახ. წ. 1-2 სს.)
Ⴌეკრესის
წარწერა 4: „Ⴑი...ეო Ⴢოთორისი“ (ახ. წ. 1-2 სს.)
Ⴌეკრესის
წარწერა 2: „Ⴊევაკი“ (2–4 სს.) |
Ⴌეკრესის წარწერა 6: „Ⴋბ ესე ჭ[უ]რი მე დავრგე“ (2–3 სს.) |
Ⴐუსთავის
წარწერა 1: „Ⴑამარხოჲ ვივი იი“ (2–4 სს.)
Ⴐუსთავის
წარწერა 2: „Ⴄსე საფლავი ვ ჩი“ (2–4 სს.)
Ⴐუსთავის
წარწერა 4: „Ⴄსე საფლავი თეის“ (2–4 სს.) |
Ⴌეკრესის
წარწერა 10: „Ⴄსე საფლავი Ⴌოშესი და Ⴁავასი ნუმცავის ჴელე[წი]ფების ჩი“ (3 ს.)
Ⴃავათის
სტელა. „მლ აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳფქღყშჩცძწჭხჴჯჰჵ“
(367 წ.) |
Ⴌეკრესის წარწერა 9 (ანტიქრისტიანული): „Ⴐოი სატანანი Ⴕრისტეფორე და Ⴑალალრიმ დო სალოსტიმარიანებო ასმე რ Ⴉოზმა Ⴉვირიაკოზ Ⴄზეკიელ მოხატა ფა იმის“ (370 წ.) |
Ⴋოზაიკური
წარწერა Ⴎალესტინის Ⴜმინდა
Ⴇეოდორეს მონასტერში (430 წ.)
Ⴋოზაიკური
წარწერა Ⴎალესტინის Ⴜმინდა
Ⴇეოდორეს მონასტერში (430 წ.) |
Ⴙვენამდის მოაღწია მე-5 ს. პალიმფსესტმა Ⴑახარების ფრაგმენტით. Ⴋოზაიკური წერწერა Ⴎალესტინის Ⴜმინდა Ⴇეოდორეს მონასტერში შესრულებულია 532 წ.
Ⴔრაგმენტი
Ⴑახარებიდან (პალიმფსესტი).
Ⴋე-5 ს.
Ⴋოზაიკური
წერწერა Ⴎალესტინის
Ⴜმინდა Ⴇეოდორეს
მონასტერში (532 წ.) |
Ⴋოზაიკური წერწერა (532 წ.) Ⴎალესტინის Ⴜმინდა Ⴇეოდორეს მონასტრიდან ამჟამად ინახება Ⴈერუსალიმის Ⴔრანცისკანელების მუზეუმში |
Ⴄს ასოები მოხაზულობით მრგვალია და სიმაღლით ისინი არიან თანაბრები (იწერებიან ორ ხაზს შუა). Ⴃროთა განმავლობაში
ზოგ ასოს ჩამოუგრძელდა ვერტიკალური ხაზი, ზოგს კი გაეხსნა შეკრული თავი. Ⴃაახლოვებით
მე-4 საუკუნიდან დაიწყო და მე–8 ს. „მრგვლოვანიდან“ წარმოიშვა ე. წ. «ნუსხური», რომელიც
წარმოადგენს წერის კუთხოვან სახეობას და რომელშიც არის სხვადასხვა სიმაღლის ასოთა ოთხი ჯგუფი. Ⴀმავე
დროს ასოები არიან გადახრილნი ოდნავ
მარჯვნივ. Ⴂანვითარების შემდეგ ეტაპზე (მე-8 ს.) ასოები დამრგვალდა, გასწორდა
და გამარტივდა, რაც განაპირობა მათი გადაბმულობისაკენ მიდრეკილებამ. Ⴀმასთანავე
ასოებმა შეინარჩუნეს ოთხხაზოვნობა. Ⴜარმოიშვა ქართული წერის მესამე სახეობა «მხედრული», რომელიც ფაქტიურად
წარმოადგენს სწრაფწერის
ნაირსახეობას.
Ⴕართული წერის სახეობები
|
Ⴀსომთავრული
|
ႠႡႢႣႤႥႦჁႧႨႩႪႫႬჂႭႮႯႰႱႲჃႳႴႵႶႷႸႹႺႻႼႽႾჄႿჀჅ
|
Ⴌუსხური
|
ⴀⴁⴂⴃⴄⴅⴆⴡⴇⴈⴉⴊⴋⴌⴢⴍⴎⴏⴐⴑⴒⴣⴓⴔⴕⴖⴗⴘⴙⴚⴛⴜⴝⴞⴤⴟⴠⴥ
|
Ⴋხედრული
|
აბგდევზჱთიკლმნჲოპჟრსტჳუფქღყშჩცძწჭხჴჯჰჵ
|
Ⴕართულმა წერამ თავის
განვითარებაში განვლო იგივე გზა, რაც ბერძნულმა და ლათინურმა. Ⴕართული
წერის სამივე სახეობა შემდგომში იხმარებოდა პარალელურად. Ⴜიგნები იწერებოდა
ნუსხურით, ასომთავრულს ხმარობდნენ სათაურებში, ინიციალების და აბზაცების დასაწყისად, მხედრულით კი იწერებოდა სწრაფად ნაწერი ტექსტები.
Ⴂაგრძელება
მომდევნო ჩანაწერში!
0 коммент.:
Отправить комментарий