Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა.
— 2009. — Ⴂვ. 137.
Ⴚოტაოდენი შენიშვნები სამხედრო დროშებზე. Ⴉარგი იქნებოდა, Ⴑაქართველოს რომ ჰქონოდა ერთი დროშა,
რომელიც იქნებოდა სახელმწიფოსიც, სამხედროსიც, საზღვაოსიც, საავიაციოსიც და ა. შ. Ⴀმის
კარგი მაგალითია Ⴇურქეთის, Ⴘვეჲცარიის, Ⴀმერიკის დროშები. Ⴇუკი გვინდა დროშების სიმრავლე,
მაშინ ისინი უნდა გაკეთდეს ერთი პრინციპით. Ⴑაქართველოს სახელმწიფო დროშის სურათი უნდა
იყოს შენარჩუნებული, რომ ადვილად იკითხებოდეს სახელმწიფოს კუთვნილება. Ⴕვემოთ მოყვანილ
სურათებიდან ეს არა ჩანს.
Ⴑაზღვაო დროშის სურათი კი არ არის სწორი. Ⴓფრო სწორად, უაზრობაა. Ⴀმ დროშის სურათი შესდგება ორი ნაწილისგან: Ⴜმ. Ⴂიორგის და Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშებისგან.
Ⴜმ. Ⴂიორგის დროშა რომ დავადოთ Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშას, წითელი ჯვარი გამოვა
წინა პლანზე. Ⴋივიღებთ შემდეგს:
Ⴇუ პირიქით,
Ⴜმ. Ⴀნდრია Ⴎირველწოდებულის დროშას დავადებთ
Ⴜმ. Ⴂიორგის
დროშას, თეთრი ჯვარი იქნება წინ, მაგრამ წითელი ჯვარი აღარ გამოჩნდება,
რადგან ლურჯი ფონი დაფარავს მას.