საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 4
0 коммент.
Ⴈქიდან გამომდინარე, რომ თითქმის სუყველა ქვეყნის
საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები (მათ შორის Ⴑაქართველოსიც) დროთა
განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა, არ
იქნება ურიგო, რომ გადავხედოთ ქართულ
განმასხვავებელ ნიშნებს მათი გაუმჯობესების მიზნით.
Ⴎირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ
ჩვენი ნიშნის ბოლო ვარიანტში ლურჯი ფერია უცრო — სასურველია გამოყენებული იყოს
დროშის ფერები. Ⴂარდა ამისა, სასურველია ღია წითელი ფერის
გამოყენება.
Ⴘეიძლება ამ ნიშნის ინვერსიული ფორმის გამოყენება — ვარსკვლავი თეთრი ფერის, ფონი კი წითელის. Ⴀმ
შემთხვევაში მივიღებთ შემდეგს:
Ⴇუ
კი ნიშანს შემოვფარგლავთ თეთრი ფერის წრით, ნიშანი გამოვა უფრო ლამაზი და მკაფიო.
Ⴀხლა
გამოსარკვევია ვერტიკალურ სტაბილიზატორზე
მოსათავსებელი ნიშანი. Ⴑახელმწიფოების უმეტესობას
ამისათვის გამოყენებული აქვთ დროშების სურათები.
Ⴙვენც შეგვიძლიან გავაკეთოდ ასევე.
Ⴕვემოთ
წარმოდგენილია Ⴑაქართველოს Ⴑაჰაერო Ⴛალების ახალი განმასხვავებელი ნიშნების
შესაძლო ვარიანტები.
Ⴙემის
აზრით, საუკეთესოა ბოლო ვარიანტი — ორიგინალურია,
არცერთ სახელმწიფოს ნიშანს არა ჰგავს და ამავე დროს სუფთა ქართულია.
Автор: Tamaz Mchedlidze на понедельник, ноября 26, 2012
საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 3
1 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на среда, ноября 21, 2012
საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 2
0 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на понедельник, ноября 19, 2012
საჰაერო ძალების განმასხვავებელი ნიშნები 1
0 коммент.Автор: Tamaz Mchedlidze на пятница, ноября 16, 2012
სამხედრო სიმბოლიკა 4
0 коммент.
Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.
Ⴕვემოთ მომყავს ბოლნური ჯვრის მაგაოითები.
Ⴕვემოთ მომყავს ბოლნური ჯვრის მაგაოითები.
Ⴄს კი არის Ⴜმინდა Ⴊეოპოლდის
ავსტრიული ჯვარი.
Ⴐოგორც ჩანს
ზემოთ მოყვანილ სურათებიდან, სხვაობა ჩვენსა და ავსტრიულ ჯვრებს შორის არის — ჩვენ
ჯვარს აქვს ოვალური მხრები, ავსტრიულს კი პირდაპირი. Ⴀმის გარდა, ჩვენი გაცილებით უფრო
ძველია. Ⴃროშის ესკიზის ავტორი ერთ რამეშია მართალი — Ⴑაქართველოს დროშაზე მან გამოსახა
Ⴜმ. Ⴊეოპოლდის ჯვარი, და არა ბოლნური. Ⴀვტორის სიტყვებით, ავსტრიული უფრო ლამაზია!!!
Ⴋაგრამ მე რატომღაც ვერ ვიზიარებ ამ არგუმენტს.
Ⴄს ყველაფერი მე მომაგონებს სხვა
მოვლენას, როდესაც Ⴇბილისის Ⴑაერთაშორისო აეროპორტს ქართველები, დამოუკიდებელ Ⴑაქართველოში,
უწოდებენ რატომღაც Ⴀლეკსეევკას, თუმცა საუკუნეების მანძილზე ამ ადგილს
ერქვა Ⴑამგორი. Ⴙემის აზრით, Ⴑამგორი უფრო ლამაზი სახელწოდებაა ვიდრე Ⴀლეკსეევკა!
Ⴈმის მტკიცება, რომ ჩვენ არ მოგვეპოვება
ეროვნული ჯვარი, არ არის სწორი. Ⴄროვნული ჯვარი გვაქვს და ამ ჯვარს ეწოდება Ⴜმინდა
Ⴌინოს ჯვარი, რომელიც, სხვათა შორის, გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ბოლნური.
Ⴈს, რომ ევროპულ ლიტერატურაში ბოლნური
და Ⴜმ. Ⴌინოს ჯვრები არ არის ნახსენები, მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ისინი
ჩვენს ისტორიას და ჩვენ სინამდვილეს არ იცნობენ.
Ⴠოდა, ავიღოთ და მოვათავსოთ ეს სუფთა ქართული ჯვარი დროშაზე და გამოგვივა
Ⴊეოპოლდისეულის მაგივრად Ⴌინოსეული ჯვრები.
Ⴘესაბამისად, სამხედრო დროშებს ექნებათ ასეთი სახე:
Автор: Tamaz Mchedlidze на суббота, ноября 03, 2012
სამხედრო სიმბოლიკა 3
0 коммент.
Ⴑამხედრო სიმბოლიკა // Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴑაქართველოს სიმბოლიკა. — 2009. — Ⴂვ. 137.
Ⴂამოსარკვევია კიდევ ერთი საკითხი — Ⴑაქართველოს
დროშაზე გამოსახული ოთხი პატარა ჯვრის ფორმა.
Ⴃღევანდელი Ⴑაქართველოს
დროშა გაცილებით უკეთესია ადრინდელზე და ხალხმა იგი უკვე შეიყვარა. Ⴇავდაპირველად მასზე გამოსახული იყო ოთხი პატარა სწორკუთხა
ჯვარი. Ⴘემდეგ კი ეს სწორი ჯვრები რატომღაც გადაიქცა ე. წ. Ⴜმ. Ⴊეოპოლდის ჯვრებად. Ⴃიდხანს ვცდილობდი გამეგო, ვინ არის Ⴜმინდა Ⴊეოპოლდი
და რა ესაქმება მას Ⴑაქართველოსთან. Ⴃა როგორც იქნა, გამოვარკვიე ეს საკითხი.
Ⴊეოპოლდ Ⴁაბენბერგი, Ⴂერმანიის Ⴈმპერიის
მე‑12 ს. სახელმწიფო მოღვაწე, კანონიზირებულია როგორც წმინდანი 1485 წ., ხოლო 1663 წლიდან ითვლება Ⴀვსტრიის Ⴋფარველად. Ⴀმ ცნობებიდან
ვერანაირი კავშირი ვერ მოვნახე ჩვენს ისტორიასთან, მაგრამ როდესაც წავიკითხე დროშის
ესკიზის ავტორის ინტერვჲუ, მგონი მივხვდი, რაშია საქმე. Ⴀვტორის თქმით, მან სწორი ჯვრები
გადააკეთა ბოლნურ ჯვრებად, რომლებიც, თურმე, ბოლნური კი არ არის, არამედ არის Ⴜმ. Ⴊეოპოლდის.
Ⴃა მისი თქმით, ჩვენ არ მოგვეპოვება ეროვნული ჯვარი.
Ⴓრივე ეს არგუმენტი მეჩვენება საეჭვოდ. Ⴐოდესაც Ⴁოლნისის Ⴑიონის კედელზე მე-5 ს. ამოიჭრა ე. წ. ბოლნური ჯვარი, არამც თუ დაბადებული
არ იყო Ⴊეოპოლდ Ⴁაბენბერგი, არამედ თვით Ⴀვსტრია ჩანასახშიც კი არ არსებობდა.
Автор: Tamaz Mchedlidze на четверг, ноября 01, 2012
Подписаться на:
Сообщения (Atom)