Ⴇამაზ Ⴋჭედლიძე. Ⴕართული დამწერლობა. — 2006. — 134 გვ., 670 ილ., ტაბ.
Ⴑს. — Ⴂვ. 64-75.
Ⴑაიდუმლო ანბანები — კრიპტოგრაფიული ქართული ანბანები საიდუმლო ენის და მეტყველების გადმოსაცემად. Ⴑაიდუმლო დამწერლობის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს Ⴋიქეს Ⴋოდრეკილის საგალობელთა კრებულში წარმოდგენილი „Ⴋიქაელის“ კრიპტომანია (10 ს.).
Ⴀნჰოეური ანბანი — ქართული საიდუმლო, კრიფტოგრაფიული ანბანი, რომელშიც „ა“ ბგერის გადმოსაცემად იწერება „ჵ“ასონიშანი, დი პირუკუ, „ჵ“ ბგერის გადმოსაცემად „ა“ ასონიშანი.
Ⴀნჯანური ანბანი. Ⴘემოღებულია Ⴔარსადან Ⴂორგიჯანიძის მიერ მე-17 ს. Ⴜარმოადგენს უკუღმა მობრუნებულ ანბანს. Ⴀ ბგერის გადმოსაცემად იწერება Ⴟ ასონიშანი და, პირუკუ, Ⴟ ბგერის გადმოსაცემად Ⴀ ასონიშანი და ა. შ. Ⴀნბანური მწკრივი მთავრდკბა Ⴟ ასონიშნით.
Ⴀნჩინური ანბანი — ქართული საიდუმლო, კრიფტოგრაფიული ანბანი, რომელშიც ერთეულების გამომხატველ ასოებს ენაცვლებიან ათასეულების გამომხატველი ასოები, ათეულებისას კი ასეულების.
Ⴀნრაეული ანბანი — ქართული საიდუმლო, კრიფტოგრაფიული ანბანი, რომელშიც ერთეულების გამომხატველ ასოებს ენაცვლებიან ასეულების გამომხატველი ასოები, ათეულებისას კი ათასეულების. Ⴘემოღებულია Ⴀნტონ Ⅰ Ⴉათოლიკოსის მიერ.
Ⴀნინური ანბანი — ქართული საიდუმლო, კრიფტოგრაფიული ანბანი, რომელშიც ერთეულების გამომხატველ ასოებს ენაცვლებიან ათეულების გამომხატველი ასოები, ასეულებისას კი ათასეულების.
0 коммент.:
Отправить комментарий