Ⴂადაიტვირტეთ აქედან და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე კლავიატურის გაწყობა ასომთავრულ–მხედრული ასოების დასაბეჭდად: https://yadi.sk/d/Xi2kMHpLkKC9T. Ⴂადაიტვირთეთ აქედან შრიფტები და დააყენეთ Ⴇქვენს კომპიუტერზე: https://yadi.sk/d/JF-vzB4wkKCFj. Ⴒექსტში გამოჩნდება ასომთავრული და ნუსხური ასოები. Ⴈხმარეთ წერის დროს ასომთავრულები ორთოგრაფიული დანიშნულებით — ახალი წინადადების დასაწყისში, საკუთარ და პირად სახელებში, აბრევიატურებში.

Ⴓრთიერთ გადასვლის წესები წელიწადის გამოთვლისას.

0 коммент.

 


Ⴜელთაღრიცხვის სისტემები.

0 коммент.

 


Ⴕართული წელთაღრიცხვები.

0 коммент.

 


Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვა.

0 коммент.

 Ⴛვ.წ. მე-4 საუკუნეში Ⴑაქართველო გაერთიანდა ერთ სახელმწიფოდ. Ⴛვ. წ. 303 წ. Ⴔარნავაზის მიერ მეფის ტიტულის მიღების შემდეგ საფუძველი ჩაეყარა პოლიტიკურად დამოუკიდებელ ქართულ ეროვნულ სახელმწიფოს. Ⴋრავალ რეფორმებთან ერთად Ⴔარ­ნავაზმა განახორციელა ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რეფორმებიც. Ⴉერძოდ, ძვ. წ. 284 წელს შემოღებულ იქნა მზის უძრავი წელიწადის სრუ­ლიად სახელმწიფო ერთიანი კალენდარი და ეროვნუ­ლი ქართული წელთაღრიცხვა (შეიქმნა კი კალენდარი ძვ. წ. 540 წელს). Ⴘემოღებულ იქნა სახელმწიფო ქარ­თული ენა, სრულიად  სახელმწიფო ქართული დამ­წერლობა და საფუძველი ჩაეყარა ქართულ მწიგნობ­რობას (დამწერლობის შექმნის თარიღია ძვ. წ. 540 წე­ლი).

Ⴕართული ეროვნული წელთაღრიცხვის სისტემის ამოსავალი წერტილია Ⴈბერიის სამეფოში Ⴔარნავაზ მეფის მიერ სრულიად სახელმწიფო ქართული დამ­წერლობის შემოღების თარიღი — ძვ. წ. 284 წ. Ⴀნუ, Ⴕრისტეშობის წელი უდრის 284 წელს ქართული ანბა­ნის შემოღებიდან. Ⴕრისტეშობიდან 2016 წლის 19 აგვისტოს დაიწყო Ⴈბერიული (ქართული) წელთაღ­რიცხვის ახალი XXIV (24–ე) საუკუნე, ანუ 2300 ­ლი! Ⴘესაბამისად, Ⴕრისტეშობიდან 2022 წლის 19 აგვისტოს დაიწყება 2306 წელი ქართული ანბანის შემოღებიდან!



Ⴕართული წელიწადის თვეები.

0 коммент.

Ⴕართველები უძველეს დროში სარგებლობდნენ მთვარის კალენდრით, რომელიც შემდეგში შე­იცვალა მზის კალენდრით. Ⴛვ. წ. 540 წ. შეიქმნა ქართული ანბანური დამწერლობა და ქართული წარმართული კალენდარი, რომლის თანახმა­დაც წელიწადში იყო 30–30 დღიანი 12 თვე. Ⴇვეებს ჰქონდათ თავიანთი ძველი ქართული სახელ­წოდებები. Ⴋე-12 თვის ბოლოს მოდიოდა 5 (ნაკიან წე­ლიწადში კი 6) დამატებითი დღე.